პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით" - იან კელი
"აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით" - იან კელი

“ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს! - ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბრალ­დე­ბა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის ინ­ტე­რე­სი, უსა­ფუძ­ვლო და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რია“, - ასე უპა­სუ­ხა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კე­ლიმ “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში “გარე ძა­ლე­ბის“ მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვას.

  • მან აშშ- სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ზო­გად კონ­ტექ­სტშიც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო არ შეც­ვლის მის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ კურსს და არ შე­წყვეტს მტრულ რი­ტო­რი­კას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

“თუ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ შე­მო­აბ­რუ­ნებს თა­ვის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის კურსს, რო­გო­რიც არის “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და არ შე­წყვეტს მტრულ რი­ტო­რი­კას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ, არ მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რა­მე­ნა­ი­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. იმის გა­მო­ხატ­ვაც კი მი­ჭირს რამ­დე­ნად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მსგავ­სი რი­ტო­რი­კა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ომის მსგავს ზრახ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არა­ერ­თხელ უარ­ვყა­ვით, რომ გვსურს მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა არა­ერ­თხელ შე­უ­რა­ცხყ­ვეს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე კონ­გრეს­ში. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ამა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად ვრე­ა­გი­რებ­დით. არც ერთი ქვე­ყა­ნა არ უნდა იყოს ტყუ­ი­ლი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­წყნა­რე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებს, ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს უზ­რუნ­ველ­ყოფს და მო­უ­წო­და ქარ­თველ ხალ­ხს, გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნო­ნით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა.

“იმე­დი მაქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ღია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ისე უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. ასე­ვე, იმე­დი მაქვს, რომ ოპო­ზი­ცია სა­მარ­თლი­ან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თვე­ბა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნით. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ქარ­თველს, გა­მო­ი­ყე­ნონ ხმის მი­ცე­მის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბა. ჩვენ ცალ­სა­ხად არც ერთი პარ­ტი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას არ ვე­წე­ვით. არც ერთი გარე ძალა უნდა ერე­ო­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი ნება არ­ჩევ­ნე­ბის გზით,“ - გა­ნა­ცხა­და იან კე­ლიმ.

ამას­თან, ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ამ ფაქტს სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა უწო­და, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­შინგტო­ნი არას­დროს უკე­თებს მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც მე­გობ­რუ­ლად მი­იჩ­ნევს.

"ასე­თი ქმე­დე­ბა, რა თქმა უნდა, უპ­რე­ცე­დენ­ტოა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ეს არ არის ისე­თი რამ, რა­საც ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ ვუ­კე­თებთ მთავ­რო­ბებს, რომ­ლებ­საც მე­გობ­რად ვთვლით. - თუ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ შე­მო­აბ­რუ­ნებს თა­ვის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის კურსს, რო­გო­რიც არის „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და არ შე­წყვეტს მტრულ რი­ტო­რი­კას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ, არ მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რა­მე­ნა­ი­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. იმის გა­მო­ხატ­ვაც კი მი­ჭირს, რამ­დე­ნად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მსგავ­სი რი­ტო­რი­კა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ომის მსგავს ზრახ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არა­ერ­თხელ უარ­ვყა­ვით, რომ გვსურს მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა არა­ერ­თხელ შე­უ­რა­ცხყ­ვეს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე კონ­გრეს­ში. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ამა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად ვრე­ა­გი­რებ­დით . არც ერთი ქვე­ყა­ნა არ უნდა იყოს ტყუ­ი­ლი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­წყნა­რე­ბე­ლი" - ამ­ბობს ყო­ფი­ლი ელჩი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით" - იან კელი

"აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით" - იან კელი

“ღმერთმა დაგვიფაროს! - ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ “ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში “გარე ძალების“ მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილის შესახებ დასმულ კითხვას.

  • მან აშშ- საქართველოს ურთიერთობა ზოგად კონტექსტშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მის ანტიდემოკრატიულ კურსს და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება.

“თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის “უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით. არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი“, - განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება არჩევნებს, ყოფილმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია საარჩევნო პროცესს უზრუნველყოფს და მოუწოდა ქართველ ხალხს, გამოიყენოს კანონით გარანტირებული ხმის მიცემის უფლება.

“იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ღია საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების წინ, ისე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სამართლიან კონკურენციაში ჩაერთვება თავისი შეხედულებების საზოგადოებისთვის წარდგენით. ყველაზე მეტად მოვუწოდებ ყველა ქართველს, გამოიყენონ ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება. ჩვენ ცალსახად არც ერთი პარტიის ადვოკატირებას არ ვეწევით. არც ერთი გარე ძალა უნდა ერეოდეს ქართველი ხალხის შესაძლებლობაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნების გზით,“ - განაცხადა იან კელიმ.

ამასთან, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევის გაუქმებასაც გამოეხმაურა და ამ ფაქტს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა, რომელსაც ყოფილი დიპლომატის განმარტებით, ოფიციალური ვაშინგტონი არასდროს უკეთებს მთავრობას, რომელსაც მეგობრულად მიიჩნევს.

"ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვუკეთებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით. - თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს, რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი" - ამბობს ყოფილი ელჩი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.