4-5 ოქტომბერს რუსთავში მაკულატურის ჩაბარებას შეძლებთ - იზრუნე გარემოზე „მაკულიტერატურასთან“ ერთად

4-5 ოქტომბერს რუსთავში მაკულატურის ჩაბარებას შეძლებთ - იზრუნე გარემოზე „მაკულიტერატურასთან“ ერთად

4-5 ოქტომბერს „პალიტრა L-ის“ პროექტი „მაკულიტერატურა“ რუსთავს ეწვევა. ქალაქის მერიის წინ, მეიდანზე გაიხსნება სტენდი, სადაც 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მაკულატურის ჩაბარებას შეძლებთ.

პირობების თანახმად, 2 კგ = 1 ლარს, ჩასაბარებელი მაკულატურის მინიმალური წონა კი - 4კგ-ია.

„მაკულიტერატურა“ 2012 წელს შეიქმნა და უკვე 150 000-ზე მეტი ხე გადაარჩინა განადგურებასა და წარმოებისთვის გამოყენებას. ამაში კი თითოეული იმ ადამიანის წვლილია შეტანილი, რომელმაც მაკულატურა ჩააბარა და სანაცვლოდ ახალი გამოცემები ან გარკვეული თანხა მიიღო.

პროექტის მიზანია, გავუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად დავამკვიდროთ გადამუშავების კულტურა და უსარგებლო შევცვალოთ სასარგებლო წიგნებით. 4-5 ოქტომბერს რუსთავის თითოეულ მცხოვრებს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროცესში და გარემოს დაცვით საქმიანობაში თავისი წვლილი შეიტანოს.

R