რაუნშვაიგი, გერმანია - 8 ოქტომბერს, გერმანიის სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც ერთადერთი ეჭვმიტანილი ბრიტანელი 3 წლის გოგონას მადლენ მაკკენის 17 წლის წინ გაუჩინარების საქმეზე. გარდა ამისა, კრისტიან ბრუკნერს წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე ბრალდება, ასევე სექსუალური ძალადობის მუხლით.
სამი ბრალდებიდან ერთი იყო გაუპატიურება და ორი ბრალდება სექსუალური ძალადობის მუხლით. პროკურორები მისთვის 15 წლიან პატიმრობას და ასევე, პრევენციულ პატიმრობას ითხოვდნენ ვადის გასვლის შემდეგ. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, უტა ენგემანის ხელმძღვანელობით, გადაწყვეტილება დაცვის მხარის სასარგებლოდ მიიღო. მათი თქმით, არ იყო საკმარისი და სანდო მტკიცებულებები ეჭვმიტანილის დასადანაშაულებლად.
ბრუკნერი უკვე იხდის შვიდწლიან სასჯელს გერმანიაში, 2005 წელს 72 წლის ამერიკელი ქალის გაუპატიურებისთვის, რომელიც პორტუგალიაში ისვენებდა. ასე რომ, სამშაბათის გადაწყვეტილების მიუხედავად, ის, სავარაუდოდ, გისოსებს მიღმა დარჩება და სასჯელს 2025 წლის სექტემბრამდე დაასრულებს.
რაც შეეხება 3 წლის მაკკანის გატაცებას, გამოძიება ისევ გრძელდება და ბრუკნერისთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. ის მუდმივად უარყოფდა რაიმე მონაწილეობას ბრიტანელი პატარას გაუჩინარებაში.
სასამართლო პროცესი გერმანიაში რვა თვე გაგრძელდა.
ადვოკატების გუნდი და უამრავი მოწმე ბრაუნშვაიგის რეგიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესის მონაწილე იყო. 47 წლის კაცი ბრალდებულია ქალების გაუპატიურებაში და ბავშვების წინაშე სიშიშვლის დემონსტრირებაში ალგარვეს რეგიონში.
წარმოგიდგენთ ყველაზე სკანდალურ მომენტებს ხანგრძლივი სასამართლო საქმიდან, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ქრისტიან ბრუნკერის პირველი გამოჩენა სასამართლოში
ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა გადაიღეს მომენტი, როდესაც ბრაუნშვაიგის რეგიონულ სასამართლოში გამხდარი და სუსტი შესახედაობის კაცი, ხელბორკილით სამმა დაცვის თანამშრომელმა მიიყვანა. ის ადვოკატ ფრიდრიხ ფიულშერის გვერდით დაჯდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუსტად იყო, ამის მიზეზად ორი წლის განმავლობაში იზოლირებულად ყოფნა დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანელი „სტრესში იყო“, რადგან მას მადლინის საქმეს უკავშირებდნენ და მედიასთან გამოჩენა უჭირდა.
ეჭვმიტანილმა უარი თქვა სახის დაფარვაზე და პირდაპირ უყურებდა ფოტოგრაფებს, როდესაც სასამართლოში სურათებს უღებდნენ. გერმანელს არ გაუხედავს არც ჟურნალისტებისა და არც საჯარო პირებისკენ, რომლებიც 141-ე დარბაზში იყვნენ შეკრებილი, დაახლოებით, 100 ადამიანი.
მისი პირველი გამოჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, პროკურორმა უტე ლინდემანმა საბოლოოდ წარმოადგინა მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. მან სასამართლოს განუცხადა, რომ 2000 და 2006 წლებს შორის ეჭვმიტანილმა გააუპატიურა ირლანდიური სკოლის მოსწავლე და პენსიონერი ქალი პორტუგალიაში.
კრისტიანი არ გამოხატავდა ემოციებს, როდესაც პროკურორმა სისხლიანი დეტალები წარმოადგინა ხუთი ბრალდების შესახებ. იმავე დღეს ეჭვმიტანილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს მედია დევნიდა. მისი სიტყვები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მადლინის სახელი სასამართლოში გაჟღერდა. მან განაცხადა, რომ კრისტიანი იყო „მსოფლიო მედიის დაკვირვების ქვეშ“ იმ ბრალდებების გამო, რომ თითქოს "3 წლის მადლინ მაკკანი გაიტაცა და მოკლა".
მტკიცებულებები
აპრილში, მამაკაცმა, რომელმაც მადლინ მაკკანის გაუჩინარების შესახებ გამოძიება დაიწყო, სასამართლოში მტკიცებულებები მოიტანა. 53 წლის ჰელგე ბუშინგმა 2020 წელს ბრიტანულ დეტექტივებს უთხრა, რომ ბრუკნერმა რომელიც მასთან მეგობრობდა, ერთხელ საუბარში განაცხადა, ტომ, „დაკარგული გოგონა არ ყვიროდა“. მისი ინფორმაცია გახდა საფუძველი, რომ ბრუკნერი გერმანულ და ბრიტანულ პოლიციაში მთავარ ეჭვმიტანილად გამოცხადებულიყო. მან ასევე განაცხადა, რომ ბრუკნერის სახლში ვიდეოკამერა აღმოაჩინა, რომელიც ორი ქალის გაუპატიურებას და სექსუალური ძალადობის ფაქტს ასახავდა. ბუშინგმა, რომელიც 2000-იან წლებში პედოფილთან მეგობრობდა, განაცხადა, რომ ის უნდა დაისაჯოს.
მაისში, დეტექტივი კონსტანტინტ მარკ დრაიკოტი გახდა პოლიციის პირველი ოფიცერი, რომელმაც სასამართლოში კითხვებს პასუხი გასცა მადლინის 2007 წლის გაუჩინარების საქმეზე.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ პოლიციაში შევიდა ანონიმური ზარი:
"კაცმა, რომელიც კარგად საუბრობდა ინგლისურად, განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია 3 წლის გოგონას გაუჩინარების საქმეზე, მადლინ მაკკანის გამოძიების შესახებ".
ბუშინგი რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლებული იყო საბერძნეთის ციხიდან და იმ დროს პირობითი მსჯავრი ჰქონდა. "ჩვენ მასთან 48 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და მან მოგვაწოდა ინფორმაცია მადლინ მაკკანის საქმეზე" - თქვა დრაიკოტმა. "მას ეშინოდა, პოლიციის მიმართ ჰქონდა უნდობლობა".
ჰეიზელ ბიჰანის მტკიცებულებები
ირლანდიელმა ტუროპერატორმა ჰეზელ ბიჰანმა სასამართლოში ბევრი ადამიანი აატირა, როდესაც დეტალურად აღწერა, როგორ გააუპატიურეს იგი ალგარვის კურორტზე დანის მუქარითა და ცემით. 40 წლის ჰეზელს კაცი თავს მაშინ დაესხა, როდესაც სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა.
ჰეზელმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას არასოდეს დაავიწყდება მოძალადის ლურჯი თვალები - მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ის ბრუკნერი იყო, ვინც გააუპატიურა.
"მე მჯერა, რომ ეს კაცი არის თავდამსხმელი." ჰეზელმა აღწერა ბრუკნერი, როგორც "ძალიან აგრესიული და მტრული". სასამართლოს განუცხადა, რომ ბრუკნერი მაშინვე იცნო, როდესაც მისი სურათი რამდენიმე წლის შემდეგ იხილა.
კიდევ ერთი მოწმე, ლაურენტიუ კოდინის იყო, რუმინელი ყოფილი პატიმარი, რომელიც ბრუკნერთან ერთად ციხეში იჯდა. მისი თქმით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ გოგონა ალგარვის აპარტამენტიდან მოიტაცა. ისინი 2019 წელს ერთად იყვნენ ციხეში. "მან თქვა, რომ იყო სახლში, სადაც ღია ფანჯარა იყო. ის ფულს ეძებდა. ფული ვერ ნახა, მაგრამ ბავშვი დაინახა და მოიტაცა. ის ასევე კითხულობდა, თუ რამდენ ხანს რჩებოდა ბავშვის დნმ მიწის ქვეშ.
ბრუკნერის პირველი სიტყვები სასამართლოში
სასამართლოს ბოლო დღეს ბრუკნერმა პირველად თქვა რამდენიმე სიტყვა პროცესზე. გერმანული სასამართლო პროცესის რვა თვის განმავლობაში, ის ჩუმად იყო. თუმცა, საბოლოოდ მიეცა საშუალება, რომ საკუთარი თავის დასაცავად რამე ეთქვა.
მსაჯულმა უტე ენგემანმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე სათქმელი, რაზეც ბრუკნერმა ნელა უპასუხა: "არა, არ მსურს რამის თქმა."