ჯანლუიჯი ბუფონი იტალიელ ჟურნალისტ, ილარია დ'ამიკოზე დაქორწინდა. მდიდრულ ქორწილს 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ბუფონი და დ'ამიკო თითქმის ათი წელია ერთად არიან.
საქორწინო ცერემონია ტოსკანაში, ვერსილიაში შედგა. ბუფონის ძველი თანაგუნდელები ჯორჯო კიელინი, ლუჩიანო სპალეტი და ლეონარდო ბონუჩი სტუმრებს შორის იყვნენ. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ინგლისელი რეჟისორი ტიმ ბარტონი და იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი.
ბუფონის პირველი ცოლი ჩეხი ფოტომოდელი ალიონა სერედოვა იყო, რომელმაც "მის ჩეხეთის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ იტალიურ შოუ ბიზნესში განაგრძო მოღვაწეობა. სერედოვას ბუფონის გაცნობამდე მის თანაგუნდელთან, კრისტიან ვიერისთან ჰქონდა ურთიერთობა.