ავტორი:

"ჩემთვის ორივე ქვეყანა ერთნაირად ძვირფასია - რუსეთიც და საქართველოც" - გორელი ბიჭის გზა რუსულ თეატრამდე, 8 წლით უფროსი მეუღლე და სკანდალები: ვინ არის გელა მესხი?

"ჩემთვის ორივე ქვეყანა ერთნაირად ძვირფასია - რუსეთიც და საქართველოც" - გორელი ბიჭის გზა რუსულ თეატრამდე, 8 წლით უფროსი მეუღლე და სკანდალები: ვინ არის გელა მესხი?

ამჯერად რუსეთში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველ მსახიობზე მოგიყვებით, რომელმაც გორი ოჯახთან ერთად, 3 წლის ასაკში დატოვა.

გელა მესხი შეიძლებოდა ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ სკოლაში სწავლისას თეატრი შეუყვარდა. როგორც ბევრი ქართველი, ისიც მალე შეამჩნიეს რეჟისორებმა და 23 წლის ასაკში ჰამლეტი ითამაშა. შემდეგ იყო სერიალი "ფიზიკა თუ ქიმია", თუმცა, მის კარიერაში გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც გადასაღებ მოედანზე ეკატერინე კლიმოვა გაიცნო.

ხანგრძლივი რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა ოთხწლიანი ქორწინებისა და შვილის შეძენის შემდეგ, მსახიობების ქორწინება დასრულდა.

კარიერა

გელა მესხისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა როლი, "ხალხის მამის შვილი“, სადაც ვასილი სტალინის სევდიანი ბედი გაიზიარა.

"შეიძლება ვთქვა, რომ ემოციური შოკის შედეგად, რომელიც მე ჩემს გმირთან ერთად განვიცადე, 10 კილოგრამით მოვიკელი. გარდა ამისა, რეჟისორი ხშირად შეუძლებელ რაღაცებს მავალებდა. პირველად ვმართე ავტომობილი, მაშინ მართვაც არ ვიცოდი“.

გელას რომანების შესახებ არაფერი იყო ცნობილი რუს მსახიობ ეკატერინე კლიმოვასთან შეხვედრამდე. "უცებ მივხვდი, რომ ამ ქალის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, რაც გინდა ის მიქენით, მომკალით, დამხვრიტეთ. მაგრამ სანამ მას ვერ მივაღწევ, არ შევჩერდები. და არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ვერ დავუახლოვდებით ერთმანეთს“ - ამბობდა გელა.

ეკატერინე გელაზე რვა წლით უფროსი იყო, ორი შვილით და ორი ქორწინებით, მაგრამ გელასთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"თუ ქალი მიყვარს, მაშასადამე, მისი შვილებიც მიყვარს და ყველაფერი, რაც მას ეხება. არ მესმის, როგორ შეიძლება მეუღლე შეიყვარო და მისი შვილი არ გიყვარდეს, ის ხომ მან გააჩინა. კატიას შვილები უფროსები არიან. ძალიან კარგად მიმიღეს. ბუნებრივია, ვნერვიულობდი, მაგრამ ბავშვების მხრიდან არც ერთხელ არ მიგრძნია ცუდი განწყობა. ეს კიდევ ერთია მისი მრავალმხრივი ღირსებებიდან, რომ ასეთი კარგი შვილები აღზარდა.“

2015 წლის ივნისში კლიმოვა და მესხი დაქორწინდნენ, სექტემბერში კი მათ გოგონა, ბელა შეეძინათ. ცხოვრების პირველ წლებში გოგონა საზოგადოებას მშობლებთან მსგავსებით აკვირვებდა, ცეკვავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა.

მსახიობების ქორწინება იდეალური ჩანდა: გელა მეუღლეს რუსეთში ყველაზე ლამაზ ქალად მოიხსენიებდა, სიამოვნებით თამაშობდა მასთან ერთად სცენაზე და გადაღების მოედანზე, არ ერიდებოდა პროფესიული რჩევების კითხვას.

"ჩვენ ერთად ვთამაშობთ ანტრეპრიზაში, კატიასთან მუშაობა მარტივია. შევთანხმდით, რომ საჭიროების გარეშე არ შევიჭრებით ერთმანეთის შემოქმედებით სფეროში. ძალიან მიყვარს მასთან ერთად ფილმებში გადაღება. “ - ამბობდა მსახიობი.

განქორწინებისას მესხის კარიერა პიკზე იყო.

ითამაშა ივან მიშინის როლი სერიალში „შავი კატა“, გამოჩნდა სემენას როლში კონსტანტინ ჰაბენსკის ფილმში „სობიბორი“. სამხედრო დრამებზე გადართვის შემდეგ, მსახიობი ეკრანზე გამოჩნდა პეტრუჩიკის ფილმში „ლენინგრადის გადარჩენა“ და მებრძოლის როლში - „დონბასში. საზღვარგარეთი“. მსახიობი ღიად აღიარებდა, რომ ასეთი გრაფიკის გამო ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება.

"ჩვენ მოთხოვნადი მსახიობები ვართ, ჩვენი გრაფიკები თითქმის არ ემთხვევა" - აღნიშნა გელამ.

სამი წლის განმავლობაში მესხი სიტუაციას აკონტროლებდა. ცოლს სიურპრიზებსა და რომანტიკულ ვახშმებს უწყობდა, ხოლო ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ქორწინებაში ვნება არ ქრებოდა, თუმცა სხვადასხვა გრაფიკები მაინც წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას.

2019 წლის აპრილში ეკატერინემ განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა, რითაც დაამტკიცა, რომ მათ ურთიერთობაში პრობლემები არსებობდა. გავრცელდა ვერსია შესაძლო ღალატზეც.

კლიმოვამ განმარტა, რომ მუდმივი დაშორებები, მუშაობა და ემოციური გადაღლა იყო ის მიზეზები, რის გამოც მათი ურთიერთობა დაიშალა. დაშორების შემდეგ ყოფილი მეუღლეები მეგობრებად დარჩნენ, რათა ქალიშვილის გამო კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. გელამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო დარჩა კარიერისთვის.

დაშორების შემდეგ მესხს მსახიობ ანა სოკოლოვასთან რომანი მიაწერეს, მალე ცნობილი გახდა, რომ სოკოლოვამ მესხი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მაშინ ყოფილი ცოლი გელას მხარში დაუდგა..

"მკაცრი კრიტიკა"

"ვმონაწილეობდი რამდენიმე სამხედრო ფილმში, და ამ როლებზე თანხმობის მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა – მინდა მაყურებლამდე მივიტანო აზრი, რომ ომი – საშინელი, სასტიკი და უაზრო მოვლენაა. უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიყოთ მადლიერი ჩვენი წინაპრების, ვინც ეს სიძულვილი შეაჩერა,“ – განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას გელა მესხმა.

"როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, მშობლებმა გადაწყვიტეს რუსეთში ჩამოსულიყვნენ. დედა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, იქ ცხოვრობდნენ მისი დედა და სხვა ნათესავები. ჩვენ მათთან წავედით. პირველ ხანს ძალიან რთული იყო, მაგრამ მერე შეგვიყვარდა იქ ყოფნა. მახსოვს რამდენიმე მომენტი ჩემი ქართული ბავშვობიდან, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართლაც ასე იყო. მეხსიერებაში ჩნდება სურათები, როცა მივდივართ, ვიხრებით მიწაზე, ვაგროვებთ ვაზნებს კვამლის სუნით. ეს ნამდვილად საშინელებაა. ამას არავის არ ვუსურვებ. მსურს, რომ ომი უფრო ახლოს არასოდეს აღარ იყოს" - ამბობს მსახიობი.

"თუ მკითხავთ, ვინ ვარ ეროვნებით და რომელი ქვეყანა მირჩევნია, ვერ გეტყვით ცალსახა პასუხს, რადგან ორივე ქვეყანა ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია - რუსეთი და საქართველო. ერთხელ ნათესავმა თენგომ მკითხა: „შენ ხომ ქართველი ხარ, საქართველო ხომ უფრო გიყვარს, ვიდრე რუსეთი?“. საქართველო ჩემთვის ნამდვილად პირველი სამშობლოა, ადგილი, სადაც დავიბადე, თუ ასე შეიძლება ითქვას. ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩემი ნათესავები მიყვარს. მაგრამ ჩემთვის რუსეთიც სამშობლოა", - აღიარებს გელა.