რეპერი P. Diddy-ს დედა აცხადებს, რომ მის შვილზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. მიმართვა, რომელიც DailyMail-ში გამოქვეყნდა, მედიას ადვოკატმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ რეპერი დაკავებულია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა სექსუალური ტრეფიკინგი, გაუპატიურება და ადამიანებით ვაჭრობა.
"დღეს თქვენ მოგმართავთ, როგორც დედა, რომელიც ძალიან განვიცდი ჩემი შვილის, შონ კომბსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ სჯიან ჩემს შვილს არა სიმართლისთვის, შეთითხნილი ისტორიისთვის", - აღნიშნავს ჯენის კომბსი.
"ჩემი შვილის საჯარო ლინჩის მოწმე ვარ, ვიდრე მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა - ეს არის ტკივილი, რომელიც იმდენად წარმოუდგენელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ".
ჯენისმა აღნიშნა, რომ მისმა შვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არ აღიარა ყოფილ საყვარელ კესის მიმართ ძალადობა. მისი თქმით, ის ცდილობდა კომბსისგან ფულის მიღებას, რაც სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა.
"ტყუილი ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ არის წაყენებული, მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც მისგან ფინანსურ სარგებელს ეძებენ და არა - სამართალს. ამ ადამიანებმა ნახეს, რამდენად სწრაფად შეძლო ჩემი შვილის სამართლებრივმა გუნდმა შეთანხმება ყოფილი საყვარლის სარჩელზე, ამიტომ მიაჩნიათ, რომ თავადაც მიიღებენ ფულს".
"არ მინდა, ჩემი შვილი სრულყოფილად წარმოვაჩინო, რადგან ის არ არის სრულყოფილი. მან ჰქონდა შეცდომები წარსულში, როგორც ჩვენ ყველას. მაგალითად, ის უარყოფდა აგრესიას ყოფილ საყვარელზე, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ვიდეო ჩანაწერები ამის საპირისპიროს აჩვენებდა. ზოგჯერ სიმართლე და ტყუილი ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ შეუძლებელია ერთი ნაწილის აღიარება".
მან ასევე დაამატა, რომ მისი შვილის წინააღმდეგ წაყენებული "ტყუილი ბრალდებები სექსუალური ძალადობის" რეალურ მსხვერპლებს ხელს უშლის სამართლებრივი მფარველობის მიღებაში, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
წაიკითხეთ ასევე: