მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთა გადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ცვლილება შეეხება 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას...წაიკითხეთ სრულად