ავტორი:

13 წლის მოზარდმა უმცროსი დები მოკლა, შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა და დედას უმძიმესი შეტყობინება გაუგზავნა - დანაშაული, რომელმაც რუსეთი შეძრა

13 წლის მოზარდმა უმცროსი დები მოკლა, შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა და დედას უმძიმესი შეტყობინება გაუგზავნა - დანაშაული, რომელმაც რუსეთი შეძრა

შემზარავი დანაშაული მოხდა რუსეთის ქალაქ ტოლიატში, სადაც 13 წლის გოგონამ თავისი უმცროსი დები დახოცა. სამართალდამცავებმა 2 და 5 წლის გოგონების ცხედრები სახლის აივანზე აღმოაჩინეს.

მცირეწლოვან გოგონებს მრავლობითი ჭრილობები დანით ყელსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ჰქონდათ მიყენებული.

გოგონების გვამები 10 წლის დამ აღმოაჩინა - ოჯახში სულ ხუთი ქალიშვილი იზრდებოდა. ქალს 18, 13 და 10 წლის გოგონები პირველი ქმრისგან შეეძინა, ხოლო უმცროსები, 5 და 2 წლის, ახლანდელი პარტნიორისგან.

"18 წლის ქალიშვილი ცალკე ცხოვრობს. ჩვეულებრივი ოჯახია, მანამდე არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ შეგვინიშნავს 13 წლის გოგონასთან", — განაცხადა ოჯახის მეგობარმა მედიასთან.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

მკვლელობის შესახებ საშინელი დეტალები მედიაში ვრცელდება. 13 წლის გოგონა დების სასტიკი მკვლელობის შემდეგ პარკში სასეირნოდ წავიდა, გვამები კი აივანზე გაიტანა.

როდესაც მშობლებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, დედამ გოგონას შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ, რაზეც შვილმა უპასუხა, „ეს მე ვიყავი, ჰა, ჰა, ჰა...“

13 წლის გოგონა ამ დროისთვის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება. უკვე ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლე კლასში არაკომუნიკაბელური იყო და კლასელებთან თითქმის არ კონტაქტობდა.