განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლების ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ, მათ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.
როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.
“თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება. სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ცნობისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი - თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსწავლეებს სკოლა, დაახლოებით 1 საათის წინ დაატოვებინეს.
იხილეთ ასევე: