პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა მექანიზმები - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა
აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა მექანიზმები - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

“სა­ზღვრებს გა­რეთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი რე­ჟი­მი და­ამ­ტკი­ცა“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

“ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი ევ­რო­კავ­შირს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რომ ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, რაც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მათ უსაფრ­თხო­ე­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მთლი­ა­ნო­ბას, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მე­სა­მე ქვეყ­ნებს ძირს უთხრის, სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სოს“, - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი სხვა­დას­ხვა ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბას შეძ­ლებს, რო­გო­რი­ცაა: სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ლახ­ვა, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე სერ­ვი­სე­ბის ან კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­ე­ბის მო­წყო­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი კი­ბერ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მიგ­რან­ტე­ბის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა.

“ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მის მი­ხედ­ვით, სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და კომ­პა­ნი­ებს მათ­თვის თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა აეკ­რძა­ლე­ბათ. ამას­თან, ფი­ზი­კურ პი­რებს შე­იძ­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა აეკ­რძა­ლოთ, რაც მათ ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბას ხელს შე­უშ­ლის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა მექანიზმები - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა მექანიზმები - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

“საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე ქვეყნებს ძირს უთხრის, სანქციები დააწესოს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით, ევროკავშირი სხვადასხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვა, ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სერვისების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიების მოწყობა, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის გამოყენება, წინასწარგანზრახული კიბერ აქტივობები, მიგრანტების იარაღად გამოყენება და სხვა.

“ახალი მექანიზმის მიხედვით, სანქცირებული პირები აქტივების გაყინვას დაექვემდებარებიან და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის თანხების გამოყოფა აეკრძალებათ. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეიძლება მოგზაურობა აეკრძალოთ, რაც მათ ევროკავშირში შესვლასა და გადაადგილებას ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.