ავტორი:

“ვეკითხები აშშ-ს ელჩს: დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ “ნაცებს“ აქვთ გადაცემული?“ - ირაკლი ზარქუა

“ვეკითხები აშშ-ს ელჩს: დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ “ნაცებს“ აქვთ გადაცემული?“ - ირაკლი ზარქუა

“ვეკითხები აშშ-ს ელჩს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომა დაიბრუნა თუ ისევ “ნაცებს“ აქვთ?! - შიდა საქმეებში ჩარევა “არ მოსულა“ არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში და არც მეგობრობაში! ამას არ გავატარებთ! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ - წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ!“ - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

  • ზარქუას თქმით, “რასაც ელჩები აკეთებენ, შიდა საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევაა, რადგან ხვდებიან, რომ მათი აგენტურა ვერ იმარჯვებს, ხელისუფლებაში ვერ მოდის და პროცესში პირადად არიან ჩართული".

“ამერიკის ელჩს ვეკითხები, დაიბრუნა ოფიციალურ ვებ გვერდზე წვდომა თუ ისევ “ნაცებს“ აქვთ გადაცემული? - ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა აქვთ! - შიდა საქმეებში ჩარევა “არ მოსულა" არც ურთიერთობაში, არც პარტნიორობაში, არც მეგობრობაში.

ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია იმ უმსგავსობაზე საუბარი, რაც მათ ქვეყნებში ხდება. რაღა შორს წავიდეთ, ამერიკაში საპრეზიდენტო კანდიდატს ორჯერ ესროლეს. ასეთი წინასაარჩევნო გარემო როგორია?! - აღმაშფოთებელია! ყველამ თქვენს ქვეყანას მიხედეთ - წინასაარჩევნოდ უამრავი უხეში დარღვევა გაქვთ, მათ შორის ტელევიზიებიდან ცნობილი ჟურნალისტები განსხვავებული აზრის გამოაგდეს.

სენატორები და კონგრესმენები ერთმანეთს ამხელენ იმ ტრაგედიებსა და უბედურებაში, რაშიც არიან. ჩვენ ამის თაობაზე არასდროს არაფერი არ გვითქვამს, რადგან ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შიგნით რაც იქნება. ჩვენ კიდევ მორალს გვიკითხავენ და ჭკუას გვასწავლიან. ჩვენ მათ შიდა საქმეებში ჩარევას არ ვიკადრებთ. ქართველებს მოგვცენ უფლება, რომ თავად გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ილაპარაკებს საქართველოს სახელით! - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.