პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ" - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ" - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ლის ფასი აქვს - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმა­საც გა­აჟ­ღე­რე­ბენ პირ­და­პირ, რა­საც კა­ბი­ნეტ­ში ხე­ლის გა­დაგ­რე­ხით მოგ­ვი­წო­დებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, წი­ნაპ­რებს იმის­თვის არ შე­უ­წი­რავთ სი­ცო­ცხლე, რომ „ვი­ღა­ცებ­მა მო­წო­დე­ბე­ბი გაგ­ვი­კე­თონ და კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მო­ვუშ­ვათ“.

"ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ლის ფასი აქვს, არა­ნა­ი­რი ფასი არ აქვს! კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უპი­რო­ბოდ უნდა იყოს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი - წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ევ­რო­პუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უპი­რო­ბოდ უნდა გა­მო­ვუშ­ვათ. ეს არის მა­თე­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია, მათი ხედ­ვა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს დე­მოკ­რა­ტია. მა­გის­თვის არ გვიბ­რძო­ლია ჩვენ, ჩვენს წი­ნაპ­რებს არ შე­უ­წი­რავთ სი­ცო­ცხლე იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცებ­მა მო­წო­დე­ბე­ბი გაგ­ვი­კე­თონ და თუნ­დაც კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მო­ვუშ­ვათ, ან ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი დაგ­ვათ­მო­ბი­ნონ. ჩვენ რის­თვის ვიბ­რძო­ლეთ?! რის­თვის იბ­რძო­ლა წინა თა­ო­ბებ­მა? იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი. ამის­თვის ვიბ­რძო­ლეთ და არა ის, რომ იქ მი­თი­თე­ბე­ბი მოგ­ვცენ, სან­ქცი­ებს მი­ვუ­ერ­თდეთ. სან­ქცი­ებ­ზე ხომ არ იყო სა­უ­ბა­რი? თვი­თონ ხომ არ სა­უბ­რობ­დნენ, მე­ო­რე - მე­სა­მე პი­რებს ალა­პა­რა­კებ­დნენ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმა­საც გა­აჟ­ღე­რე­ბენ პირ­და­პირ, რა­საც კა­ბი­ნეტ­ში ხე­ლის გა­დაგ­რე­ხით მოგ­ვი­წო­დებ­დნენ რა­ღა­ცებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მძი­მე თე­მე­ბი იყო, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში ხე­ლის გა­დაგ­რე­ხის მცდე­ლო­ბა იყო, ისე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით და გა­დაგ­ვედ­გა ნა­ბი­ჯი...

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მალე ამა­საც ჩა­წე­რენ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში. ეს არის მძი­მე. გვინ­და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­და! ვი­ცით, რა არის ომი, რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნია. ვი­ცით, რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს სან­ქცი­ებ­მა. ჩვენ რომ სუს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ვი­ღა­ცე­ბის შეგ­ვში­ნე­ბო­და და სან­ქცი­ებს მი­ვერ­თე­ბუ­ლი­ყა­ვით და­ზა­რალ­დე­ბო­და ის გლე­ხი ვინც შრო­მობს, ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რეს­ტო­რა­ნი, კაფე აქვს. ეს აი­სა­ხე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე. შე­საძ­ლოა მი­ზა­ნი ესეც იყო“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ" - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ" - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს - დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, წინაპრებს იმისთვის არ შეუწირავთ სიცოცხლე, რომ „ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ“.

"ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული - წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე - მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი...

დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში. ეს არის მძიმე. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის შენარჩუნება გვინდა! ვიცით, რა არის ომი, რამხელა უბედურების მომტანია. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი ვინც შრომობს, ის ადამიანი, ვისაც რესტორანი, კაფე აქვს. ეს აისახებოდა ქვეყანაზე, ეკონომიკაზე. შესაძლოა მიზანი ესეც იყო“,- აღნიშნა კალაძემ.