სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხარია, რომ ის აღარ იტანჯება..." - მადონას უმცროსი ძმა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა: პოპის დედოფლის ემოციური გამოთხოვება კრისტოფერ ჩიკონესთან
"მიხარია, რომ ის აღარ იტანჯება..." - მადონას უმცროსი ძმა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა: პოპის დედოფლის  ემოციური გამოთხოვება კრისტოფერ ჩიკონესთან

პოპ ვარ­სკვლავ მა­დო­ნას ძმა, კრის­ტო­ფერ ჩი­კო­ნე 63 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და. ვარ­სკვლავ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც შე­ეძ­ლო.

"ჩემი ძმა კრის­ტო­ფე­რი აღარ არის. ის დიდ­ხანს იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. რთუ­ლია ჩვე­ნი კავ­ში­რის ახ­სნა“, - წერს მა­დო­ნა.

მომ­ღე­რალ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ძმა კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი­დან­ვე გვერ­დში ედგა. ბავ­შვო­ბა­ში ისი­ნი ერ­თად და­ინ­ტე­რეს­დნენ ცეკ­ვით, და რო­დე­საც მა­დო­ნამ ნიუ-იორკში გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, კრის­ტო­ფე­რი მას გაჰ­ყვა. ის მას­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და სცე­ნა­ზე, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე ტურ­ნეს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და და ასე­ვე იყო ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი.

"ჩვენ ხე­ლოვ­ნე­ბას, მუ­სი­კას და კი­ნოს ისე ვის­რუ­ტავ­დით, რო­გორც მში­ე­რი ცხო­ვე­ლე­ბი. ჩვენ ყვე­ლაფ­რის ეპი­ცენ­ტრში ვი­ყა­ვით. ვცეკ­ვავ­დით, დავ­დი­ო­დით დაკ­რძალ­ვებ­ზე, ვი­ტი­რებ­დით და ისევ ვცეკ­ვავ­დით. ჩვენ და­ვუ­პი­რის­პირ­დით რო­მის კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას, პო­ლი­ცი­ას, მო­რა­ლურ უმ­რავ­ლე­სო­ბას და ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტეტს, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას შე­მოქ­მე­დე­ბის გზა­ზე გა­დაგ­ვიდ­გა! ჩემი ძმა ჩემს გვერ­დში იყო. მას სა­ო­ცა­რი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­და. და ენა, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვპა­ტი­ობ­დი ამას“, - და­ა­მა­ტა მა­დო­ნამ.

კრის­ტო­ფერ ჩი­კო­ნეს და მა­დო­ნას თა­ვი­დან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ რო­დე­საც მომ­ღე­რალ­მა ძმას მო­რი­გი ახა­ლი ტურ­ნეს დი­რექ­ტო­რო­ბა­ზე უარი უთხრა, 2008 წელს კრის­ტო­ფერ­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი ბრალ­დე­ბა წა­მო­ა­ყე­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობ­და, რომ წიგ­ნი არ წა­უ­კი­თხავს, მაგ­რამ წუხ­და იმით, რომ ძმა მისი სა­ხე­ლით ფუ­ლის შოვ­ნას ცდი­ლობ­და. ვარ­სკვლა­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ კრის­ტო­ფე­რის და­ა­ვა­დე­ბამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ათ­ბო.

"რო­დე­საც ჩემი ძმა და­ა­ვად­და, ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ მას დიდ­ხანს ეცო­ცხლა. ბო­ლოს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ჩავ­კი­დებ­დით ხე­ლებს, დავ­ხუ­ჭავ­დით თვა­ლებს და წარ­მო­სახ­ვა­ში ვცეკ­ვავ­დით. მი­ხა­რია, რომ ის აღარ იტან­ჯე­ბა…“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მიხარია, რომ ის აღარ იტანჯება..." - მადონას უმცროსი ძმა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა: პოპის დედოფლის ემოციური გამოთხოვება კრისტოფერ ჩიკონესთან

"მიხარია, რომ ის აღარ იტანჯება..." - მადონას უმცროსი ძმა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა: პოპის დედოფლის  ემოციური გამოთხოვება კრისტოფერ ჩიკონესთან

პოპ ვარსკვლავ მადონას ძმა, კრისტოფერ ჩიკონე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ძველი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

"ჩემი ძმა კრისტოფერი აღარ არის. ის დიდხანს იყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. რთულია ჩვენი კავშირის ახსნა“, - წერს მადონა.

მომღერალმა გაიხსენა, რომ ძმა კარიერის დასაწყისიდანვე გვერდში ედგა. ბავშვობაში ისინი ერთად დაინტერესდნენ ცეკვით, და როდესაც მადონამ ნიუ-იორკში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კრისტოფერი მას გაჰყვა. ის მასთან ერთად გამოდიოდა სცენაზე, როგორც მოცეკვავე, შემდეგ კი რამდენიმე ტურნეს კრეატიული დირექტორი გახდა და ასევე იყო ინტერიერის დიზაინერი.

"ჩვენ ხელოვნებას, მუსიკას და კინოს ისე ვისრუტავდით, როგორც მშიერი ცხოველები. ჩვენ ყველაფრის ეპიცენტრში ვიყავით. ვცეკვავდით, დავდიოდით დაკრძალვებზე, ვიტირებდით და ისევ ვცეკვავდით. ჩვენ დავუპირისპირდით რომის კათოლიკურ ეკლესიას, პოლიციას, მორალურ უმრავლესობას და ყველა ავტორიტეტს, რომელიც თავისუფლებისას შემოქმედების გზაზე გადაგვიდგა! ჩემი ძმა ჩემს გვერდში იყო. მას საოცარი გემოვნება ჰქონდა. და ენა, რომელსაც ზოგჯერ ჩემს წინააღმდეგ იყენებდა, მაგრამ ყოველთვის ვპატიობდი ამას“, - დაამატა მადონამ.

კრისტოფერ ჩიკონეს და მადონას თავიდან იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ როდესაც მომღერალმა ძმას მორიგი ახალი ტურნეს დირექტორობაზე უარი უთხრა, 2008 წელს კრისტოფერმა გამოსცა წიგნი, რომელშიც უამრავი ბრალდება წამოაყენა მის წინააღმდეგ. მომღერალი ამბობდა, რომ წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ წუხდა იმით, რომ ძმა მისი სახელით ფულის შოვნას ცდილობდა. ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ კრისტოფერის დაავადებამ მათი ურთიერთობა დაათბო.

"როდესაც ჩემი ძმა დაავადდა, ერთმანეთს შევხვდით. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას დიდხანს ეცოცხლა. ბოლოს უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჩავკიდებდით ხელებს, დავხუჭავდით თვალებს და წარმოსახვაში ვცეკვავდით. მიხარია, რომ ის აღარ იტანჯება…“

წაიკითხეთ ასევე: