ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.
"რადიო თავისუფლებისთვის" საელჩოს მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას.
ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროებამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
"წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ. საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ივანიშვილის შვილები, წლებია რაც საქართველოში არ ცხოვრობენ. ბერა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრაზილიაშია. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი.
რაც შეეხება მათ კიდევ ერთ ვაჟს, ცოტნეს, ის გარკვეული პერიოდი ჩინეთში ცხოვრობდა. თუმცა წელს საქართველოში შეხვდა ახალ წელს და ძმასთან, უტასთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ივანიშვილების ქალიშვილს, ცნობილია, რომ გვანცამ საქართველო წლების წინ დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. გოგონას ახალი ფოტო, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც ჩანს, გვანცა თავს არიდებს საჯარო ცხოვრებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 21 სექტემბერს ამერიკის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ხმას” აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
წაიკითხეთ ასევე:
არც ოცნება ვარ და არ ნაციონალი. და არც სხვა პარტია. ამას იმიტომ ვწერ რომ, როგორც უმეტესობას სჩვევია მერე იციან იარლიკის მიკრობა პოლიტიკურად. რა ამაზრზენია ის როდესაც უხარია ადამიანებს რომ სანქციას დადებენ და ასე შემდეგ. რა შეჭამეთ ეს ოჯახი შეეშვით და საკუთარ თავებს მიხედეთ. რა სიბოროტე გაქვთ გულში ესეთი საკუთარ თავებს კითხეთ.
Ძალიან ლამაზი და კარგად გაზრდილი გოგო ყავს ბიძოს. Ყოველივეს საუკეთესოს ვუსურვებ.