პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს: რას იხსენებს ოჯახი
“ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს: რას იხსენებს ოჯახი

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლუ­ლი 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დედა, სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან ერთი თვის შემ­დეგ დუ­მილს არ­ღვევს და ამ­ტკი­ცებს, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის არას­რულ­წლო­ვან­მა შვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ლა.

რო­გორც შო­რე­ნა ჯოხ­თა­ბე­რი­ძე “მთა­ვარ არხთან“ აცხა­დებს, მან დღემ­დე არ იცის, რა იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

მისი თქმით, შვილს მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ესა­უბ­რა.

“გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­და, რომ ჩემი შვი­ლი ასე გა­ი­მე­ტეს. ბი­ჭებ­თან მივ­დი­ვარ - კო­ბას­თა­ნო. ვინ კო­ბას­თან მეთ­ქი, შე­ვე­კი­თხე... “თი­ბი­ლას“ სტუმ­რე­ბი ჰყავ­სო და იქ მივ­დი­ვარ. არ ინერ­ვი­უ­ლო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წა­მოს­ვლის მერე და­გი­რე­კა­ვო.

ჩვე­ნი სა­უბ­რის მერე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მი­თხრეს, რომ ჩემი შვი­ლი იმ ოჯა­ხი­დან გა­მო­ვი­და და მოკ­ლეს. ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი“, - იხ­სე­ნებს შო­რე­ნა ჯოხ­თა­ბე­რი­ძე და აცხა­დებს, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ძმე­ბი ბე­დოშ­ვი­ლე­ბის გარ­და, საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ერთ-ერ­თის 17 წლის შვი­ლი.

  • “რომ ხე­დავ­და ამ­ხე­ლა 17 წლის ბიჭი, რომ ხე­ლე­ბი შე­უკ­რა თა­ვი­სი მი­ტა­ნი­ლი ბაწ­რე­ბით... მა­მამ და­უ­რე­კა და უთხრა ამ ბიჭს, ბაწ­რე­ბი მო­მი­ტა­ნეო. შე­ვი­და და ბოს­ლი­დან გა­მო­უ­ტა­ნია. რომ ხე­დავ­და ამ­ხე­ლა ბიჭი, რომ თა­ვი­სი მამა ასეთ არა­ა­და­მი­ა­ნურ საქ­ცი­ელს სჩა­დი­ო­და... ხე­ლებს უბო­ჭავ­და ჩემს შვილს, რა­ღაც რე­ა­გი­რე­ბა ხომ უნდა მო­ეხ­დი­ნა? ეთ­ქვა: მამა, ბიძა, რას აკე­თებთ, კაცს კლავთ?

ისე­დაც გა­თი­შუ­ლი იყო უკვე ჩემი შვი­ლი და თავ­ში ჰქონ­და დარ­ტყმულ. რა­ღად უნ­დო­და ხე­ლე­ბის გა­კოჭ­ვა. ეგ ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის სა­ში­ში, იმი­ტომ რომ ბი­ძას და მა­მას ხელი არ შე­უ­შა­ლა მკვლე­ლო­ბა­ში. თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, აბა რა არის“, - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის დედა.

  • ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის დის, მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, ცხე­დარს ყვე­ლა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და:

“ცხვი­რი, სახე, ყელი. თავ­ში ჩარ­ტყმუ­ლი. ყელ­ში ჰქონ­და წა­ჭე­რი­ლი, სახე სულ და­კენ­კი­ლი ჰქონ­და. ორი­ვე მუხ­ლი - ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი იყო. სულ ტა­ლა­ხი­ა­ნი ჰქონ­და თეთ­რი შარ­ვა­ლი“ , - იხ­სე­ნებს მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

  • და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში, სა­დაც 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს. ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს.

  • პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი - 56 და 65 წლის ძმე­ბი, მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა დუ­მი­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­არ­ღვი­ეს:

ერთ-ერთი ძმის თქმით, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. ბრალ­დე­ბულ­მა დღის ქრო­ნო­ლო­გია გა­იხ­სე­ნა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, 28 წლის ბიჭი მას აე­დევ­ნა. ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. მისი თქმით, მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბულ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს თა­ვი­დან არ მი­ა­წო­და.

“ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი- მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძილს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე... და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც,“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს: რას იხსენებს ოჯახი

“ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს“ - ქარელში, სასტიკად მოკლული ნიკა ღვინიაშვილის დედა დუმილს არღვევს: რას იხსენებს ოჯახი

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის დედა, საზარელი დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ დუმილს არღვევს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა დანაშაული დამალა.

როგორც შორენა ჯოხთაბერიძე “მთავარ არხთან“ აცხადებს, მან დღემდე არ იცის, რა იყო მკვლელობის მოტივი.

მისი თქმით, შვილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა.

“გვაინტერესებს, რა მოხდა, რომ ჩემი შვილი ასე გაიმეტეს. ბიჭებთან მივდივარ - კობასთანო. ვინ კობასთან მეთქი, შევეკითხე... “თიბილას“ სტუმრები ჰყავსო და იქ მივდივარ. არ ინერვიულო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წამოსვლის მერე დაგირეკავო.

ჩვენი საუბრის მერე, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, - იხსენებს შორენა ჯოხთაბერიძე და აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიცემული ძმები ბედოშვილების გარდა, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთის 17 წლის შვილი.

  • “რომ ხედავდა ამხელა 17 წლის ბიჭი, რომ ხელები შეუკრა თავისი მიტანილი ბაწრებით... მამამ დაურეკა და უთხრა ამ ბიჭს, ბაწრები მომიტანეო. შევიდა და ბოსლიდან გამოუტანია. რომ ხედავდა ამხელა ბიჭი, რომ თავისი მამა ასეთ არაადამიანურ საქციელს სჩადიოდა... ხელებს უბოჭავდა ჩემს შვილს, რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოეხდინა? ეთქვა: მამა, ბიძა, რას აკეთებთ, კაცს კლავთ?

ისედაც გათიშული იყო უკვე ჩემი შვილი და თავში ჰქონდა დარტყმულ. რაღად უნდოდა ხელების გაკოჭვა. ეგ ბავშვი საზოგადოებისთვის არის საშიში, იმიტომ რომ ბიძას და მამას ხელი არ შეუშალა მკვლელობაში. თანამონაწილეა, აბა რა არის“, - აცხადებს მოკლულის დედა.

  • ნიკა ღვინიაშვილის დის, მარიამ ღვინიაშვილის თქმით, ცხედარს ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა:

“ცხვირი, სახე, ყელი. თავში ჩარტყმული. ყელში ჰქონდა წაჭერილი, სახე სულ დაკენკილი ჰქონდა. ორივე მუხლი - ნახოხიალები იყო. სულ ტალახიანი ჰქონდა თეთრი შარვალი“ , - იხსენებს მარიამ ღვინიაშვილი.

  • დაახლოებით ერთი თვის წინ, უმძიმესი დანაშაული მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, სადაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს. ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

  • პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი - 56 და 65 წლის ძმები, მედოშვილები.

მკვლელობაში ბრალდებულებმა დუმილი სასამართლოს დარბაზში დაარღვიეს:

ერთ-ერთი ძმის თქმით, მას განზრახ მკვლელობა მიზნად არ ჰქონია დასახული. ბრალდებულმა დღის ქრონოლოგია გაიხსენა და როგორც აღნიშნა, 28 წლის ბიჭი მას აედევნა. ამას მოჰყვა დაპირისპირება და მკვლელობა. მისი თქმით, მხარეებს ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი. აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულმა გამომძიებლებს თავიდან არ მიაწოდა.

“ქირქილით გამომიყვანა მდგომარეობიდან. ვუხსნიდი- მთვრალი ვარ, შემეშვი მეთქი. ერთი ჭიქა ავიღე ოჯახში, ვთქვი, ავდექი და წამოვედი. წამოვედი და უკან მომყვებოდა. აშკარად ვუყურებ და მანძილს ამცირებს. 150 მეტრი გავიარე... დაგეგმილი არ მქონდა, თავისდაუნებურად გავიხსენე შარშანდელი ამბებიც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს დარბაზში.

იხილეთ ასევე: