მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, დაიბომბა სლავიანსკიც - ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა: რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინას შორის ღამის განმავლობაში
რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, დაიბომბა სლავიანსკიც - ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა: რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინას შორის ღამის განმავლობაში

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ოდე­სა­ზე იე­რი­ში ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით მი­ი­ტა­ნეს, რის შე­დე­გა­დაც დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და პა­ლა­უ­ას დრო­შის ქვეშ მცუ­რავ სა­მო­ქა­ლა­ქო გემ­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ოდე­სის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ოლეგ კი­პერ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმას 60 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც ტვირ­თე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ამას­თან, და­შავ­და უცხო­ე­თის ხუთი მო­ქა­ლა­ქე. კი­პე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რუ­სე­თის ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გებს აღ­რი­ცხა­ვენ.

“რუსი ტე­რო­რის­ტე­ბი კი­დევ ერთხელ ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნის მარ­ცვლე­უ­ლის დე­რეფ­ნის მუ­შა­ო­ბის ჩაშ­ლას. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ოდე­სის ოლ­ქის პორ­ტებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გემ­ზე მე­ო­რე თავ­დას­ხმაა“, - აღ­ნიშ­ნა კი­პერ­მა.

გარ­და ამი­სა, ღა­მის სა­ა­თებ­ში რუ­სებ­მა ჩერ­ნო­მორსკში მდე­ბა­რე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს და­არ­ტყეს. შე­დე­გად და­იწ­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი. მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

“რუ­სებ­მა დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლა­ქი სლა­ვი­ანსკი და­ბომ­ბეს, არის მსხვერ­პლი“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დო­ნეც­კის სა­ოლ­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვა­დიმ ფი­ლაშ­კი­ნი ავ­რცე­ლებს.

ვა­დიმ ფი­ლაშ­კი­ნის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 6 და­შავ­და, მათ შო­რის 2 ბავ­შვია. რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და ორი მან­ქა­ნა და­ზი­ან­და.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 16 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

14 დრო­ნი ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და, ორი კი შავი ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, დაიბომბა სლავიანსკიც - ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა: რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინას შორის ღამის განმავლობაში

რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტით გემს დაარტყეს, დაიბომბა სლავიანსკიც - ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა: რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინას შორის ღამის განმავლობაში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რის შედეგადაც დარტყმა განხორციელდა პალაუას დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას 60 წლის უკრაინელი ემსხვერპლა, რომელიც ტვირთების დამუშავების კერძო კომპანიაში მუშაობდა. ამასთან, დაშავდა უცხოეთის ხუთი მოქალაქე. კიპერის განცხადებით, სამართალდამცავები რუსეთის ახალი დანაშაულის შედეგებს აღრიცხავენ.

“რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მუშაობის ჩაშლას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ოდესის ოლქის პორტებში სამოქალაქო გემზე მეორე თავდასხმაა“, - აღნიშნა კიპერმა.

გარდა ამისა, ღამის საათებში რუსებმა ჩერნომორსკში მდებარე მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. შედეგად დაიწვა საცხოვრებელი ბინები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი“, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და ორი მანქანა დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

14 დრონი ბელგოროდის რაიონში დაფიქსირდა, ორი კი შავი ზღვის ტერიტორიაზე.

იხილეთ ასევე: