პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება

აგ­ვის­ტოს ბოლო, ნინო თო­ლორ­და­ვა დედა გახ­და. ჟურ­ნა­ლისტს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. თადა ერეკ­ლე სუ­რო­გა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­ბა­და. რო­გორც ნი­ნომ გა­და­ცე­მა­ში „სთო­რი“ აღ­ნიშ­ნა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ბავ­შვის გა­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლო.

ნი­ნოს მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი უფ­რო­სი შვი­ლი ჰყავს. ნინო ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­აა, ამი­კო ხა­ზა­ლია, რო­მე­ლიც ნი­ნოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, 3 წლის ნოას მა­მაა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა "თბი­ლი­სე­ლებ­თან"იმ ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა, რაც შვი­ლის და­ბა­დე­ბას მოჰ­ყვა. ამ­ბობს, რომ თადა ერეკ­ლემ მისი და გი­ორ­გის ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და.

- რო­გორც კი ჩემი შვი­ლი და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე ეი­ფო­რია და­მე­უფ­ლა და ამ დრომ­დე იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ეს ენით აღუ­წე­რე­ლი ემო­ცი­აა – ში­ნა­გა­ნი შფო­თი, სი­ხა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა – ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ახ­ლავს. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემს პირ­ველ და მე­ო­რე შვილს შო­რის სხვა­ო­ბა 24 წელი იქ­ნე­ბო­და. ეს კი­დევ უფრო სა­ო­ცარს ხდის ამ ის­ტო­რი­ას.

ამი­კო რომ და­ი­ბა­და, ალ­ბათ, ოთხი წლის იყო, იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მინ­დო­და მე­ო­რე შვი­ლი. მაგ­რამ არა და არ დგე­ბო­და ეს ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოც­ნე­ბა და თით­ქოს, ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყო, ხელ­მე­ო­რედ შე­ი­ძი­ნა აზრი.

მთე­ლი ცხრა თვე ერთი სული მქონ­და, რო­დის და­ვი­ნა­ხავ­დი ჩემი შვი­ლის სა­ხეს. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე: შენი თვა­ლი ექ­ნე­ბა თუ ჩემი, შენი ცხვი­რი ექ­ნე­ბა თუ ჩემი, ქერა იქ­ნე­ბა თუ შავგვრე­მა­ნი... სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. ღამე რომ ვწვე­ბო­დი, ჩემი შვი­ლის სახე მე­სიზ­მრე­ბო­და. თან, შფო­თი მქონ­და, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. რო­დე­საც პირ­ველ შვილს ვე­ლო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად იყო. არც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არც ვღე­ლავ­დი. რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ხომ ორი­ვე ხელ­ზე ხუთი თითი ექ­ნე­ბა, ფეხ­ზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელე­მენ­ტა­რულ რა­მე­ებ­ზე არ ვფიქ­რობ­დი (იცი­ნის). ახლა ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ­დი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­მეს რომ წა­ვი­კი­თხავ­დი, ყვე­ლა­ფერს ჩემს თავ­ზე წარ­მო­ვიდ­გენ­დი და ეს გან­ცდებს მიმ­ძაფ­რებ­და.

ცხრა თვე ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ­დი. ხომ ორი თვა­ლი და ორი ფეხი ექ­ნე­ბა, ხომ კარ­გად იქ­ნე­ბა – ისეთ რა­მე­ებ­ზე ვღე­ლავ­დი, ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რულ­სა თუ მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე, რა­ზეც წე­სით, არ უნდა იფიქ­რო. ვამ­ბობ­დი, ოღონდ და­ვი­ნა­ხო და ჯან­მრთე­ლი იყოს-მეთ­ქი. ღმერ­თმა შე­ის­მი­ნა ჩემი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა და ჩემი თადა ერეკ­ლე ზუს­ტად ისე­თი და­ი­ბა­და, რო­გორ­ზეც მი­ოც­ნე­ბია. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ­დე­ნად ლა­მა­ზია, ასეთ­ზეც არ მი­ოც­ნე­ბია (იცი­ნის).

ახლა მე და გი­ორ­გი ვსხედ­ვართ და ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე, რას ვა­კე­თებ­დით თადა ერეკ­ლეს გა­რე­შე, რო­გორ ვცხოვ­რობ­დით. გი­ორ­გი მარ­ტი­ვად მპა­სუ­ხობს: უბ­რა­ლოდ, კარ­გად გვე­ძი­ნაო (იცი­ნის).

ნი­ნოს თქმით, რო­გორც ბე­ბია შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი არ არის, რად­გან ნოა დე­დის დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

– მე იმ დო­ზით არ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ახლა დე­და­ჩე­მია ჩარ­თუ­ლი თადა ერეკ­ლეს აღ­ზრდა­ში, რო­გორც იყო ამი­კოს აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი. თადა ერეკ­ლეს ორი­ვე ბე­ბია, დე­და­ჩე­მიც და მე­უღ­ლის დე­დაც, ორი­ვე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მის აღ­ზრდა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მე ამ დო­ზით არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში. ნოა იზ­რდე­ბა დე­დის დე­დას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალ­ბა­ტონ­თან და გა­მო­დის, რომ მე შვი­ლიშ­ვილ­თან უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

ჩემი შვი­ლი დი­დია, გი­ორ­გის შვი­ლე­ბიც 20 და 16 წლი­სე­ბი არი­ან, თადა ერეკ­ლე კი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და შე­სა­ბა­მი­სად, დიდ­ხანს იქ­ნე­ბა ჩვენ­თან, ამა­ზე ფიქ­რი ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს.

ამ­ბობს, რომ ძილი მარ­თლა აკ­ლი­ათ, მაგ­რამ მე­უღ­ლე­ებს შო­რის ბავ­შვის მოვ­ლის სა­კი­თხი ღა­მით თა­ნაბ­რად არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

– მე­უღ­ლე ძა­ლი­ან კარ­გი მა­მაა. ზო­გა­დად, უფ­როს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვხე­დავ­დი, რომ გი­ორ­გი ფან­ტას­ტი­კუ­რი მა­მა­აა და თადა ერეკ­ლეს­თა­ნაც ზუს­ტად ისე­თი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ­საც ვე­ლო­დი. ღამე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მე, მაქ­სი­მუმ, სამ სა­ა­თამ­დე გავძლო, მერე მე­ძი­ნე­ბა. თან, ძა­ლი­ან ღრმა ძილი მაქვს და ბავ­შვის ტი­რილ­ზე არ მეღ­ვი­ძე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გის სამ სა­ა­თამ­დე სძი­ნავს, შემ­დეგ დგე­ბა და დი­ლამ­დე უვ­ლის ბავ­შვს.

ზო­გა­დად, მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ არ­ცერთ ასაკ­ში არ არის შვი­ლის გა­ჩე­ნა გვი­ან. ნუ მო­აკ­ლებთ სა­კუ­თარ თავს ამ უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტიგმე­ბის გამო.

თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია. რად­გან წყვი­ლის სა­ერ­თო შვი­ლი მისი მე­უღ­ლის­თვის მე­სა­მე შვი­ლი, ამის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

– გი­ორ­გის­თვის თადა ერეკ­ლე მე­სა­მე შვი­ლია, ჩემ­თვის – მე­ო­რე. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ვი­კი­თხე და მი­თხრეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, პატ­რი­არ­ქს მო­ე­ნათ­ლა. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ მოვ­ნათ­ლეთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება

აგვისტოს ბოლო, ნინო თოლორდავა დედა გახდა. ჟურნალისტს მეორე ქორწინებაში მეორე შვილი შეეძინა. თადა ერეკლე სუროგაციის საშუალებით დაიბადა. როგორც ნინომ გადაცემაში „სთორი“ აღნიშნა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო.

ნინოს მეუღლე ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი შვილი ჰყავს. ნინო ასევე ახალგაზრდა ბებიაა, ამიკო ხაზალია, რომელიც ნინოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, 3 წლის ნოას მამაა.

ჟურნალისტმა "თბილისელებთან" იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც შვილის დაბადებას მოჰყვა. ამბობს, რომ თადა ერეკლემ მისი და გიორგის ოჯახური ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გახადა.

- როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველ და მეორე შვილს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას.

ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.

მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.

ცხრა თვე ყველაფერზე ვღელავდი. ხომ ორი თვალი და ორი ფეხი ექნება, ხომ კარგად იქნება – ისეთ რამეებზე ვღელავდი, ძალიან ელემენტარულსა თუ მნიშვნელოვანზე, რაზეც წესით, არ უნდა იფიქრო. ვამბობდი, ოღონდ დავინახო და ჯანმრთელი იყოს-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება და ჩემი თადა ერეკლე ზუსტად ისეთი დაიბადა, როგორზეც მიოცნებია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმდენად ლამაზია, ასეთზეც არ მიოცნებია (იცინის).

ახლა მე და გიორგი ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, რას ვაკეთებდით თადა ერეკლეს გარეშე, როგორ ვცხოვრობდით. გიორგი მარტივად მპასუხობს: უბრალოდ, კარგად გვეძინაო (იცინის).

ნინოს თქმით, როგორც ბებია შვილიშვილის აღზრდაში ჩართული არ არის, რადგან ნოა დედის დედასთან იზრდება.

– მე იმ დოზით არ ვიყავი ჩართული ჩემი შვილიშვილის აღზრდაში, როგორც მაგალითად, ახლა დედაჩემია ჩართული თადა ერეკლეს აღზრდაში, როგორც იყო ამიკოს აღზრდაში ჩართული. თადა ერეკლეს ორივე ბებია, დედაჩემიც და მეუღლის დედაც, ორივე თავიდან ბოლომდე მონაწილეობენ მის აღზრდაში. სამწუხაროდ, მე ამ დოზით არ ვმონაწილეობდი ჩემი შვილიშვილის აღზრდაში. ნოა იზრდება დედის დედასთან, არაჩვეულებრივ ქალბატონთან და გამოდის, რომ მე შვილიშვილთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

ჩემი შვილი დიდია, გიორგის შვილებიც 20 და 16 წლისები არიან, თადა ერეკლე კი ძალიან პატარაა და შესაბამისად, დიდხანს იქნება ჩვენთან, ამაზე ფიქრი ძალიან გვახარებს.

ამბობს, რომ ძილი მართლა აკლიათ, მაგრამ მეუღლეებს შორის ბავშვის მოვლის საკითხი ღამით თანაბრად არის განაწილებული.

– მეუღლე ძალიან კარგი მამაა. ზოგადად, უფროს შვილებთან ურთიერთობაში ვხედავდი, რომ გიორგი ფანტასტიკური მამააა და თადა ერეკლესთანაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ღამე ძალიან მეხმარება. მე, მაქსიმუმ, სამ საათამდე გავძლო, მერე მეძინება. თან, ძალიან ღრმა ძილი მაქვს და ბავშვის ტირილზე არ მეღვიძება. შესაბამისად, გიორგის სამ საათამდე სძინავს, შემდეგ დგება და დილამდე უვლის ბავშვს.

ზოგადად, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არცერთ ასაკში არ არის შვილის გაჩენა გვიან. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ამ უდიდეს ბედნიერებას საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტიგმების გამო.

თადა ერეკლე პატრიარქის ნათლულია. რადგან წყვილის საერთო შვილი მისი მეუღლისთვის მესამე შვილი, ამის უფლება მისცეს.

– გიორგისთვის თადა ერეკლე მესამე შვილია, ჩემთვის – მეორე. საპატრიარქოში ვიკითხე და მითხრეს, რომ შესაძლებელი იყო, პატრიარქს მოენათლა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ამიტომ სასწრაფოდ მოვნათლეთ.

წაიკითხეთ ასევე: