მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შევარჩიოთ ღვინო? - რჩევები სომელიე თეონა თოხაძისგან
როგორ უნდა შევარჩიოთ ღვინო? - რჩევები სომელიე თეონა თოხაძისგან

სა­შე­მოდ­გო­მო ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა - 12 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სი უმას­პინ­ძლებს რი­გით მე-6 ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ბიო ღვი­ნო, მცი­რე მარ­ნე­ბი და მსხვი­ლი სა­წარ­მო­ე­ბი, ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რი და სხვა­დას­ხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სას და რა გან­სა­ზღვრავს მის ხა­რისხს?

ამის გარ­კვე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სო­მე­ლიე თე­ო­ნა თო­ხა­ძე, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვალ­ზეც გი­მას­პინ­ძლებთ და ღვი­ნის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს გა­გი­ზი­ა­რებთ. იმი­სათ­ვის, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბას კი­დევ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ეს­ტუმ­როთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გვი­ზი­ა­რებს:

რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სას?

მა­შინ რო­დე­საც ღვი­ნის სამ­ყა­რო დღეს ძა­ლი­ან ფარ­თო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს, ღვი­ნის შერ­ჩე­ვა ერ­თგვარ მოგ­ზა­უ­რო­ბას წა­ა­გავს, თა­ვი­სი ძი­ე­ბი­თა და აღ­მო­ჩე­ნე­ბით. იმი­სათ­ვის, რომ ეს პრო­ცე­სი გაგ­ვი­ად­ვილ­დეს, სჯობს თა­ვი­დან­ვე გან­ვსა­ზღვროთ, თუ რის­თვის ვარ­ჩევთ ღვი­ნოს, იქ­ნე­ბა ეს დღე­სას­წა­უ­ლი, ვახ­შა­მი თუ უბ­რა­ლოდ პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის.

არა­ფე­რი ისე არ უხ­დე­ბა დღე­სას­წა­ულს რო­გორც ცქრი­ა­ლა ღვი­ნო. აქაც საკ­მა­ოდ დიდი არ­ჩე­ვა­ნია: შამ­პა­ნუ­რი, პრო­სე­კო, კავა, პეტ­ნა­ტე­ბი... არ­ჩე­ვა­ნი კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­მოვ­ნე­ბა­სა და ბი­უ­ჯეტ­ზე. ვახ­შამ­ზე, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხია მოწ­ვე­უ­ლი, სჯობს ისეთ ღვი­ნო­ე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც კარ­გად უხ­დე­ბა კერ­ძებს და ამას­თა­ნა­ვე ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბა. ასე­თი „უნი­ვერ­სა­ლუ­რი“ და „სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლით“ მო­სარ­გებ­ლე ღვი­ნო­ე­ბი, მრავ­ლად გვაქვს. ვახ­შმის და­სა­წყი­სის­თვის თეთ­რე­ბი­დან ასე­თი ღვი­ნოა კა­ხუ­რი მწვა­ნე და ძი­რი­თა­დი კერ­ძე­ბის­თვის უკვე - სა­ფე­რა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად მოხ­მა­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რო­გო­რი სტი­ლის ღვი­ნო­ე­ბი მოგ­ვწონს: მსუ­ბუქსხე­უ­ლი­ა­ნი, სრულსხე­უ­ლი­ა­ნი, ახალ­გაზ­რდა, და­ვარ­გე­ბუ­ლი, ქვევრში და­ვარ­გე­ბუ­ლი თუ კას­რში ნამ­ყო­ფი. თუმ­ცა რო­გორც თა­ვი­დან­ვე აღ­ვნიშ­ნე, ღვი­ნის შერ­ჩე­ვა, მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს, სა­დაც ამ­ხე­ლა არ­ჩე­ვა­ნის პი­რო­ბებ­ში, ერთ კონ­კრე­ტულ სტილ­ზე და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე შე­ჩე­რე­ბა სა­ზღვრებ­ში ჩა­კეტ­ვას ჰგავს. რაც უფრო მეტ სხვა­დას­ხვა ტი­პის ღვი­ნოს გავ­სინ­ჯავთ და ღია ვიქ­ნე­ბით ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის, მით უფრო გაგ­ვეზ­რდე­ბა თვალ­სა­წი­ე­რი და ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დე­ბა გე­მოვ­ნე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა არო­მა­ტი, ფერი და ასე­ვე ფასი თუ გან­სა­ზღვრავს ღვი­ნის ხა­რისხს?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ინ­ტენ­სი­უ­რი ფერი და არო­მა­ტე­ბი წი­ნა­პი­რო­ბას ქმნის გვა­ფიქ­რე­ბი­ნოს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ღვი­ნოს­თან გვაქვს საქ­მე, მხო­ლოდ ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი არაა საკ­მა­რი­სი ღვი­ნის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრის­თვის. მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი ბურ­გუნ­დი­უ­ლი ღვი­ნო Romanée-Conti ღია ლა­ლის­ფე­რი, თით­ქმის გამჭვირ­ვა­ლეა. ღვი­ნის ხა­რისხზე მისი კომ­პლექ­სუ­რო­ბა, ბა­ლან­სი, ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა და გამ­ყო­ლი გემო არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სი­სა და ხა­რის­ხის შე­ფარ­დე­ბას, აქ კავ­ში­რი არის, თუმ­ცა იმის თქმა, რომ მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ღვი­ნო ავ­ტო­მა­ტუ­რად მა­ღალ ხა­რისხს ნიშ­ნავს, ასე არ არის. მა­ღა­ლი ფასი უფრო და­პი­რე­ბას ჰგავს, მეღ­ვი­ნე­ო­ბის მხრი­დან გა­ნა­ცხა­დია, რომ ხა­რის­ხი­ან ღვი­ნოს­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. მა­გა­ლი­თის­თვის, 500-ლა­რი­ან და 5000-ლა­რი­ან ღვი­ნოს შო­რის ფა­სის მკვეთ­რი სხვა­ო­ბა ხა­რისხში იმა­ვე გან­სხვა­ვე­ბას არ იძ­ლე­ვა. აქ უკვე სხვა ფაქ­ტო­რე­ბი ერ­თვე­ბა: ბრენ­დის სა­ხე­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ა.შ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად რო­მელ ღვი­ნოს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

გა­აჩ­ნია შემ­თხვე­ვას და ად­გილს. თუმ­ცა ხში­რად უფრო მსუ­ბუ­ქი, მა­ღალმჟა­ვი­ა­ნი, არო­მა­ტულ ღვი­ნო­ებს ვირ­ჩევ, თუ ჯი­შე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შემ­თხვე­ვა­ში ცო­ლი­კა­ურს, ხოლო უცხო­უ­რის - რის­ლინგს.

გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, 2024 წლის თბი­ლი­სის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებ­საც უმას­პინ­ძლებთ და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებს შეს­თა­ვა­ზებთ. გვი­ამ­ბეთ მეტი დე­ტა­ლი ამის შე­სა­ხებ.

წელს გვექ­ნე­ბა ყნოს­ვის მას­ტერკლა­სი, რო­მე­ლიც ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­ხა­ლი­სო და სა­სარ­გებ­ლო ვარ­ჯი­შია. სტუმ­რებს შევ­თა­ვა­ზებთ ღვი­ნის სხვა­დას­ხვა არო­მატს, გა­ვაც­ნობთ მათ და­სა­ხე­ლე­ბებს და შემ­დეგ ყნოს­ვით უნდა ამო­იც­ნონ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვე­ხე­ბით ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­საც.

ვფიქ­რობ, ერთი მხრივ ღვი­ნის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მი­სა და მე­ო­რე მხრივ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სულ უფრო ვი­თარ­დე­ბა და პროგ­რესს გა­ნიც­დის, ასე­ვე იზ­რდე­ბა ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც უჩ­ნდე­ბა უფრო და უფრო მეტი მო­თხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ორი­ვე მხა­რეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კარ­გად გა­ეც­ნონ და მო­უს­მი­ნონ ერ­თმა­ნეთს.

და­ბო­ლოს, გვე­ლო­დე­ბა თუ არა ფეს­ტი­ვალ­ზე ისე­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რაც ღვი­ნის შე­სა­ხებ აქამ­დე არ ვი­ცო­დით?

ღვი­ნის სფე­რო­ში ყო­ველ­თვის არის აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი ვინც იტყვის , რომ მან ღვი­ნის წარ­მო­ე­ბი­სა თუ შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ამო­წუ­რა თავი და ყვე­ლა­ფე­რი იცის. ამი­ტო­მაც არის ყო­ვე­ლი ახა­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა და ახა­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის გა­მო­ჩე­ნა სუფ­თა ფურ­ცე­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ღაც ახა­ლი გა­ი­გო.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

როგორ უნდა შევარჩიოთ ღვინო? - რჩევები სომელიე თეონა თოხაძისგან

როგორ უნდა შევარჩიოთ ღვინო? - რჩევები სომელიე თეონა თოხაძისგან

საშემოდგომო ტრადიცია გრძელდება - 12 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს რიგით მე-6 ღვინის ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიო ღვინო, მცირე მარნები და მსხვილი საწარმოები, ქართული ნუგბარი და სხვადასხვა ტრადიციული პროდუქტი. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა უნდა გავითვალისწინოთ ღვინის შერჩევისას და რა განსაზღვრავს მის ხარისხს?

ამის გარკვევაში დაგვეხმარება სომელიე თეონა თოხაძე, რომელიც ფესტივალზეც გიმასპინძლებთ და ღვინის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ. იმისათვის, რომ ღონისძიებას კიდევ უფრო მომზადებულები ესტუმროთ, პროფესიონალი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ღვინის შერჩევისას?

მაშინ როდესაც ღვინის სამყარო დღეს ძალიან ფართო და მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, ღვინის შერჩევა ერთგვარ მოგზაურობას წააგავს, თავისი ძიებითა და აღმოჩენებით. იმისათვის, რომ ეს პროცესი გაგვიადვილდეს, სჯობს თავიდანვე განვსაზღვროთ, თუ რისთვის ვარჩევთ ღვინოს, იქნება ეს დღესასწაული, ვახშამი თუ უბრალოდ პირადი მოხმარებისთვის.

არაფერი ისე არ უხდება დღესასწაულს როგორც ცქრიალა ღვინო. აქაც საკმაოდ დიდი არჩევანია: შამპანური, პროსეკო, კავა, პეტნატები... არჩევანი კი დამოკიდებულია გემოვნებასა და ბიუჯეტზე. ვახშამზე, სადაც ბევრი ხალხია მოწვეული, სჯობს ისეთ ღვინოები შევარჩიოთ, რომელიც კარგად უხდება კერძებს და ამასთანავე ყველას გემოვნებაში ჯდება. ასეთი „უნივერსალური“ და „საყოველთაო სიყვარულით“ მოსარგებლე ღვინოები, მრავლად გვაქვს. ვახშმის დასაწყისისთვის თეთრებიდან ასეთი ღვინოა კახური მწვანე და ძირითადი კერძებისთვის უკვე - საფერავი.

რაც შეეხება პირად მოხმარებას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ როგორი სტილის ღვინოები მოგვწონს: მსუბუქსხეულიანი, სრულსხეულიანი, ახალგაზრდა, დავარგებული, ქვევრში დავარგებული თუ კასრში ნამყოფი. თუმცა როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ღვინის შერჩევა, მოგზაურობას ჰგავს, სადაც ამხელა არჩევანის პირობებში, ერთ კონკრეტულ სტილზე და მიმდინარეობაზე შეჩერება საზღვრებში ჩაკეტვას ჰგავს. რაც უფრო მეტ სხვადასხვა ტიპის ღვინოს გავსინჯავთ და ღია ვიქნებით ახალი აღმოჩენებისთვის, მით უფრო გაგვეზრდება თვალსაწიერი და ჩამოგვიყალიბდება გემოვნება.

საინტერესოა არომატი, ფერი და ასევე ფასი თუ განსაზღვრავს ღვინის ხარისხს?

მიუხედავად იმისა რომ ინტენსიური ფერი და არომატები წინაპირობას ქმნის გვაფიქრებინოს, რომ საინტერესო ღვინოსთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ეს კომპონენტები არაა საკმარისი ღვინის ხარისხის განსაზღვრისთვის. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი ბურგუნდიული ღვინო Romanée-Conti ღია ლალისფერი, თითქმის გამჭვირვალეა. ღვინის ხარისხზე მისი კომპლექსურობა, ბალანსი, ინტენსიურობა და გამყოლი გემო არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება ფასისა და ხარისხის შეფარდებას, აქ კავშირი არის, თუმცა იმის თქმა, რომ მაღალფასიანი ღვინო ავტომატურად მაღალ ხარისხს ნიშნავს, ასე არ არის. მაღალი ფასი უფრო დაპირებას ჰგავს, მეღვინეობის მხრიდან განაცხადია, რომ ხარისხიან ღვინოსთან გვექნება საქმე. მაგალითისთვის, 500-ლარიან და 5000-ლარიან ღვინოს შორის ფასის მკვეთრი სხვაობა ხარისხში იმავე განსხვავებას არ იძლევა. აქ უკვე სხვა ფაქტორები ერთვება: ბრენდის სახელი, ტრადიციები და ა.შ.

საინტერესოა, თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?

გააჩნია შემთხვევას და ადგილს. თუმცა ხშირად უფრო მსუბუქი, მაღალმჟავიანი, არომატულ ღვინოებს ვირჩევ, თუ ჯიშების მიხედვით ვიმსჯელებთ, ქართული ღვინის შემთხვევაში ცოლიკაურს, ხოლო უცხოურის - რისლინგს.

გასული წლის მსგავსად, 2024 წლის თბილისის ღვინის ფესტივალის სტუმრებსაც უმასპინძლებთ და საინტერესო აქტივობებს შესთავაზებთ. გვიამბეთ მეტი დეტალი ამის შესახებ.

წელს გვექნება ყნოსვის მასტერკლასი, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის სახალისო და სასარგებლო ვარჯიშია. სტუმრებს შევთავაზებთ ღვინის სხვადასხვა არომატს, გავაცნობთ მათ დასახელებებს და შემდეგ ყნოსვით უნდა ამოიცნონ თითოეული მათგანი. ასევე, აუცილებლად შევეხებით ღვინის შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმებსაც.

ვფიქრობ, ერთი მხრივ ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის გაცემისა და მეორე მხრივ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ასეთი ფესტივალების ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ქართული ღვინო სულ უფრო ვითარდება და პროგრესს განიცდის, ასევე იზრდება ჩვენი მომხმარებელიც უჩნდება უფრო და უფრო მეტი მოთხოვნები და მოლოდინები. ფესტივალები ორივე მხარეს აძლევს საშუალებას, კარგად გაეცნონ და მოუსმინონ ერთმანეთს.

დაბოლოს, გველოდება თუ არა ფესტივალზე ისეთი აღმოჩენები, რაც ღვინის შესახებ აქამდე არ ვიცოდით?

ღვინის სფეროში ყოველთვის არის აღმოჩენებისა და სიახლეების დრო. არ არსებობს ადამიანი ვინც იტყვის , რომ მან ღვინის წარმოებისა თუ შესწავლის პროცესში ამოწურა თავი და ყველაფერი იცის. ამიტომაც არის ყოველი ახალი ღვინის დაგემოვნება და ახალი მეღვინეობის გამოჩენა სუფთა ფურცელი და შესაძლებლობა, რაღაც ახალი გაიგო.

R