სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელი ამჯერად "ჰეზბოლას" მომავალ ლიდერზე "ნადირობს" - ლიბანში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები და დაჭრილები
ისრაელი ამჯერად "ჰეზბოლას" მომავალ ლიდერზე "ნადირობს" - ლიბანში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში ის­რა­ელ­მა კი­დევ ერთი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნე "ჰეზ­ბო­ლას“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჰა­შემ სა­ფი­ე­დი­ნი იყო, - ინ­ფორ­მა­ცი­ას The Times of Israel-ი ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, Axios-ის რე­პორ­ტი­ო­რი ბა­რაკ რა­ვი­დი ორ ის­რა­ე­ლელ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სა­მიზ­ნე სა­ფი­ე­დი­ნი იყო, რო­მელ­მაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი "ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად 37 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 151 და­იჭ­რა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მათი თქმით, სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ჰეზ­ბო­ლას მებ­რძო­ლე­ბი მოკ­ლეს.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ელ­მა ბე­ი­რუთ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. ის­მო­და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან დიდი კვამ­ლი ამო­დი­ო­და.

  • გარ­და ამი­სა, ლი­ბა­ნის წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად, ერთი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა და ოთხი პა­რა­მე­დი­კო­სი და­შავ­და.

ლი­ბა­ნის წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბით, დარ­ტყმის მო­მენ­ტში პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი და ლი­ბა­ნის არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცი ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს, რომ კო­ლო­ნას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­ე­რო-ს სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი უწევ­დნენ. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ინ­ცი­დენტს იძი­ე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ისრაელი ამჯერად "ჰეზბოლას" მომავალ ლიდერზე "ნადირობს" - ლიბანში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ისრაელი ამჯერად "ჰეზბოლას" მომავალ ლიდერზე "ნადირობს" - ლიბანში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელმა კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნე "ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ჰაშემ საფიედინი იყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, Axios-ის რეპორტიორი ბარაკ რავიდი ორ ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე საფიედინი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული "ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაანაცვლოს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 151 დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, საზღვართან ახლოს ჰეზბოლას მებრძოლები მოკლეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა და საჰაერო თავდასხმის ადგილიდან დიდი კვამლი ამოდიოდა.

  • გარდა ამისა, ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა და ოთხი პარამედიკოსი დაშავდა.

ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, დარტყმის მომენტში პარამედიკოსები და ლიბანის არმიის ჯარისკაცი ქვეყნის სამხრეთში დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებდნენ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კოლონას კოორდინაციას გაერო-ს სამშვიდობო ძალები უწევდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ინციდენტს იძიებენ.