საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენით გაიზარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასი საქართველოში - "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს
რამდენით გაიზარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასი საქართველოში - "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.3 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0.6 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას, რო­გორც „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 0.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0.8 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა.

ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

გა­ნათ­ლე­ბა: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 4.4 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.22 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და სკო­ლამ­დე­ლი და და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის (9.0 პრო­ცენ­ტი), სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის (4.8 პრო­ცენ­ტი) და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის (2.8 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე;

ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 3.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.13 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია რო­გორც ფეხ­საც­მლის (6.1 პრო­ცენ­ტი) ისე ტან­საც­მლის (2.4 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე;

სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 0.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე -0.08 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა.

ფა­სე­ბი შემ­ცირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (-8.5 პრო­ცენ­ტი), ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (-5.1 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა; ტკბი­ლე­უ­ლი (-2.7 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (-0.6 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (-0.4 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (-0.3 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (4.0 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (1.7 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (1.0 პრო­ცენ­ტი); ტრან­სპორ­ტი: მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 0.4 პრო­ცენ­ტით. შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფის წვლილ­მა თვის ინფლა­ცი­ა­ში -0.06 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა.

ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (-0.7 პრო­ცენ­ტი) და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (-0.2 პრო­ცენ­ტი).

"საქსტა­ტის“ ცნო­ბით, წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 4.3 პრო­ცენ­ტით, რაც 0.52 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა მთლი­ან ინ­დექსზე. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (6.1 პრო­ცენ­ტი), პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (4.4 პრო­ცენ­ტი) და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (2.1 პრო­ცენ­ტი); ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, თამ­ბა­ქო: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 4.9 პრო­ცენ­ტით, რაც წლი­ურ ინფლა­ცი­ა­ზე 0.34 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და რო­გორც ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (7.2 პრო­ცენ­ტი), ისე თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (2.0 პრო­ცენ­ტი); სას­ტუმ­რო­ე­ბის, კა­ფე­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 7.5 პრო­ცენ­ტით, რაც წლი­ურ ინ­დექსზე 0.25 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია რო­გორც ღა­მის გა­სა­თე­ვით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (11.1 პრო­ცენ­ტი), ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კვე­ბა­ზე (6.4 პრო­ცენ­ტი);

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რამდენით გაიზარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასი საქართველოში - "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

რამდენით გაიზარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასი საქართველოში - "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (9.0 პროცენტი), საშუალო განათლების (4.8 პროცენტი) და უმაღლესი განათლების (2.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი) ისე ტანსაცმლის (2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა; ტკბილეული (-2.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი); ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.2 პროცენტი).

"საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი); სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი);