მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ნეთანიაჰუ კი მაკრონის განცხადებას “სამარცხვინოს“ უწოდებს: ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან
ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ნეთანიაჰუ კი მაკრონის განცხადებას “სამარცხვინოს“ უწოდებს: ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა გუ­შინ ღა­მით, ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ზე მო­რი­გი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვებ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ზუს­ტი დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს წერ­ტი­ლო­ვა­ნი თავ­დას­ხმე­ბის სე­რია მთელ ბე­ი­რუთ­ში რამ­დე­ნი­მე საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­წყო­ბი­სა და სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. თავ­დას­ხმე­ბამ­დე მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, რათა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის შან­სი, მათ შო­რის წი­ნას­წარ იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მათი მტკი­ცე­ბით, “ჰეზ­ბო­ლა“ თა­ვის ია­რაღ­სა და წარ­მო­ე­ბის ობი­ექ­ტებს ბე­ი­რუ­თის ცენ­ტრში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ქვეშ ათავ­სებს და საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბას.

“ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი გა­აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას და ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას ლი­ბან­ში, “ჰეზ­ბო­ლას“ სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის; ძლი­ერ შე­ტე­ვას, ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას და დეგ­რა­და­ცი­ას გა­უ­წევს “ჰეზ­ბო­ლას“ სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ლი­ბან­ში“, - აცხა­დე­ბენ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში.

ამას­თან, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის­რა­ე­ლი “ჰეზ­ბო­ლას” პო­ზი­ცი­ებ­ზე დარ­ტყმებს შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­სა და შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლებს.

“ჰეზ­ბო­ლას” პო­ზი­ცი­ებ­ზე დარ­ტყმე­ბი შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­სა და შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა, ჰერ­ზი ჰა­ლე­ვიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის­რა­ელ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს “ჰეზ­ბო­ლა­ზე” ზე­წო­ლა და და­მა­ტე­ბი­თი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზი­ა­ნის შექ­მნა.

  • ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ჩრდი­ლო­ეთ ლი­ბან­ში “ჰა­მა­სის“ ორი მე­თა­უ­რის ლიკ­ვი­და­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, პირ­ვე­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა ღა­მით, ქა­ლაქ ტრი­პო­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ლეს­ტი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ბა­ნაკ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და მისი სა­მიზ­ნე საიდ ატა­ლა ალი იყო. მე­ო­რე სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად, რო­მე­ლიც ლი­ბა­ნის ქა­ლაქ სა­ად­ნა­ელ­თან ახ­ლოს გან­ხორ­ცი­ელ­და, მუ­ჰა­მედ ჰუ­სე­ინ ალ-ლა­ვი­სის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და.

“ჰა­მა­სმა“ ორი­ვე მათ­გა­ნის სიკ­ვდი­ლი და­ა­დას­ტუ­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შავ­და 3 ადა­მი­ა­ნი და და­ზი­ან­და “სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი.

  • “ის­რა­ელ­ზე ია­რა­ღის ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნა სა­მარ­ცხვი­ნოა“ - ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბა ის­რა­ე­ლის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­ცხვი­ნოა.

“ტე­რო­რის ღერ­ძი ერ­თად დგას. მაგ­რამ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ [ღერძს] ითხო­ვენ ის­რა­ელ­ზე ია­რა­ღის ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბას. რა სა­მარ­ცხვი­ნოა“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, ის­რა­ე­ლი გა­ი­მარ­ჯვებს მათი მხარ­და­ჭე­რით ან მის გა­რე­შე, მაგ­რამ მათი სირ­ცხვი­ლი ომის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დე­გაც დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ამ გან­ცხა­დე­ბას ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ოფი­სი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ნე­თა­ნი­აჰუს რე­აქ­ცია შე­ა­ფა­სა, რო­გორც “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და საფ­რან­გე­თი­სა და ის­რა­ე­ლის მე­გობ­რო­ბის­გან მო­წყვე­ტი­ლი“. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ საფ­რან­გე­თი კვლავ ის­რა­ე­ლის მტკი­ცე მე­გო­ბა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ის­რა­ე­ლის­თვის ღა­ზის სექ­ტორ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად ია­რა­ღის მი­წო­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზის სექ­ტორ­ში თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი ომი “პო­ლი­ტი­კურ მოგ­ვა­რე­ბას” სა­ჭი­რო­ებს.

ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ფრან­გულ მა­უ­წყებ­ლო­ბა France Inter-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. კერ­ძოდ, მაკ­რო­ნი ის­რა­ე­ლის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზას სექ­ტორ­ში თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი ომი “პო­ლი­ტი­კურ მოგ­ვა­რე­ბას” სა­ჭი­რო­ებს.

“ვფიქ­რობ რომ დღეს პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ პო­ლი­ტი­კურ მოგ­ვა­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ, რომ ღა­ზა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად ია­რა­ღის მი­წო­დე­ბე­ბი შევ­წყვი­ტოთ”, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ საფ­რან­გე­თი ის­რა­ელს არა­ნა­ირ შე­ი­ა­რა­ღე­ბას არ აწ­ვდის.

  • ამას­თან, CNN ავ­რცე­ლებს სტა­ტი­ას, სა­დაც წერს, რომ “ის­რა­ელს არა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­ე­ბი არ მო­უ­ცია, რომ ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებს არ და­არ­ტყამს“.

ის­რა­ელს არა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­ე­ბი არ მო­უ­ცია, რომ ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებს არ და­არ­ტყამს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

წყა­როს ცნო­ბით, ის­რა­ელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ჯო ბა­ი­დე­ნის­თვის პი­რო­ბა არ მო­უ­ცია, რომ ირა­ნი ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმებს არ გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც თე­ი­რა­ნის დარ­ტყმებ­ზე პა­სუ­ხად.

“იმე­დი გვაქვს და ვე­ლით, რომ გარ­კვე­უ­ლი სიბ­რძნე, ასე­ვე ძალა და­ვი­ნა­ხოთ, მაგ­რამ, რო­გორც იცით, არა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­ე­ბი არ არის," - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ნეთანიაჰუ კი მაკრონის განცხადებას “სამარცხვინოს“ უწოდებს: ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ნეთანიაჰუ კი მაკრონის განცხადებას “სამარცხვინოს“ უწოდებს: ბოლო ცნობები კიდევ ერთი ცხელი წერტილიდან

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

“ღამის განმავლობაში, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

  • მათი მტკიცებით, “ჰეზბოლა“ თავის იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

“ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში, “ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის; ძლიერ შეტევას, ზიანის მიყენებას და დეგრადაციას გაუწევს “ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებს და ინფრასტრუქტურას ლიბანში“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმებს შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე გააგრძელებს.

“ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა უნდა გააგრძელოს “ჰეზბოლაზე” ზეწოლა და დამატებითი და გრძელვადიანი ზიანის შექმნა.

  • ასევე ცნობილია, რომ ჩრდილოეთ ლიბანში “ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი სარაკეტო დარტყმა ღამით, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში განხორციელდა და მისი სამიზნე საიდ ატალა ალი იყო. მეორე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც ლიბანის ქალაქ საადნაელთან ახლოს განხორციელდა, მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლავისის ლიკვიდაცია მოხდა.

“ჰამასმა“ ორივე მათგანის სიკვდილი დაადასტურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი და დაზიანდა “საცხოვრებელი სახლები.

  • “ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა“ - ემანუელ მაკრონის განცხადებას პასუხობს ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა.

“ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ განცხადებას ემანუელ მაკრონის ოფისი გამოეხმაურა და ნეთანიაჰუს რეაქცია შეაფასა, როგორც “გადაჭარბებული და საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობისგან მოწყვეტილი“. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კვლავ ისრაელის მტკიცე მეგობარია.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მაუწყებლობა France Inter-თან საუბარში განაცხადა. კერძოდ, მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

“ვფიქრობ რომ დღეს პრიორიტეტია, რომ პოლიტიკურ მოგვარებას დავუბრუნდეთ, რომ ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები შევწყვიტოთ”, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისრაელს არანაირ შეიარაღებას არ აწვდის.

  • ამასთან, CNN ავრცელებს სტატიას, სადაც წერს, რომ “ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს“.

ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის პირობა არ მოუცია, რომ ირანი ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს არ განიხილავს როგორც თეირანის დარტყმებზე პასუხად.

“იმედი გვაქვს და ველით, რომ გარკვეული სიბრძნე, ასევე ძალა დავინახოთ, მაგრამ, როგორც იცით, არანაირი გარანტიები არ არის," - განაცხადა წყარომ.

წყარო

იხილეთ ასევე: