ავტორი:

11 წლის იეზიდი გოგონა ოჯახს მოსტაცეს და ტერორისტს მიჰყიდეს - როგორ იხსნა 10-წლიანი ტყვეობის შემდეგ "ცაჰალმა" ფავზია: ისტორია, რომელიც ფილმის სცენარს ჰგავს

11 წლის იეზიდი გოგონა ოჯახს მოსტაცეს და ტერორისტს მიჰყიდეს - როგორ იხსნა 10-წლიანი ტყვეობის შემდეგ "ცაჰალმა" ფავზია: ისტორია, რომელიც ფილმის სცენარს ჰგავს

ფავზია იყო ტერორისტული ორგანიზაციის მონა ათი წლის განმავლობაში. ახლა იგი ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიამ (IDF) გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა.

• ფავზია ამინ სიდო არის იეზიდი, რომელიც გაიტაცეს ერაყიდან 2014 წელს, როდესაც ის 11 წლის იყო, ის მიჰყიდეს ღაზელ ტერორისტს, რომელმაც აიძულა ცოლობა და აუკრძალა ოჯახთან კონტაქტი. მას ქმრის ოჯახი აწამებდა და 10 წელი ტანჯავდა, სანამ ცაჰალის წარმომადგენლები არ მივიდნენ და არ იხსნეს.

იეზიდი ფავზია ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში. 2014 წლის აგვისტომდე, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა ორგანიზაციამ (ISIS) ჩაიდინა იეზიდების გენოციდი. მათ 10,000 -მდე ადამიანი სასტიკი წამებით ამოხოცეს. სავარაუდოდ, 7000 ქალი და ბავშვი დაატყვევეს და ტერორისტებზე გაყიდეს. ასეთი ბედი ეწია ფავზიას, რომელიც იმ დროს მხოლოდ 11 წლის იყო. იგი ღაზელ ტერორისტს მიჰყიდეს.

შემდეგ იგი ღაზაში ჩაიყვანეს და აქედან იწყება მისი ჯოჯოხეთი. ფავზია სექსუალური მონა იყო, უამრავჯერ გააუპატიურეს და მას ევალებოდა გაეკეთებინა ის, რაც მის ტერორისტ ქმარს სურდა. ოჯახთან ყველანაირი კონტაქტი აუკრძალეს. როგორც ცნობილია, გოგონამ ტერორისტ მამაკაცს 2 შვილი გაუჩინა, თუმცა ოჯახმა მას ბავშვები ჩამოართვა და ნახვის უფლებასაც არ აძლევდნენ.

როგორ იპოვა "ცაჰალმა" ფავზია და გადაარჩინა?

მარტოხელა ქალი ღაზაში უსაფრთხოდ არასდროს არ არის. ომის დაწყების შემდეგ, ფავზიამ თავი ერთ-ერთი მეგობრის სახლში შეაფარა, სადაც იმალებდა. ეს სახლი კი ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მთელი 10 წლის განმავლობაში ფავზიას პირველად ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა და დაუკავშირდა იეზიდ აქტივისტს რონაი ჩაკერს. ის თავის მხრივ დაუკავშირდა იეზიდების უფლებადამცველ ზემფირა დლოვანს, რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ ფავზიას გათავისუფლება ისრაელის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა.

ისრაელის ჯარებმა ამ კეთილი საქმის გაკეთებაზე რა საკვირველია, უარი არ თქვეს და ოპერაციის დაგეგმვა მაშინვე დაიწყეს.

Israel rescues Yazidi woman from Gaza after her kidnapping by ISIS at age 11.
Fawzia Amin Sido was sold by the terror group to a Gazan man in 2014; now 21, she has been reunited with her family in Iraq. #idf #israel pic.twitter.com/t1bFBjKgtf
— Mikheil Khachidze (@mishakhachidze) October 4, 2024

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ფავზია გადაარჩინეს კომპლექსურ ოპერაციაში, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ IDF-ის COGAT-ი და აშშ-ს საელჩო იერუსალიმში, „საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად“.

IDF-მ განმარტა, რომ "ტერორისტი, რომელიც გოგონას ატყვევებდა" ცოტა ხნის წინ ისრაელის ავიადარტყმის შედეგად განადგურდა, ღაზაში ბრძოლების დროს, რამაც ფავზიას საშუალება მისცა, გაქცეულიყო მეგობართან და იქ შეეფარებინა თავი.

ისრაელელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ფაქტი წარმოადგენს „ჰამასის ტერორისტულ ჯგუფსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის კავშირს და კიდევ ერთ მტკიცებულებას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის შესახებ, რომელსაც ‘’მკვლელი ტერორისტული ჯგუფი ახორციელებს ღაზაში“.

გზა ღაზის ჯოჯოხეთიდან სახლამდე

ფავზია ახლა დაბრუნდა ერაყში, მის მშობლიურ სოფელში და უბედნიერესია, ის დედას ჩაეხუტა, ამდენი წლის შემდეგ პირველად.

სამწუხაროა ის, რომ ფავზიამ მამა ვეღარ ნახა, ის სამი თვის წინ გარდაიცვალა.

უფლებადამცველ ზემფირა დლოვანს სურს, 21 წლის ფავზია გერმანიაში ჩაიყვანოს, "რადგან მისი ორი ძმა იქ ცხოვრობს. განაცხადი გაკეთებულია, მაგრამ შედეგი ჯერ არ გვაქვს. ორივენი აიღებენ ყველა ხარჯს თავის თავზე, ორივეს აქვთ სამუშაო, ეს არ იქნება პრობლემა" -ამბობს ადვოკატი.

2700 იეზიდი ქალი ჯერ კიდევ ტერორისტების ტყვეობასა და მონობაში რჩება. მათი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით კი არცერთ პროპალესტინელ აქტივისტს არა თუ აქცია გაუმართავს, სიტყვაც კი არ დაუძრავს.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე