პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები არხილოსკალოდან, სადაც ლაშა ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი გაიხსნა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას?
ფოტოები არხილოსკალოდან, სადაც ლაშა ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი გაიხსნა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­ში ლაშა ბე­ქა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად გახ­სნა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ეც­ნო.კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს 100 მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლილ ძი­უ­დო­სა და ჭი­და­ო­ბის დარ­ბაზს, ასე­ვე - ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბი­სა და ძა­ლოს­ნო­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ დარ­ბაზს.

შე­ნო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბით, სპორ­ტსმე­ნე­ბის გა­სახ­დე­ლე­ბი­თა და საშ­ხა­პე­ე­ბით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი მწვრთნე­ლე­ბის, მსა­ჯე­ბი­სა და ექი­მი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე სა­კონ­ფე­რენ­ციო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის სივ­რცე­ე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის სპორ­ტულ კომ­პლექსში, სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის გარ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რე­ბი­სა და შე­ჯიბ­რე­ბე­ბის გა­მარ­თვა.

მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 2 363 980 ლა­რით და­ფი­ნანსდა. კომ­პლექ­სის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ფოტოები არხილოსკალოდან, სადაც ლაშა ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი გაიხსნა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას?

ფოტოები არხილოსკალოდან, სადაც ლაშა ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი გაიხსნა - ვინ ესწრებოდა ღონისძიებას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.

შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა. კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.