პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან?
"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან?

რა­ტომ აქვს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ნაკ­რებ­ში ცოტა სა­თა­მა­შო დრო და თუ უსა­უბ­რია ვილი სა­ნი­ოლ­თან ამ თე­მა­ზე? - ეს კი­თხვა "ჯეო თიმ­მა“ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და გერ­მა­ნუ­ლი "კარლსრუ­ეს“ ფეხ­ბურ­თელს და­უს­ვა:

- რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ხარ და შენი ქვეყ­ნის­თვის ხარ იქ, ეს ფაქ­ტო­რე­ბი, რა თქმა უნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნი­ჭებს. არ არ­სე­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც თა­მა­ში არ უნდა, მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, იქ მყოფ ოც­და­ექ­ვსი­ვე კაცს თა­მა­ში უნ­დო­და. ნამ­დვი­ლად, არ და­მი­წყია არ­ცერ­თი თა­მა­ში, მაგ­რამ რო­გორც ადრე ვთქვი, იმ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმი­ტომ რომ გინ­და არ გინ­და, ჩემს კა­რი­ე­რულ ის­ტო­რი­ა­ში წე­რია, რომ მე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვი­თა­მა­შე. ხან­და­ხან მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს სხვი­სი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად, იქ იყ­ვნენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ უთა­მა­ში­ათ, მე კი მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მი­ნი­მუმ ერთი წუთი მა­ინც გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით და სწო­რედ ამი­ტომ მქონ­და გან­წყო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ვი­ნარ­ჩუ­ნებ პო­ზი­ტივს.

- მწვრთნელ ვილი სა­ნი­ოლ­თან ხომ არ გი­ლა­პა­რა­კია? რა­მით ხომ არ არის უკ­მა­ყო­ფი­ლო ან რამე გან­სხვა­ვე­ბულს ხომ არ ითხოვს?

- არა, არ მქო­ნია სა­უ­ბა­რი. ადრე აღ­ვნიშ­ნე კი­დე­ვაც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ მქო­ნია სხვა მწვრთნელ­თან რამ­დე­ნი­მე­ჯერ სა­უ­ბა­რი და და­დე­ბი­თა­დაც უმოქ­მე­დია ჩემ­ზე ამ სა­უ­ბარს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ნაკ­რებ­ში არ ჩა­მით­ვლია სა­ჭი­როდ რომ მე­სა­უბ­რა, რად­გან თუ მწვრთნელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა, მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან ასე იყო სწო­რი, შე­დე­გიც იყო, ამი­ტომ ვე­რა­ფერს მო­ი­თხოვ ან შეც­ვლი... მე­ო­რე თე­მაა ვიმ­სა­ხუ­რებ­დი თუ არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, რაც იყო, იყო წარ­სულს ჩა­ბარ­და, იმ დროს ვე­ღარ და­ვაბ­რუ­ნებ, ამი­ტომ ეს სე­ზო­ნი და­ვი­წყე ასე­თი შე­მარ­თე­ბით.

არ ვცხოვ­რობ წარ­სუ­ლით, პი­რი­ქით, სულ წინ ვი­ხე­დე­ბი, რო­გორც ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს მსურს მეტი გა­ვა­კე­თო, სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ახლა ვარ ძა­ლი­ან კარგ კონ­დი­ცი­ა­სა და ფორ­მა­ში. ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ ასე გაგ­რძელ­დეს და მო­მა­ვალ­ში იმე­დი მაქვს რომ მეტი დრო მო­მე­ცე­მა.

- ერთ ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა ბუ­დუს არ თა­მა­ში, ვხვდე­ბით, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას... პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამ თე­მა­ზე ვი­ლი­საც მო­უ­წია სა­უ­ბა­რი და აშ­კა­რად გაბ­რაზ­და კი­დეც. რა რე­აქ­ცია გქონ­და შენ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ...

- პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის კი­თხვა რომ ვნა­ხე, გა­მე­ცი­ნა, პი­რა­დად, ჩემი აზ­რით, გა­მო­რი­ცხუ­ლია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ვინ­მე პო­ლი­ტი­კის გამო იჩაგ­რე­ბო­დეს, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, მე ეგრე მჯე­რა და ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე იქ არ ვიქ­ნე­ბო­დი. თუ ვინ­მე არა­სა­ფეხ­ბურ­თო სა­კი­თხის გამო მსჯის, მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი? ეგ ხომ აბ­სურ­დია, რა­ტომ უყუ­რებთ მა­შინ ფეხ­ბურთს? არ უნდა უყუ­რებ­დეთ, თუ გჯე­რათ, რომ თა­მა­შე­ბი მსგავ­სად ჩა­წყო­ბი­ლია...

ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მე დას­ჯი­ლი ვი­ყა­ვი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა ან პო­ლი­ტი­კის გამო, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს აღარ უნდა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

პი­რი­ქით, ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჯან­სა­ღია, მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია. იმ მო­მენ­ტში მწვრთნელ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ გი­ორ­გის უნდა ეთა­მა­შა და შე­დე­გიც და­ვი­ნა­ხეთ, ადა­მი­ა­ნი გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბომ­ბარ­დი­რი და "ჩვენ გვიყ­ვარს ბომ­ბარ­დი­რი“. წყა­რო

ავტორი:

"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან?

"ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს" - ბუდუს პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან?

რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო და თუ უსაუბრია ვილი სანიოლთან ამ თემაზე? - ეს კითხვა "ჯეო თიმმა“ საქართველოს ნაკრებისა და გერმანული "კარლსრუეს“ ფეხბურთელს დაუსვა:

- როდესაც საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ხარ და შენი ქვეყნისთვის ხარ იქ, ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, ბედნიერებას განიჭებს. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც თამაში არ უნდა, მეც არ ვარ გამონაკლისი, იქ მყოფ ოცდაექვსივე კაცს თამაში უნდოდა. ნამდვილად, არ დამიწყია არცერთი თამაში, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, იმ რამდენიმე წუთითაც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ჩემს კარიერულ ისტორიაში წერია, რომ მე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. ხანდახან მსგავს სიტუაციებს სხვისი თვალით ვუყურებ ხოლმე, მაგალითად, იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც საერთოდ არ უთამაშიათ, მე კი მქონდა ბედნიერება, რომ მინიმუმ ერთი წუთი მაინც გამეტარებინა ევროპის ჩემპიონატის მოედანზე საქართველოს სახელით და სწორედ ამიტომ მქონდა განწყობა შენარჩუნებული. ცუდ სიტუაციებშიც ვინარჩუნებ პოზიტივს.

- მწვრთნელ ვილი სანიოლთან ხომ არ გილაპარაკია? რამით ხომ არ არის უკმაყოფილო ან რამე განსხვავებულს ხომ არ ითხოვს?

- არა, არ მქონია საუბარი. ადრე აღვნიშნე კიდევაც ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მქონია სხვა მწვრთნელთან რამდენიმეჯერ საუბარი და დადებითადაც უმოქმედია ჩემზე ამ საუბარს, მაგრამ ამჯერად ნაკრებში არ ჩამითვლია საჭიროდ რომ მესაუბრა, რადგან თუ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა, მისი გადმოსახედიდან ასე იყო სწორი, შედეგიც იყო, ამიტომ ვერაფერს მოითხოვ ან შეცვლი... მეორე თემაა ვიმსახურებდი თუ არ ვიმსახურებდი, რაც იყო, იყო წარსულს ჩაბარდა, იმ დროს ვეღარ დავაბრუნებ, ამიტომ ეს სეზონი დავიწყე ასეთი შემართებით.

არ ვცხოვრობ წარსულით, პირიქით, სულ წინ ვიხედები, როგორც ყველა ფეხბურთელს მსურს მეტი გავაკეთო, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა ვარ ძალიან კარგ კონდიციასა და ფორმაში. ყველაფერს ვიზამ, რომ ასე გაგრძელდეს და მომავალში იმედი მაქვს რომ მეტი დრო მომეცემა.

- ერთ ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ბუდუს არ თამაში, ვხვდებით, გულშემატკივრების უკმაყოფილებას... პრესკონფერენციაზე ამ თემაზე ვილისაც მოუწია საუბარი და აშკარად გაბრაზდა კიდეც. რა რეაქცია გქონდა შენ პოლიტიკური მიზეზის გაგონების შემდეგ...

- პრესკონფერენციის კითხვა რომ ვნახე, გამეცინა, პირადად, ჩემი აზრით, გამორიცხულია ეროვნულ ნაკრებში ვინმე პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს, ყოველი შემთხვევისთვის, მე ეგრე მჯერა და ასე რომ არ ყოფილიყო, მე იქ არ ვიქნებოდი. თუ ვინმე არასაფეხბურთო საკითხის გამო მსჯის, მაშინ მე რატომ უნდა ვიყო ამ ნაკრების წევრი? ეგ ხომ აბსურდია, რატომ უყურებთ მაშინ ფეხბურთს? არ უნდა უყურებდეთ, თუ გჯერათ, რომ თამაშები მსგავსად ჩაწყობილია...

ჩემი გადმოსახედიდან თუ საზოგადოების კონკრეტული ნაწილი ფიქრობს, რომ მე დასჯილი ვიყავი ჩემი შეხედულებებისა ან პოლიტიკის გამო, მაშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ უნდა გულშემატკივრობდნენ.

პირიქით, ნაკრებში ყველაფერი ძალიან ჯანსაღია, მათ შორის კონკურენცია. იმ მომენტში მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გიორგის უნდა ეთამაშა და შედეგიც დავინახეთ, ადამიანი გახდა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი და "ჩვენ გვიყვარს ბომბარდირი“. წყარო