თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი თქმით, ქალბატონი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"16 - სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი. ბინაში ქალბატონი ცხოვრობდა. ყველაზე მთავარია, რომ ქალბატონი გამოყვანილ იქნა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და რაც მთავარი, მსხვერპლი არ არის. ექსპერტიზა შეაფასებს კორპუსის მდგრადობის საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ.
ხანძარი მეორე ბინაშიც გადავიდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.