პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი
"სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი

იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის მხრივ, აქვს მეტ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, თუმ­ცა ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა - ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი, პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არა­ნაკ­ლებ 100 ხმით იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პა­პუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რა­ტომ მი­ი­ღო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა იმ­პიჩ­მენ­ტის პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2023 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვე­ვად გა­მო­ა­ცხა­და და და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლით დად­გე­ნი­ლი წესი, რომ პრე­ზი­დენტს სა­გა­რეო ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ისიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის ხარ­ჯზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

მი­ი­ღო რა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის სა­კი­თხში ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­შად დარ­ღვე­ვა მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც გა­ნაგ­რძო. კერ­ძოდ, მან იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე სა­გა­რეო ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მათ შო­რის, გა­სულ კვი­რას ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბელ­გი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თუკი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე უცხო ქვეყ­ნებს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ეძ­ლოთ ეთ­ქვათ, რომ მათ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო, რომ პრე­ზი­დენტს ვი­ზი­ტის­თვის მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ღე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წყო­ბის გან­ზრახ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვაა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სა­ერ­თო ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი აქ­ტია, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება გან­სა­კუთ­რე­ბულ ასახ­ვას პო­ვებს, ამი­ტომ მისი გან­ზრა­ხი, ღია და თავ­ხე­დუ­რი დარ­ღვე­ვა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ დარ­ჩე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხე­ლახ­ლა აღვძრათ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და მო­ვამ­ზა­დოთ ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი, პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არა­ნაკ­ლებ 100 ხმით იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მიმ­დი­ნა­რე წელს ისე­დაც ეწუ­რე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით მისი გა­და­ყე­ნე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა მაქ­სი­მუმ ერთი თვით შე­იკ­ვე­ცოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის გა­და­ყე­ნე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის მხრივ, აქვს მეტ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, თუმ­ცა ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა.

არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი კა­ნო­ნის გან­ზრა­ხი, უხე­ში და სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვა და­უს­ჯე­ლი დავ­ტო­ვოთ. კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უნდა დარ­ჩეს არა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რაც, რო­გორც პრე­ცე­დენ­ტი, შე­ას­რუ­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრე­ვენ­ცი­ულ როლს მო­მა­ვალ­ში ამ­გვა­რი თვით­ნე­ბო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი

"სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა - ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაპუაშვილმა განმარტა, რატომ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პირველი პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.

„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა.

მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას პოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.