ავტორი:

თბილისში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს - " ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით"

თბილისში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს - " ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით"

თბილისში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აგებული ტაძარი აკურთხეს. წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) 28 სექტემბერს აკურთხა ღვთისმშობლის შობის ახალი ტაძარი, რომელიც თბილისთან ახლოს, სოფელ ლისთან აშენდა. ამის შესახებ „პატრიარქის უწყებანი“ წერს.

საქართველოში რუსეთის დიასპორის ინფორმაციით, ტაძარი აშენდა ცნობილი რუსი მომღერლისა და კომპოზიტორის, თბილისელი სოსო პავლიაშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით. მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა არ ხმაურდება.

დიასპორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულია პავლიაშვილის კომენტარი: „უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ეს ვიცი!“

2020 წელს სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წელია საქართველოში ეკლესიას აშენებდა, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა რუსეთისა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო.

პავლიაშვილი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. მისი თქმით, „რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიქრისტე გაიმარჯვებს.“

წყარო