მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდინარეები ბოლო 30 წელიწადში სწრაფი ტემპით შრება - რას ამბობენ მეცნიერები სამომავლოდ წყალმომარაგების პრობლემის შექმნაზე
მდინარეები ბოლო 30 წელიწადში სწრაფი ტემპით შრება - რას ამბობენ მეცნიერები სამომავლოდ წყალმომარაგების პრობლემის შექმნაზე

გლო­ბა­ლუ­რად წყლის მა­რაგ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკვე დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ახლა ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რო­გორც კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რე­ე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფი ტემ­პით დაშ­რა.

  • მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WMO) გლო­ბა­ლუ­რი წყლის რე­სურ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მდი­ნა­რე­ებ­ში, ისე­ვე, რო­გორც წყალ­სა­ცა­ვებ­ში წყლის დონე სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი იყო.

2023 წელს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მდი­ნა­რის აუ­ზე­ბის 50%-ზე მეტ­ში ნორ­მი­დან ამო­ვარ­დნი­ლი პი­რო­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და, მათ უმე­ტე­სო­ბა­ში წყლის დე­ფი­ცი­ტი იყო. მსგავ­სი შე­დე­გე­ბი გა­მოჩ­ნდა 2022 და 2021 წლებ­შიც. არე­ა­ლე­ბი, სა­დაც გვალ­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და და მდი­ნა­რე­ში წყლის დონე და­ბა­ლი იყო, მო­ი­ცავ­და ჩრდი­ლო­ეთ, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ ამე­რი­კის დიდ ტე­რი­ტო­რი­ებს;

მა­გა­ლი­თად, ამა­ზო­ნის და მი­სი­სი­პის მდი­ნა­რე­ებს რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი წყლის დონე ჰქონ­დათ. აზი­ა­სა და ოკე­ა­ნეთ­ში, დიდი გან­გის, ბრაჰ­მა­პუტ­რას და მე­კონ­გის მდი­ნა­რის აუ­ზებ­ში, თით­ქმის მთე­ლი აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ნორ­მა­ლურ­ზე და­ბა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო.

  • კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი წყალ­დი­დო­ბე­ბის და გვალ­ვე­ბის გა­მოწ­ვე­ვას უწყობს ხელს. 2023 წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წელი იყო. მაგ­რამ გარ­და გვალ­ვი­სა, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­დი­დო­ბე­ბიც მოხ­და.

WMO-ს თა­ნახ­მად, 2023 წლის შუა პე­რი­ოდ­ში უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი ასე­ვე ლა-ნი­ნი­ა­დან ელ-ნი­ნი­ო­ზე გა­დას­ვლის გამო მოხ­და. ეს ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მოქ­მნი­ლი ამინ­დის მო­დე­ლე­ბია; ელ-ნი­ნიო სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღალ ზღვის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რებს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ეკ­ვა­ტო­რულ წყნარ ოკე­ა­ნე­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, ხოლო ლა-ნი­ნია ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პე­რი­ო­დულ გაგ­რი­ლე­ბას ნიშ­ნავს. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კლი­მა­ტის რღვე­ვა ამ მოვ­ლე­ნე­ბის გავ­ლე­ნას ამ­ძაფ­რებს და მათ პროგ­ნო­ზი­რე­ბას უფრო რთულს ხდის.

  • ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც წყალ­დი­დო­ბე­ბი მოხ­და, მო­ი­ცავ­და აფ­რი­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ჩრდი­ლო­ე­თის კუნ­ძულ­სა და ფი­ლი­პი­ნებს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ფი­ნეთ­სა და შვე­დეთ­ში ნორ­მა­ლურ­ზე მა­ღა­ლი ნა­კა­დი იყო, რაც წყლის მო­ცუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც დრო­ის მო­ცე­მულ მო­მენ­ტში გა­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე­ში.

  • "ჩვენ შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზე­ბი გვაქვს სულ უფრო ექ­სტრე­მა­ლუ­რი ნა­ლე­ქე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის და გვალ­ვე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც მძი­მე ზი­ანს აყე­ნე­ბენ სი­ცო­ცხლეს, ეკო­სის­ტე­მებ­სა და ეკო­ნო­მი­კებს. დნო­ბა­დი ყი­ნუ­ლი და მყინ­ვა­რე­ბი საფრ­თხეს უქ­მნი­ან გრძელ­ვა­დი­ან წყლის უსაფრ­თხო­ე­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის. და მა­ინც, ჩვენ არ ვი­ღებთ სა­ჭი­რო გა­და­უ­დე­ბელ ზო­მებს.ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის შე­დე­გად, ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლი დაჩ­ქარ­და.

ის ასე­ვე უფრო არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და არას­ტა­ბი­ლუ­რი გახ­და და მზარდ პრობ­ლე­მებს ვა­წყდე­ბით ან ძა­ლი­ან ბევ­რი, ან ძა­ლი­ან ცოტა წყლის გამო. უფრო თბი­ლი ატ­მოს­ფე­რო მეტ ტე­ნი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავს, რაც ძლი­ერ ნა­ლე­ქებს უწყობს ხელს. უფრო სწრა­ფი აორ­თქლე­ბა და ნი­ა­და­გის გაშ­რო­ბა გვალ­ვის პი­რო­ბებს აუ­ა­რე­სებს," - გა­ნა­ცხა­და WMO-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, სე­ლეს­ტე სა­უ­ლომ

ასე­თი პი­რო­ბე­ბი წყლის მა­რაგს უქ­მნის საფრ­თხეს. ამ­ჟა­მად, 3.6 მი­ლი­არდ ადა­მი­ანს წყა­ლი ისე არ მი­ე­წო­დე­ბა, რო­გორც სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს და გა­ე­როს წყლის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ეს რი­ცხვი 2050 წლის­თვის 5 მი­ლი­არ­დზე მე­ტამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მდინარეები ბოლო 30 წელიწადში სწრაფი ტემპით შრება - რას ამბობენ მეცნიერები სამომავლოდ წყალმომარაგების პრობლემის შექმნაზე

მდინარეები ბოლო 30 წელიწადში სწრაფი ტემპით შრება - რას ამბობენ მეცნიერები სამომავლოდ წყალმომარაგების პრობლემის შექმნაზე

გლობალურად წყლის მარაგთან დაკავშირებულ საფრთხეებზე სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ახლა ამას ისიც დაემატა, რომ როგორც კვლევა აჩვენებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში მდინარეები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაშრა.

  • მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით მდინარეებში, ისევე, როგორც წყალსაცავებში წყლის დონე საშუალოზე დაბალი იყო.

2023 წელს გლობალური მასშტაბით, მდინარის აუზების 50%-ზე მეტში ნორმიდან ამოვარდნილი პირობები დაფიქსირდა, მათ უმეტესობაში წყლის დეფიციტი იყო. მსგავსი შედეგები გამოჩნდა 2022 და 2021 წლებშიც. არეალები, სადაც გვალვა ფიქსირდებოდა და მდინარეში წყლის დონე დაბალი იყო, მოიცავდა ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის დიდ ტერიტორიებს;

მაგალითად, ამაზონის და მისისიპის მდინარეებს რეკორდულად დაბალი წყლის დონე ჰქონდათ. აზიასა და ოკეანეთში, დიდი განგის, ბრაჰმაპუტრას და მეკონგის მდინარის აუზებში, თითქმის მთელი აუზის ტერიტორიებზე, ნორმალურზე დაბალი მონაცემები იყო.

  • კლიმატის ცვლილება ექსტრემალური წყალდიდობების და გვალვების გამოწვევას უწყობს ხელს. 2023 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო. მაგრამ გარდა გვალვისა, წლის განმავლობაში ასევე მთელ მსოფლიოში კატასტროფული წყალდიდობებიც მოხდა.

WMO-ს თანახმად, 2023 წლის შუა პერიოდში უკიდურესობები ასევე ლა-ნინიადან ელ-ნინიოზე გადასვლის გამო მოხდა. ეს ბუნებრივად წარმოქმნილი ამინდის მოდელებია; ელ-ნინიო საშუალოზე მაღალ ზღვის ზედაპირის ტემპერატურებს აღნიშნავს, რომლებიც აღმოსავლეთ-ცენტრალურ ეკვატორულ წყნარ ოკეანეში პერიოდულად ვითარდება, ხოლო ლა-ნინია ამ ტერიტორიებზე პერიოდულ გაგრილებას ნიშნავს. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის რღვევა ამ მოვლენების გავლენას ამძაფრებს და მათ პროგნოზირებას უფრო რთულს ხდის.

  • ტერიტორიები, სადაც წყალდიდობები მოხდა, მოიცავდა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულსა და ფილიპინებს.

გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ფინეთსა და შვედეთში ნორმალურზე მაღალი ნაკადი იყო, რაც წყლის მოცულობაა, რომელიც დროის მოცემულ მომენტში გაედინება მდინარეში.

  • "ჩვენ შეშფოთების მიზეზები გვაქვს სულ უფრო ექსტრემალური ნალექების, წყალდიდობების და გვალვების სახით, რომლებიც მძიმე ზიანს აყენებენ სიცოცხლეს, ეკოსისტემებსა და ეკონომიკებს. დნობადი ყინული და მყინვარები საფრთხეს უქმნიან გრძელვადიან წყლის უსაფრთხოებას მილიონობით ადამიანისთვის. და მაინც, ჩვენ არ ვიღებთ საჭირო გადაუდებელ ზომებს.ტემპერატურის მატების შედეგად, ჰიდროლოგიური ციკლი დაჩქარდა.

ის ასევე უფრო არაპროგნოზირებადი და არასტაბილური გახდა და მზარდ პრობლემებს ვაწყდებით ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა წყლის გამო. უფრო თბილი ატმოსფერო მეტ ტენიანობას მოიცავს, რაც ძლიერ ნალექებს უწყობს ხელს. უფრო სწრაფი აორთქლება და ნიადაგის გაშრობა გვალვის პირობებს აუარესებს," - განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, სელესტე საულომ

ასეთი პირობები წყლის მარაგს უქმნის საფრთხეს. ამჟამად, 3.6 მილიარდ ადამიანს წყალი ისე არ მიეწოდება, როგორც საჭიროება მოითხოვს და გაეროს წყლის მონაცემების თანახმად მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2050 წლისთვის 5 მილიარდზე მეტამდე გაიზრდება.

წყარო