ავტორი:

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - რას ედავებიან რატი ბურდულს?

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - რას ედავებიან რატი ბურდულს?

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბურდული კურსკის ოლქის მაცხოვრებლების წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა ქართველი დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რატი ბურდული ეჭვმიტანილია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ჩადენაში, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის გამოყენებაში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბურდული ამჟამად პირადად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული მებრძოლი.

„გამოძიება ახორციელებს ზომებს ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელის დასადგენად“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.