ავტორი:

"ტელეგრამის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემდეგ, მისმა მეგობარმა ქალმა ბავშვი დაკარგა - "ბევრ სირთულეს გავუმკლავდით... მაგრამ ჩვენი ბავშვისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა"

"ტელეგრამის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემდეგ, მისმა მეგობარმა ქალმა ბავშვი დაკარგა - "ბევრ სირთულეს გავუმკლავდით... მაგრამ ჩვენი ბავშვისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა"

Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, განაცხადა, რომ მისმა შეყვარებულმა, იულია ვავილოვამ სტრესის ფონზე ბავშვი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ქალი პაველს პარიზში აცილებდა, როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს. პროკურატურამ მას საკმაოდ სკანდალური ბრალდებები წარუდგინა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის “კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს“.

მილიარდერი ამბობს, რომ საყვარელი ქალის ორსულობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას გაიგო.

დუროვის თქმით, 27 სექტემბერს, დაკითხვის დროს, მან თავის ადვოკატს ჰკითხა, მოვიდოდა თუ არა იულია განყოფილებაში პოლიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად. ადვოკატმა უპასუხა, რომ იულიამ მისვლა ვერ შეძლო. პაველი ფიქრობდა, რომ იულიას შეეშინდა და პარიზიდან გაფრინდა. ადვოკატთან მძიმე საუბრის შემდეგ კი გაირკვა, რომ სინამდვილეში იულია ორსულად იყო. ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყოფნის გამო ექიმებმა ქალს ურჩიეს, სიტუაცია არ გაერთულებინა და სტრესს მორიდებოდა.

დუროვის თქმით, იულია აღმოჩნდა მარტო ქვეყანაში, სადაც ის არასდროს ყოფილა. მას ყველა კავშირის საშუალება წაართვეს. გარდა ამისა, გავრცელდა ჭორები, თითქოს ის "მოსადის“ აგენტია და რომ მან განზრახ გაამხილა დუროვის ადგილსამყოფელი. შედეგად, ინტერნეტში ბულინგის ფონზე, ვავილოვამ ბავშვი დაკარგა.

"იულია თავიდან კარგად უძლებდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის მტრულ დამოკიდებულებას მიჩვეული არ არის. ის ომებისთვის შექმნილი არ არის“, - დაწერა პაველმა.

"ძნელია ამ ტკივილის აღწერა. მე მეათე კვირაში ვიყავი. ახლა განკურნების დრო დადგა. ბევრ სირთულეს გავუმკლავდით მოკლე დროში, მაგრამ ჩვენი ბავშვისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა", - აღნიშნა იულიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, პაველ დუროვს საფრანგეთის ხელისუფლებამ თორმეტი ბრალდება წაუყენა, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობა, ბავშვების ტრეფიკინგი და სექსუალური შინაარსის მასალების არალეგალური გავრცელებაა. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ ჰქონდა.

დუროვს პარიზის პროკურატურამ ბრალი წაუყენა, თუმცა ის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. Telegram-ის მფლობელს 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდა და პოლიციაში კვირაში ორჯერ გამოცხადება დაევალა.

წაიკითხეთ ასევე: