პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა - რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში? (ვიდეო)
დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა - რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში? (ვიდეო)

“რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ბატ­ლერ­ში გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ამომ­რჩევ­ლებს შეხ­ვდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ის ქა­ლა­ქია, სა­დაც მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სი მის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და. თუმ­ცა მა­შინ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა - ტყვი­ამ მხო­ლოდ ყური გა­უ­კაწ­რა. გარ­და­იც­ვა­ლა აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, თავ­დამ­სხმე­ლი სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ად­გილ­ზე გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

ამ­ჯე­რად სცე­ნა ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნე­ბით იყო შე­მო­ღო­ბი­ლი. შეხ­ვედ­რას პირ­ვე­ლად და­ეს­წრო მი­ლი­არ­დე­რი, SpaceX, Tesla და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი X -ის მფლო­ბე­ლი ელონ მას­კი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ტრამპს.

ტრამპმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში 13 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც მას იცავ­დნენ.

  • მხარ­და­ჭე­რა ემო­ცი­უ­რად და უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ხა­ტა ელონ მასკმა. მან ტრამ­პის ამომ­რჩევ­ლებს მო­უ­წო­და და­რე­გის­ტრირ­დნენ და მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერთ თვე­ში - 5 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

მისი თქმით, თუ ტრამ­პი და­მარ­ცხდე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს "ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი" და თქვა, რომ “დე­მოკ­რა­ტებს“ შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ კა­ნო­ნი და არ დათ­მო­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მას­კის ემო­ცი­ებ­მა მი­ი­პყრო. ის სცე­ნა­ზე ხტუ­ნა­ობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნას სცემ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, პენ­სილ­ვა­ნია, ერთ-ერთი საკ­ვან­ძო შტა­ტია აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ პენ­სილ­ვა­ნი­ას, ისე­ვე რო­გორც სხვა ექვს შტატს, ახლა არ აქვს გა­დამ­წყვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა არც ერთი კან­დი­და­ტის­თვის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა - რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში? (ვიდეო)

დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა - რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში? (ვიდეო)

“რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ის ქალაქია, სადაც მასზე თავდასხმა განხორციელდა და 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მის მოკვლას ცდილობდა. თუმცა მაშინ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მსუბუქად დაიჭრა - ტყვიამ მხოლოდ ყური გაუკაწრა. გარდაიცვალა აქციის ერთ-ერთი მონაწილე გარდაიცვალა, თავდამსხმელი სპეცრაზმელებმა ადგილზე გაანეიტრალეს.

ამჯერად სცენა ტყვიაგაუმტარი მინებით იყო შემოღობილი. შეხვედრას პირველად დაესწრო მილიარდერი, SpaceX, Tesla და სოციალური ქსელი X -ის მფლობელი ელონ მასკი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ტრამპს.

ტრამპმა თავის გამოსვლაში 13 ივლისის მოვლენები გაიხსენა. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მას იცავდნენ.

  • მხარდაჭერა ემოციურად და უჩვეულოდ გამოხატა ელონ მასკმა. მან ტრამპის ამომრჩევლებს მოუწოდა დარეგისტრირდნენ და მივიდნენ არჩევნებზე, რომელიც ზუსტად ერთ თვეში - 5 ნოემბერს გაიმართება.

მისი თქმით, თუ ტრამპი დამარცხდება, ეს შეიძლება იყოს "ბოლო არჩევნები" და თქვა, რომ “დემოკრატებს“ შეუძლიათ შეცვალონ კანონი და არ დათმობენ ძალაუფლებას. მსოფლიოს ყურადღება მასკის ემოციებმა მიიპყრო. ის სცენაზე ხტუნაობდა და გამარჯვების ყიჟინას სცემდა.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების აზრით, პენსილვანია, ერთ-ერთი საკვანძო შტატია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ პენსილვანიას, ისევე როგორც სხვა ექვს შტატს, ახლა არ აქვს გადამწყვეტი უპირატესობა არც ერთი კანდიდატისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: