მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს ბევრი ნარკოტიკი და ქალები შიშველი მკერდით" - დასავლური მედია P.Diddy-ს წვეულებიდან კადრებსა და 6 წლის ბიჭის მოგონებებს აქვეყნებს
"მახსოვს ბევრი ნარკოტიკი და ქალები შიშველი მკერდით" - დასავლური მედია P.Diddy-ს წვეულებიდან კადრებსა და 6 წლის ბიჭის მოგონებებს აქვეყნებს

Nypost შონ “დიდი“ კომბსის “თეთ­რი წვე­უ­ლე­ბის“ 6 წლის სტუმ­რის, მო­გო­ნე­ბებს აქ­ვეყ­ნებს.

ჯას­ტინ ლი­ტოვ­სკიმ, რო­მე­ლიც ახლა 30 წლი­საა, გა­იხ­სე­ნა, რომ შონ დი­დის წვე­უ­ლე­ბას, რო­მე­ლიც “ჰემპტონ­ში“ იმარ­თე­ბო­და, 6 წლის ასაკ­ში შე­ეს­წრო.

  • ”მახ­სოვს ბევ­რი ნარ­კო­ტი­კი და ქა­ლე­ბი შიშ­ვე­ლი მკერ­დით აუზ­ში“, - იხ­სე­ნებს ლი­ტოვ­სკი.

მისი თქმით, ეს 1999 წლის 3 ივ­ლისს მოხ­და. მისი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­ში და აუზ­ში ცურ­ვა იყო, თუმ­ცა სხვა ბავ­შვე­ბი მას იქ არ უნა­ხავს. დე­დამ - მაია ლი­ტოვ­სკიმ დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ მის­ცა და სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და იქა­უ­რო­ბას.

  • ფო­ტო­ებს წვე­უ­ლე­ბა­ზე ჯას­ტი­ნის დედა იღებ­და. მან აღ­ბეჭ­და ცნო­ბი­ლი მაგ­ნა­ტე­ბი, რე­პე­რის ოჯა­ხი, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი.

”არ მი­ვე­ცი ჩემს შვილს იქ დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა. ყველ­გან ბოთ­ლე­ბი ეყა­რა და შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და მცი­რე­წლო­ვა­ნის­თვის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ დარ­თეს ჩემს შვილს ნება, წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­სუ­ლი­ყო.

ჩვენ არ გვი­ნა­ხავს ორ­გი­ე­ბი და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სცე­ნე­ბი, თუმ­ცა წვე­უ­ლე­ბი­დან მალე, სა­ღა­მოს 21:30 სა­ათ­ზე წა­მო­ვე­დით და შემ­დეგ იქ რა მოხ­და, არა­ვინ იცის“,- აცხა­დებს მაია ლი­ტოვ­სკი.

თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რე­პე­რის წვე­უ­ლე­ბებს “ჰო­ლი­ვუ­დის“ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

The Post-ი წვე­უ­ლე­ბი­დან ფო­ტო­ებს და ვი­დე­ოს მო­ნაკ­ვეთს აქ­ვეყ­ნებს.

ნა­ხა­ტი სექ­ტემ­ბერ­ში, ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში გი­რა­ოს გან­ხილ­ვი­სას. ფოტო: REUTERS

54 წლის შონ კომბსის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­მო­აშ­კა­რავ­და. ით­ქვა, რომ ამ წვე­უ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა "დაშ­ვე­ბის დონე" ჰქონ­და: ერთ დო­ნე­ზე ეს­წრე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, კელი ოს­ბორ­ნი, ჯეი ზი და ბი­ონ­სე, მე­რა­ია კერი და მისი ქმა­რი ნიკ კე­ნო­ნი, ტომი ლი და პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და მრა­ვა­ლი სხვა. ხოლო სხვა დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც "ფრიქ-შოუს" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, ხდე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი: ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ნარ­კო­ტი­კებს იღებ­დნენ და მათ აი­ძუ­ლებ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, "ფრიქ-შოუს" მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ სექს-მა­რა­თო­ნე­ბით, რომ მათ კა­თე­ტე­რე­ბის დად­გმაც კი სჭირ­დე­ბო­დათ. ამ­ჟა­მად რე­პე­რი პა­ტიმ­რო­ბა­შია: მო­სა­მარ­თლემ უარ­ყო მისი თხოვ­ნა 50-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მახსოვს ბევრი ნარკოტიკი და ქალები შიშველი მკერდით" - დასავლური მედია P.Diddy-ს წვეულებიდან კადრებსა და 6 წლის ბიჭის მოგონებებს აქვეყნებს

"მახსოვს ბევრი ნარკოტიკი და ქალები შიშველი მკერდით" - დასავლური მედია P.Diddy-ს წვეულებიდან კადრებსა და 6 წლის ბიჭის მოგონებებს აქვეყნებს

Nypost შონ “დიდი“ კომბსის “თეთრი წვეულების“ 6 წლის სტუმრის, მოგონებებს აქვეყნებს.

ჯასტინ ლიტოვსკიმ, რომელიც ახლა 30 წლისაა, გაიხსენა, რომ შონ დიდის წვეულებას, რომელიც “ჰემპტონში“ იმართებოდა, 6 წლის ასაკში შეესწრო.

  • ”მახსოვს ბევრი ნარკოტიკი და ქალები შიშველი მკერდით აუზში“, - იხსენებს ლიტოვსკი.

მისი თქმით, ეს 1999 წლის 3 ივლისს მოხდა. მისი ერთადერთი სურვილი თანატოლებთან თამაში და აუზში ცურვა იყო, თუმცა სხვა ბავშვები მას იქ არ უნახავს. დედამ - მაია ლიტოვსკიმ დარჩენის უფლება არ მისცა და სასწრაფოდ გაარიდა იქაურობას.

  • ფოტოებს წვეულებაზე ჯასტინის დედა იღებდა. მან აღბეჭდა ცნობილი მაგნატები, რეპერის ოჯახი, მომსახურე პერსონალი, მოცეკვავეები და სხვა სტუმრები.

”არ მივეცი ჩემს შვილს იქ დარჩენის უფლება. ყველგან ბოთლები ეყარა და შიშველი ქალები იყვნენ. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ნორმალური იქნებოდა მცირეწლოვანისთვის. საინტერესოა, როგორ დართეს ჩემს შვილს ნება, წვეულებაზე შესულიყო.

ჩვენ არ გვინახავს ორგიები და პორნოგრაფიული სცენები, თუმცა წვეულებიდან მალე, საღამოს 21:30 საათზე წამოვედით და შემდეგ იქ რა მოხდა, არავინ იცის“,- აცხადებს მაია ლიტოვსკი.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეპერის წვეულებებს “ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან ერთად, არასრულწლოვნები და ბავშვებიც ესწრებოდნენ.

The Post-ი წვეულებიდან ფოტოებს და ვიდეოს მონაკვეთს აქვეყნებს.

ნახატი სექტემბერში, ფედერალურ სასამართლოში გირაოს განხილვისას. ფოტო: REUTERS

54 წლის შონ კომბსის დაკავების შემდეგ, მისი ორგანიზებული წვეულებების შესახებ სხვადასხვა დეტალი გამოაშკარავდა. ითქვა, რომ ამ წვეულებებს სხვადასხვა "დაშვების დონე" ჰქონდა: ერთ დონეზე ესწრებოდნენ ვარსკვლავები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, სარა ჯესიკა პარკერი, კელი ოსბორნი, ჯეი ზი და ბიონსე, მერაია კერი და მისი ქმარი ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ხოლო სხვა დონეზე, რომელიც "ფრიქ-შოუს" სახელით იყო ცნობილი, ხდებოდა უკანონო ქმედებები: ქალები და მამაკაცები ნარკოტიკებს იღებდნენ და მათ აიძულებდნენ სექსუალურ აქტებში მონაწილეობას.

პროკურორების თქმით, "ფრიქ-შოუს" მონაწილე ქალები იმდენად გადაღლილები იყვნენ სექს-მარათონებით, რომ მათ კათეტერების დადგმაც კი სჭირდებოდათ. ამჟამად რეპერი პატიმრობაშია: მოსამართლემ უარყო მისი თხოვნა 50-მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

იხილეთ ასევე: