ავტორი:

"პალიტრა L-ის" მობილურ აპლიკაციაში საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენთ - სიახლეები გამომცემლობისგან

"პალიტრა L-ის" მობილურ აპლიკაციაში საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენთ - სიახლეები გამომცემლობისგან

„პალიტრა L-ის“ მობილური აპლიკაცია შექმნიდან რამდენიმე კვირაში უკვე 2000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. აქამდე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი მისი ყველა ფუნქციონალით სარგებლობა გახდა შესაძლებელი.

აპლიკაციის შექმნის მიზანია, ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკითხველს მეტი კომფორტი ჰქონდეს. ეს არის უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს როგორც წიგნების ონლაინ მაღაზიას, ისე აუდიო წიგნების მოსმენასა და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას. შედეგად, მკითხველს სასურველი ლიტერატურა მუდამ თან ექნება და მის მოსმენასა თუ წაკითხვას ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეძლებს.

ამ დროისთვის „პალიტრა L-ის“ აპლიკაციაში წარმოდგენილია 400-მდე აუდიო წიგნი. ამასთან, მხოლოდ აპლიკაციაში მოქმედებს ექსკლუზიური ფასდაკლებები გამომცემლობის ყველაზე დიდ და მოთხოვნად სერიებზე, მათ შორის უახლეს გამოცემებზეც. „პალიტრა L-ი“ აგრძელებს აპლიკაციის მომხმარებელთათვის სხვადასხვა სიახლის შეთავაზებას და სამომავლოდ დანერგავს სერვისებს, რომელიც წიგნზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

„პალიტრა L-ის“ აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.

გადმოსაწერად მიჰყევით ბმულებს:

iOS-ისთვის

Android-ისთვის

R