პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, მარტო არ იყო - რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა აფრიკის კონტინენტის მახლობლად
ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, მარტო არ იყო - რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა აფრიკის კონტინენტის მახლობლად

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ უზარ­მა­ზა­რი ას­ტე­რო­ი­დი, რო­მე­ლიც 66 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, დე­და­მი­წას და­ე­ჯა­ხა და დი­ნო­ზავ­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, მარ­ტო არ იყო.

  • მათი დას­კვნე­ბით, ას­ტე­რო­იდ­თან ერ­თად, იმა­ვე ეპო­ქა­ში შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის (თუმ­ცა გი­გან­ტუ­რი) კოს­მო­სუ­რი ქვა და­სავ­ლეთ აფ­რი­კის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვა­ში ჩა­ვარ­და და შექ­მნა დიდი კრა­ტე­რი.

“ეს იქ­ნე­ბო­და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა, რა­მაც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში სულ მცი­რე, 800 მეტ­რის სი­მაღ­ლის ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია", - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

დას­კვნე­ბი მო­ცე­მუ­ლია Nature Communications Earth & Environment-ში.

პირ­ვე­ლად “ნა­დი­რის კრა­ტე­რი“ დოქ­ტორ უის­დე­ან ნი­კოლ­სონ­მა 2022 წელს იპო­ვა, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, თუ რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ის სი­ნამ­დვი­ლე­ში. ახლა დოქ­ტო­რი ნი­კოლ­სო­ნი და მისი კო­ლე­გე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ 9 კმ-იანი კრა­ტე­რი ას­ტე­რო­ი­დის ჩა­ვარ­დნამ გა­მო­იწ­ვია.

თუმ­ცა, მათ არ შე­უძ­ლი­ათ მოვ­ლე­ნის ზუს­ტი და­თა­რი­ღე­ბა. მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ კოს­მო­სუ­რი ქვის დე­და­მი­წა­ზე და­ცე­მა, რა­მაც ატ­მოს­ფე­რო­ში შე­ჯა­ხე­ბი­სას ცე­ცხლო­ვა­ნი ბურ­თი წარ­მოქ­მნა, ემ­თხვე­ვა დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბის პე­რი­ოდს.

“წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ას­ტე­რო­ი­დი ეჯა­ხე­ბა გლაზ­გოს და თქვენ იმ­ყო­ფე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 50 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ედინ­ბურ­გში. ცე­ცხლო­ვა­ნი ბურ­თის ზომა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ედინ­ბურ­გში ხე­ე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის და­საწ­ვა­ვად“, - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ნი­კოლ­სო­ნი.

ამას მოჰ­ყვე­ბო­და უკი­დუ­რე­სად ძლი­ე­რი ჰა­ე­რის ტალ­ღე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით, 7 მაგ­ნი­ტუ­დის სე­ის­მუ­რი რყე­ვა.

ას­ტე­რო­ი­დი, რო­მელ­მაც შექ­მნა “ნა­დი­რის კრა­ტე­რი“, იყო და­ახ­ლო­ე­ბით 450-500 მ სი­გა­ნი­სა და მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ის დე­და­მი­წას და­ახ­ლო­ე­ბით 72000 კმ/სთ სიჩ­ქა­რით და­ე­ჯა­ხა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, მარტო არ იყო - რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა აფრიკის კონტინენტის მახლობლად

ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, მარტო არ იყო - რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა აფრიკის კონტინენტის მახლობლად

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ უზარმაზარი ასტეროიდი, რომელიც 66 მილიონი წლის წინ, დედამიწას დაეჯახა და დინოზავრები გაანადგურა, მარტო არ იყო.

  • მათი დასკვნებით, ასტეროიდთან ერთად, იმავე ეპოქაში შედარებით მცირე ზომის (თუმცა გიგანტური) კოსმოსური ქვა დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე, ზღვაში ჩავარდა და შექმნა დიდი კრატერი.

“ეს იქნებოდა კატასტროფული მოვლენა, რამაც ატლანტის ოკეანეში სულ მცირე, 800 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია", - აცხადებენ მეცნიერები.

დასკვნები მოცემულია Nature Communications Earth & Environment-ში.

პირველად “ნადირის კრატერი“ დოქტორ უისდეან ნიკოლსონმა 2022 წელს იპოვა, მაგრამ გაურკვეველი იყო, თუ როგორ ჩამოყალიბდა ის სინამდვილეში. ახლა დოქტორი ნიკოლსონი და მისი კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ 9 კმ-იანი კრატერი ასტეროიდის ჩავარდნამ გამოიწვია.

თუმცა, მათ არ შეუძლიათ მოვლენის ზუსტი დათარიღება. მაგრამ ამბობენ, რომ კოსმოსური ქვის დედამიწაზე დაცემა, რამაც ატმოსფეროში შეჯახებისას ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა, ემთხვევა დინოზავრების გადაშენების პერიოდს.

“წარმოიდგინეთ, რომ ასტეროიდი ეჯახება გლაზგოს და თქვენ იმყოფებით დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით ედინბურგში. ცეცხლოვანი ბურთის ზომა საკმარისი იქნებოდა ედინბურგში ხეებისა და მცენარეების დასაწვავად“, - ამბობს დოქტორი ნიკოლსონი.

ამას მოჰყვებოდა უკიდურესად ძლიერი ჰაერის ტალღები და დაახლოებით, 7 მაგნიტუდის სეისმური რყევა.

ასტეროიდი, რომელმაც შექმნა “ნადირის კრატერი“, იყო დაახლოებით 450-500 მ სიგანისა და მეცნიერთა აზრით, ის დედამიწას დაახლოებით 72000 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა.

წყარო

იხილეთ ასევე: