ავტორი:

ტექნიკური ნოკაუტი და გატეხილი ნეკნები - რომან დოლიძემ მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა

ტექნიკური ნოკაუტი და გატეხილი ნეკნები - რომან დოლიძემ მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა

6 ოქტომბერს UFC 307-ზე, რომან დოლიძემ (14-3) ამერიკელი კევინ ჰოლანდი (26-12) ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონაში (84 კგ) გაიმართა.

რომანმა მეტოქე, მიწაზე ნაადრევ ეტაპზე გადაიყვანა და რაუნდის ბოლოს დამაზიანებელი დარტყმები მიაყენა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ნეკნები დაიზიანა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შეგახსენებთ, დოლიძისთვის ეს UFC-ში რიგით მე-11 დაპირისპირება იყო, გამარჯვება კი მე-8. რვა გამარჯვებიდან ქართველმა 5, ნაადრევ ეტაპზე მოიპოვა.

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში რომანმა, ხამზატ ჩიმაევსა (13-0) და რობერტ ვიტეკერს (27-7) შორის გამარჯვებული, ან დამარცხებული გამოიწვია. ხსენებული მებრძოლების დაპირისპირება “აბუ დაბიში,” ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) ბრძოლის დღეს გაიმართება.