მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია" - გრეგოროვა
"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია" - გრეგოროვა

სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვე­ცით და მისი უკან წა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მი­ვე­ცით და მისი უკან წა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მარ­თულ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, გრე­გო­რო­ვას თქმით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი გა­და­ი­დო იმ იმე­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ და­კარ­გუ­ლი­ყო, „მაგ­რამ ვკარ­გავთ”.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა ევ­რო­პას შე­უძ­ლია, იყოს დრო­უ­ლი, რად­გან ბევ­რი მა­გა­ლი­თია, როცა „ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ა­ნა“.

“ჩემს გულ­ში ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის დიდი იმე­დე­ბი მქონ­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და.

ქმე­დე­ბე­ბი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის სე­რია ადას­ტუ­რებს, რომ ამ­ჟა­მინ­დელ მთავ­რო­ბას ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გა­აჩ­ნია. ის თა­ვის პო­ლი­ტი­კას ცვლის, რათა უფრო მჭიდ­როდ იყოს რუ­სეთ­თან და თა­ვის კა­ნო­ნებს ცვლის, რათა „მილ­სა­დე­ნი“ იყოს რუსი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მხო­ლოდ იმის თქმა შე­უძ­ლია, თუ ვინ აშო­რებს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ გზას. მან ქარ­თველ ხალ­ხს მო­მა­ვალ კვი­რებ­ში ძალა უსურ­ვა.

„მე ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნა­წი­ლი ვარ. ჩვენ უბ­რა­ლოდ მა­ყუ­რებ­ლე­ბი არ ვართ, ჩვენ ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვე­ცით და მისი უკან წა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მი­ვე­ცით და მისი უკან წა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი გა­დავ­დეთ იმ იმე­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მისი ოკუ­პან­ტის­თვის - რუ­სე­თის­თვის - არ დავ­კარ­გავ­დით, მაგ­რამ ვკარ­გავთ.

კი, არ შეგ­ვიძ­ლია ბრძო­ლას ვუ­ძღვე­ბო­დეთ, პუ­ტი­ნი და მუ­დამ ჩამ­რე­ვი კრემ­ლი არ ვართ, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა - ბრძო­ლას გა­უ­ძღვნენ. ჩვენ ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ბრძო­ლა­ში მათი დახ­მა­რე­ბა. შეგ­ვიძ­ლია უფრო რთუ­ლი გავ­ხა­დოთ რუ­სე­თის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა. რამ­დე­ნი მა­გა­ლი­თი გვაქვს, რო­დე­საც ევ­რო­პამ ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ა­ნა, შეგ­ვიძ­ლია ერთხელ მა­ინც დრო­უ­ლე­ბი ვი­ყოთ?”, - გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია" - გრეგოროვა

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია" - გრეგოროვა

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გრეგოროვას თქმით, ინდივიდუალური სანქციები გადაიდო იმ იმედით, რომ საქართველო არ დაკარგულიყო, „მაგრამ ვკარგავთ”.

ევროპარლამენტარმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა ევროპას შეუძლია, იყოს დროული, რადგან ბევრი მაგალითია, როცა „ძალიან დააგვიანა“.

“ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მისი ევროპული მომავლისთვის დიდი იმედები მქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა.

ქმედებებისა და შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან და თავის კანონებს ცვლის, რათა „მილსადენი“ იყოს რუსი ოლიგარქებისთვის”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველი ხალხისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ ვინ აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მან ქართველ ხალხს მომავალ კვირებში ძალა უსურვა.

„მე ასევე ევროპული ინსტიტუტების ნაწილი ვარ. ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის - რუსეთისთვის - არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ.

კი, არ შეგვიძლია ბრძოლას ვუძღვებოდეთ, პუტინი და მუდამ ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა - ბრძოლას გაუძღვნენ. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბრძოლაში მათი დახმარება. შეგვიძლია უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება. რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა, შეგვიძლია ერთხელ მაინც დროულები ვიყოთ?”, - განაცხადა გრეგოროვამ.