ავტორი:

წყვილი “ბიოჰაკინგით“ ცხოვრებას 150 წლამდე გეგმავს - როგორია მათი ყოველდღიური რუტინა?

წყვილი “ბიოჰაკინგით“ ცხოვრებას 150 წლამდე გეგმავს - როგორია მათი ყოველდღიური რუტინა?

ახალგაზრდა წყვილი ამბობს, რომ ისინი პლანეტაზე ყველაზე მეტხანს აპირებენ ცხოვრებას და ამისთვის ცხოვრების წესი საოცრად აქვთ შეცვლილი.

LYV the Wellness Space-ის თანამფლობელი, 33 წლის კაილა ბარნს - ლენცი, დაქორწინებულია 36 წლის უორენ ლენცზე. ის მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელია.

კაილა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის კლინიკას, LYV the Wellness Space- ს თვეში 1000 დოლარს უხდის. ის კმპანიასთან ერთად მიმართავს “ბიოჰაკინგს“ - სპეციალურ წესებს, რომელიც წყვილს საშუალებას აძლევს დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და ამასთან, ხანგრძლივად იცოცხლონ. ისინი გეგმავენ 150 წლამე იცხოვრონ.

წყვილი იცავს მკაცრ ყოველდღიურ რუტინას. დილას “გონებისა და სხეულის ოპტიმიზაციით“ იწყებენ.

უორენი და კეილი გაღვიძებისთანავე იწყებენ პულსირებული ელექტრომაგნიტური ველის თერაპიას.

ამას მოსდევს ვარჯიშიდა სეირნობა გარიჟრაჟზე. შემდეგ მიირთმევენ მხოლოდ სახლში, ორგანული პროდუქციით მომზადებულ საუზმეს.

დღის მეორე ნახევარში, ორივე ცდილობს მეტი მზის მიღებას.

შემდეგ ისინი იყენებენ ჰიპერბარულ ჟანგბადის კამერას და NanoVi - მოწყობილობას, რომელიც უჯრედების ყოველდღიურ დაზიანებას.

სადილისთვის კაილა ამზადებს ორგანულ სადილს. ამას მოსდევს სეირნობა აღმართზე და დასვენების რუტინა.

ისინი ყოველ საღამოს საღამოს 9 საათზე იძინებენ.

აღსანიშნავია, რომ წყვილს შვილი არ ჰყავს. თუმცა, კაილა “ახორციელებს სხეულის ოპტიმიზაციას, რადგან წლებია დედობისთვის ემზადება“.

თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვის დაბადება მათი ცხოვრების წესს არ შეცვლის.

წყარო