Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ბუზის ტვინის შესწავლაში ნამდვილი გარღვევა მოახდინეს - ამით შესაძლოა ამოიხსნას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება: კვლევის დეტალები
მეცნიერებმა ბუზის ტვინის შესწავლაში ნამდვილი გარღვევა მოახდინეს - ამით შესაძლოა ამოიხსნას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება: კვლევის დეტალები

ბუ­ზე­ბი სწრა­ფად და ად­ვი­ლად მოძ­რა­ო­ბენ რო­გორც მი­წა­ზე, ისე ჰა­ერ­ში. მამ­რებ­მა იცი­ან რო­გორ შე­ას­რუ­ლონ "ფრე­ნის სე­რე­ნა­დე­ბი" შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­თვის შეჯ­ვა­რე­ბის სე­ზონ­ზე - და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ტა­რა, ქინ­ძის­თა­ვის ზო­მის ტვი­ნის წყა­ლო­ბით.

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს შე­ექ­მნათ ბუ­ზის ტვი­ნის დე­ტა­ლუ­რი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 130 ათა­სი ნე­ი­რო­ნის­გან. ამის­თვის მკვლევ­რებს დას­ჭირ­დათ თი­თო­ე­უ­ლი უჯრე­დის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ფორ­მის ზუს­ტად გან­სა­ზღვრა, ასე­ვე ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი კავ­ში­რის გა­მოკ­ვლე­ვა.

ეს არის ყვე­ლა­ზე ღრმა და დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ზრდას­რუ­ლი ცხო­ვე­ლის ტვი­ნის შე­სა­ხებ, რაც კი ოდეს­მე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ტვი­ნის კვლე­ვის დარ­გის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ექ­სპერ­ტმა, რო­მე­ლიც არ იყო ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში, გა­ნუ­ცხა­და BBC-ს, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი უზარ­მა­ზა­რი ნახ­ტო­მია ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის აღ­ქმა­ში. კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის საბ­ჭოს (LMB) მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი გრე­გო­რი ჯეფ­რი­სი თვლის, რომ სა­მუ­შა­ოს შე­დე­გე­ბი მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნონ "აზ­როვ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მის" სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს.

მისი თქმით, დღეს მეც­ნი­ე­რებს არ აქვთ რა­ი­მე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ ურ­თი­ერთქმე­დებს ადა­მი­ა­ნის თავ­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ნერ­ვუ­ლი სტრუქ­ტუ­რა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და მთლი­ა­ნად, მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­როს­თან.

“რო­გორ მუ­შა­ობს ეს კავ­ში­რე­ბი? რო­გორ გა­დის ნერ­ვუ­ლი სიგ­ნა­ლი ამ სის­ტე­მა­ში, რაც გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას: მა­გა­ლი­თად, შენი სა­ხის ამოც­ნო­ბა; ჩემი ხმის მოს­მე­ნა? ადა­მი­ა­ნის ტვინს და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ­ჯერ მეტი ნერ­ვუ­ლი უჯრე­დი აქვს, ვიდ­რე ბუზს (დრო­სო­ფი­ლა), რო­მელ­საც ჩვენ ვსწავ­ლობთ. მაშ, რო­გორ შე­უძ­ლია მწე­რე­ბის ტვი­ნის დი­აგ­რა­მას, და­ეხ­მა­როს მეც­ნი­ე­რებს ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­გე­ბა­ში?“ - კი­თხუ­ლობს პრო­ფე­სო­რი ჯეფ­რი­სი.

  • პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვა­ზე - რო­გორ შე­უძ­ლია ასეთ პა­წა­წი­ნა ორ­გა­ნოს შე­ას­რუ­ლოს რთუ­ლი გა­მოთ­ვლი­თი ამო­ცა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, მის დი­ზა­ინ­ში დევს.

პრო­ფე­სო­რი მალა მერ­თი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ნა­წილს, ამ­ტკი­ცებს, რომ ბუ­ზის ნერ­ვუ­ლი კავ­ში­რე­ბის მო­დე­ლი ხსნის ახალ, აქამ­დე უხი­ლავ ჰო­რი­ზონტს ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის.

“მო­დე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა მკვლევ­რებს უკეთ გა­ი­გონ ჯან­სა­ღი ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რა და პრინ­ცი­პე­ბი“, - იმე­დოვ­ნებს იგი.

ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა ლუ­სია პრი­ე­ტო გო­დი­ნო, რო­მე­ლიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და კვლე­ვა­ში და ხელ­მძღვა­ნე­ლობს ტვი­ნის კვლე­ვის ჯგუფს ლონ­დო­ნის ფრენ­სის კრი­კის ინ­სტი­ტუ­ტში.

“ადრე, მეც­ნი­ე­რებ­მა უკვე შე­ად­გი­ნეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წის ჭიის სრუ­ლი კო­ნექ­ტო­მი, რო­მელ­საც აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 300 ნე­ი­რო­ნი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის სრუ­ლი კო­ნექ­ტო­მი, რომ­ლის ტვინს აქვს 130 ათა­სი ნე­ი­რო­ნი, უბ­რა­ლოდ მეც­ნი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვაა.

  • მკვლევ­რებ­მა შეძ­ლეს გა­მო­ე­ყოთ ნერ­ვუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხე­უ­ლის გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, თუ რო­გორ უკავ­შირ­დე­ბი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს.

მა­გა­ლი­თად, მოძ­რა­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უჯრე­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ტვი­ნის ძირ­ში, ხოლო ნე­ი­რო­ნე­ბი - რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ვი­ზუ­ა­ლურ აღ­ქმა­ზე, გან­ლა­გე­ბუ­ლია გვერ­დით. ამ უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი უჯრე­დია ჩარ­თუ­ლი.

ასე­თი ცალ­კე­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რებ­მა ად­რეც იცოდ­ნენ, მაგ­რამ მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლი კავ­ში­რე­ბი პირ­ვე­ლად დამ­ყარ­და.

  • რა­ტომ არის ბუ­ზის და­ჭე­რა ასე რთუ­ლი?

ნერ­ვუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­დე­ლებს უკვე იყე­ნე­ბენ სხვა მკვლევ­რე­ბი - იმის გა­სა­გე­ბად, თუ რა­ტომ არის ასე რთუ­ლი ბუ­ზე­ბის და­ჭე­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნე­ი­რო­ნე­ბი აფიქ­სი­რე­ბენ, თუ რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით დაფ­რი­ნავს ბუზი და მყი­სი­ე­რად გა­დას­ცე­მენ სიგ­ნალს მწე­რის ფე­ხებს. მსგავ­სად ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ეს ხდე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად.

ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბუ­ზის ტვი­ნი დაჭ­რეს 7000 თხელ ფე­ნად მიკ­როს­კო­პუ­ლი და­ნით.

  • ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რი მო­დე­ლის შე­საქ­მნე­ლად ბუ­ზის ტვი­ნი მიკ­როს­კო­პუ­ლი სკალ­პე­ლით 7000 ფე­ნად და­იჭ­რა. თი­თო­ე­უ­ლი ფენა გა­და­ი­ღეს ცალ­კე და გა­და­კეთ­და ციფ­რულ ფორ­მატ­ში. ამის შემ­დეგ, პრინ­სტო­ნის მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამო­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა მუ­შა­ო­ბის დროს და­უშ­ვა სამ მი­ლი­ონ­ზე მეტი შეც­დო­მა, რაც მკვლევ­რებ­მა ხე­ლით გა­ას­წო­რეს.

“ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი ბუ­ზის ტვინ­ზე ბევ­რად დი­დია და ჩვენ ჯერ არ გვაქვს ტექ­ნო­ლო­გია, რომ შე­ვაგ­რო­ვოთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მისი დე­ტა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ვთვლით, რომ 30 წე­ლი­წად­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მსგავ­სი კო­ნექ­ტო­მის შექ­მნა.

სწო­რედ ბუ­ზის ტვი­ნის შეს­წავ­ლამ შექ­მნა სა­ფუძ­ვე­ლი, გა­ვი­გოთ ჩვე­ნი გო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის ღრმა დე­ტა­ლე­ბი“, - აცხა­დე­ბენ მკვლევ­რე­ბი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

მეცნიერებმა ბუზის ტვინის შესწავლაში ნამდვილი გარღვევა მოახდინეს - ამით შესაძლოა ამოიხსნას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება: კვლევის დეტალები

მეცნიერებმა ბუზის ტვინის შესწავლაში ნამდვილი გარღვევა მოახდინეს - ამით შესაძლოა ამოიხსნას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება: კვლევის დეტალები

ბუზები სწრაფად და ადვილად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. მამრებმა იციან როგორ შეასრულონ "ფრენის სერენადები" შეყვარებულებისთვის შეჯვარების სეზონზე - და ეს ყველაფერი მათთვის შესაძლებელია პატარა, ქინძისთავის ზომის ტვინის წყალობით.

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ბუზის ტვინის დეტალური სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც შედგება დაახლოებით 130 ათასი ნეირონისგან. ამისთვის მკვლევრებს დასჭირდათ თითოეული უჯრედის ადგილმდებარეობისა და ფორმის ზუსტად განსაზღვრა, ასევე ტვინში არსებული დაახლოებით 50 მილიონი კავშირის გამოკვლევა.

ეს არის ყველაზე ღრმა და დეტალური კვლევა ზრდასრული ცხოველის ტვინის შესახებ, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

ტვინის კვლევის დარგის ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა, რომელიც არ იყო ჩართული ამ პროექტში, განუცხადა BBC-ს, რომ გამოქვეყნებული ნაშრომი უზარმაზარი ნახტომია ადამიანის ტვინის აღქმაში. კემბრიჯის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის საბჭოს (LMB) მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის პროფესორი გრეგორი ჯეფრისი თვლის, რომ სამუშაოს შედეგები მეცნიერებს დაეხმარება ნათელი მოჰფინონ "აზროვნების მექანიზმის" საიდუმლოებებს.

მისი თქმით, დღეს მეცნიერებს არ აქვთ რაიმე დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანის თავში არსებული რთული ნერვული სტრუქტურა სხვა ადამიანებთან და მთლიანად, მის გარშემო არსებულ სამყაროსთან.

“როგორ მუშაობს ეს კავშირები? როგორ გადის ნერვული სიგნალი ამ სისტემაში, რაც გვაძლევს ინფორმაციის დამუშავების საშუალებას: მაგალითად, შენი სახის ამოცნობა; ჩემი ხმის მოსმენა? ადამიანის ტვინს დაახლოებით მილიონჯერ მეტი ნერვული უჯრედი აქვს, ვიდრე ბუზს (დროსოფილა), რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ. მაშ, როგორ შეუძლია მწერების ტვინის დიაგრამას, დაეხმაროს მეცნიერებს ჩვენი აზროვნების მექანიზმების გაგებაში?“ - კითხულობს პროფესორი ჯეფრისი.

  • პასუხი მთავარ კითხვაზე - როგორ შეუძლია ასეთ პაწაწინა ორგანოს შეასრულოს რთული გამოთვლითი ამოცანების დიდი რაოდენობა, მის დიზაინში დევს.

პროფესორი მალა მერთი, რომელიც ხელმძღვანელობდა პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ნაწილს, ამტკიცებს, რომ ბუზის ნერვული კავშირების მოდელი ხსნის ახალ, აქამდე უხილავ ჰორიზონტს ნეირომეცნიერებისთვის.

“მოდელი დაეხმარება მკვლევრებს უკეთ გაიგონ ჯანსაღი ტვინის სტრუქტურა და პრინციპები“, - იმედოვნებს იგი.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ლუსია პრიეტო გოდინო, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში და ხელმძღვანელობს ტვინის კვლევის ჯგუფს ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტში.

“ადრე, მეცნიერებმა უკვე შეადგინეს ჩვეულებრივი მიწის ჭიის სრული კონექტომი, რომელსაც აქვს დაახლოებით 300 ნეირონი, მაგრამ ადამიანის სრული კონექტომი, რომლის ტვინს აქვს 130 ათასი ნეირონი, უბრალოდ მეცნიერული მიღწევაა.

  • მკვლევრებმა შეძლეს გამოეყოთ ნერვული მარშრუტები, რომლებიც გამოიყენება სხეულის გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად და ეჩვენებინათ, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს.

მაგალითად, მოძრაობაზე პასუხისმგებელი უჯრედები განლაგებულია ტვინის ძირში, ხოლო ნეირონები - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვიზუალურ აღქმაზე, განლაგებულია გვერდით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გაცილებით მეტი უჯრედია ჩართული.

ასეთი ცალკეული მარშრუტების არსებობის შესახებ მეცნიერებმა ადრეც იცოდნენ, მაგრამ მათ შორის კონკრეტული კავშირები პირველად დამყარდა.

  • რატომ არის ბუზის დაჭერა ასე რთული?

ნერვული კავშირების გამოქვეყნებულ მოდელებს უკვე იყენებენ სხვა მკვლევრები - იმის გასაგებად, თუ რატომ არის ასე რთული ბუზების დაჭერა. როგორც აღმოჩნდა, ვიზუალური ნეირონები აფიქსირებენ, თუ რომელი მიმართულებით დაფრინავს ბუზი და მყისიერად გადასცემენ სიგნალს მწერის ფეხებს. მსგავსად ხდება მაშინ, როდესაც მოსალოდნელი საფრთხე არსებობს. თუმცა, ეს ხდება ძალიან სწრაფად.

ამ მოწყობილობის გამოყენებით ბუზის ტვინი დაჭრეს 7000 თხელ ფენად მიკროსკოპული დანით.

  • ყველაზე დეტალური მოდელის შესაქმნელად ბუზის ტვინი მიკროსკოპული სკალპელით 7000 ფენად დაიჭრა. თითოეული ფენა გადაიღეს ცალკე და გადაკეთდა ციფრულ ფორმატში. ამის შემდეგ, პრინსტონის მეცნიერთა ჯგუფმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამოიღო ინფორმაცია გადაღებული ფოტოებიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მუშაობის დროს დაუშვა სამ მილიონზე მეტი შეცდომა, რაც მკვლევრებმა ხელით გაასწორეს.

“ადამიანის ტვინი ბუზის ტვინზე ბევრად დიდია და ჩვენ ჯერ არ გვაქვს ტექნოლოგია, რომ შევაგროვოთ ყველა ინფორმაცია მისი დეტალური სტრუქტურის შესახებ. თუმცა, ვთვლით, რომ 30 წელიწადში შესაძლებელი იქნება მსგავსი კონექტომის შექმნა.

სწორედ ბუზის ტვინის შესწავლამ შექმნა საფუძველი, გავიგოთ ჩვენი გონების მუშაობის ღრმა დეტალები“, - აცხადებენ მკვლევრები.

წყარო

იხილეთ ასევე: