ავტორი:

"საქართველოს შესაძლებლობა აქვს, სტომატოლოგიური ტურიზმის ჰაბად იქცეს" – "რიხტერის კლინიკის" დირექტორი

"საქართველოს შესაძლებლობა აქვს, სტომატოლოგიური ტურიზმის ჰაბად იქცეს" – "რიხტერის კლინიკის" დირექტორი

საქართველოში სტომატოლოგიური სერვისების მიმართ უცხოელი ვიზიტორების ინტერესი იზრდება, რასაც ხარისხიანი სერვისები და ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასები განაპირობებს.

უფრო კონკრეტულად, რა სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად სტუმრობენ საქართველოს უცხოელი პაციენტები, რამდენად იზრდება სამედიცინო ტურიზმში სტომატოლოგიის წილი და რა მოლოდინები არსებობს აღნიშნული მიმართულებით „რიხტერის კლინიკის“ დირექტორი - თამარ წიქარიშვილი საუბრობს.

კლინიკა თბილისში ერთი წლის წინ დაფუძნდა და სწრაფად მოექცა როგორც ექსპატების, ისე უცხოელი არარეზიდენტი ვიზიტორების ყურადღების არეალში. მაღალი ხარისხის სერვისები და ეფექტური კომუნიკაცია „რიხტერის კლინიკის“ გუნდს საშუალებას აძლევს, დააკმაყოფილოს პაციენტების საჭიროებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ზოგადად როგორ შეაფასებთ სტომატოლოგიურ ტურიზმს საქართველოში?

ბოლო რამდენიმე წელია, სტომატოლოგიური ტურიზმი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი ხარჯთეფექტურობაა, რადგან საქართველოში სტომატოლოგიური პროცედურები ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო იაფია. გარდა ამისა, ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია. უკვე ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით და კარგად მომზადებული პროფესიონალებით დაკომპლექტდა. სტომატოლოგიურ ტურიზმს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც, რადგან მარტივად ხელმისაწვდომები ვართ როგორც ევროპელი, ისე აზიელი პაციენტებისთვის. მთლიანობაში საქართველო ნელ-ნელა ხდება მიმზიდველი ადგილი სტომატოლოგიური ტურისტებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გამოწვევაა, რომ პაციენტებმა მაინც უნდა ჩაატარონ კვლევა და აირჩიონ მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკები.

ძირითადად, რა სახის სერვისებით არიან უცხოელი პაციენტები დაინტერესებული და რა როლს თამაშობს „რიხტერის კლინიკა“ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში?

გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც „რიხტერის კლინიკა“ გაიხსნა, ქართულ სტომატოლოგიაში პირის ღრუს მოვლის მაღალი სტანდარტი დავნერგეთ. ეს არის ადგილი, სადაც პროფესიონალი ექიმები მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით სრულიად პაციენტის კომფორტზე არიან ფოკუსირებული. კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს შეუძლია სხვადასხვა ენაზე კომუნიკაცია, რაც უცხოელ პაციენტებს მკურნალობას უადვილებს. ჩვენი ექიმები ხშირად სტუმრობენ დასავლურ ქვეყნებს და საერთაშორისო კვალიფიკაციას იმაღლებენ. “რიხტერის კლინიკა“ ასევე მოერგო ექსპატთა საჭიროებებს და, ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პაციენტები არიან საქართველოში არსებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების თანამშრომლები.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, განსხვავდება მათი საჭიროებებიც. ბოლო პერიოდში პროფილაქტიკური ზრუნვა კიდევ უფრო მეტი პაციენტისთვის ხდება პრიორიტეტული. ამასთან, ძირითადი სერვისები, რითაც უცხოელი პაციენტები არიან დაინტერესებული, არის რუტინული მკურნალობა, ვინირები და ესთეტიკური რესტავრაცია, იმპლანტოლოგია, ორთოდონტია და ქირურგია.

საინტერესოა, რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს სპეციალურად სტომატოლოგიური სერვისის მისაღებად?

პირველივე წელს „რიხტერის კლინიკამ“ მოიზიდა პაციენტები მთელი მსოფლიოდან, ისინი სპეციალურად ჩამოდიან სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ინგლისიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ავსტრალიიდან. მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები „რიხტერის კლინიკაში“ უცხოელი პაციენტების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტომატოლოგიური მკურნალობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, ძალიან ძვირია, რაც ხშირად პაციენტებს უბიძგებს მოძებნონ უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტი საზღვარგარეთ. საქართველოში კი, „რიხტერის კლინიკაში“ აღნიშნული პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება გაცილებით უკეთეს ფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სტომატოლოგია მაღალ დონეზეა განვითარებული და კიდევ უფრო ვითარდება, როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს პოტენციალი, რომ რეგიონის ჰაბად ვიქცეთ კონკრეტულად სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართულებით?

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გახდეს სამედიცინო ტურიზმის ცენტრი რეგიონში, განსაკუთრებით კი სტომატოლოგიური მიმართულებით. ამ ფაქტს კი ამტკიცებს რამდენიმე ფაქტორი: ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხი, გეოგრაფიული მდებარეობა, სპეციალურ სერვისებზე ფოკუსირება, რომლებიც სწორი მარკეტინგის და ინფორმირებულობის საშუალებით გააძლიერებს საქართველოს, როგორც სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართულებას და შესაძლებლობას მისცემს, გახდეს წამყვანი სამედიცინო ტურიზმის ცენტრი რეგიონში.

დაბოლოს, რა დამატებითმა სერვისებმა შეგიწყოთ ხელი სტომატოლოგიურ ტურიზმში წარმატებისთვის მიგეღწიათ?

ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „რიხტერის კლინიკა“ ატარებს ონლაინ კონსულტაციებს, რათა საქართველოში ვიზიტამდე მკურნალობის შესახებ პაციენტებს სწორი წარმოდგენა შეექმნათ.

ჩვენი მოსახერხებელი ვებგვერდი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პაციენტებს საშუალებას აძლევს, ჩვენი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და სწრაფად და კომფორტულად ჩაეწერონ ვიზიტზე.

ასევე, კლინიკა მუდმივ რეჟიმში ეძებს რეფერალებს სხვადასხვა ქვეყანაში პაციენტების სტაბილური ნაკადის უზრუნველსაყოფად. სამომავლოდ სტომატოლოგიური ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მუშაობას ვაპირებთ და ღია ვართ თანამშრომლობისთვის.

NS