თიბისისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ბულანჟერია “ბრეტონის” 3 ფილიალი გაიხსნა და სტუმრებს უკვე მასპინძლობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4,6 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობამ 3,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ბულანჟერიის ისტორია საფრანგეთში, კონდიტერიითა და კულინარიით განთქმულ ქალაქ ბრეტანში იწყება.
“ბეტონის” სტუმრებისთვის ადგილზე 10-ზე მეტი დასახელების ფრანგული პური და 15-ზე მეტი სახეობის ფუნთუშა საფრანგეთის სოფელ ვერდელოში წარმოებული ფქვილით, ბულანჟერიის შეფ ბენუა კასტელის ტექნოლოგიითა და უნიკალური რეცეპტებით ცხვება.
ბიო-ორგანული ფქვილი ‘’მულენ ბურჟუა’’ ფრანგული მარცვლეულისგან მიიღება, რომელიც ვერდელოში წისქვილის მიდამოებში იზრდება, რომლის ადგილობრივი კლიმატი და ნიადაგის თვისებები ხორბლის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
არტიზანული პურის პერსონალური ტექნოლოგია და რეცეპტები შეფ ბენუა კასტელმა მრავალწლიანი გამოცდილებითა და პრაქტიკით შექმნა. ბულანჟირია “ბრეტონის” კონდიტრებმა და მცხობლებმა, პარიზში ბენუა კასტელის მენტორობით, მის საწარმოში გაიარეს გადამზადების კურსი.
პურ-ფუნთუშეულთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ბულანჟერიაში ფრანგული დესერტები, ასევე საუზმისა და ლანჩის კერძები დააგემოვნონ.
ბულანჟერიაში წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს ტექნიკური აღჭურვილობა - წამყვანი ბრენდების პროფესიონალური საცხობი ღუმელები, მაცივრები, ცომსაზელები და ფერმენტაციის კაბინა უზრუნველყოფს. “ბრეტონის” საწარმოში, სრულად არის დაცული ევროპული და ჰასპის სტანდარტები. კომპანიამ წყლის სიხისტის მაჩვენებელზეც იზრუნა, რაც პროდუქციის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
“ბრეტონის” ბულანჟერიებში ჯამში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.
“ბრეტონი” სტუმრებს სამუშაო დღეებში - 08:00-22:00 საათებში, შაბათ-კვირას კი 09:00-21:00 საათებში შემდეგ ლოკაციებზე მასპინძლობს:
R