სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზენტაცია გადადეს, კორონა აქვსო კობახიძესო, არადა მშვენივრად იყო... ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და რომ გამოჰყავთ, ანუ სერიოზული პრობლემები აქვთ" - ჯაფარიძე
"პრეზენტაცია გადადეს, კორონა აქვსო კობახიძესო, არადა მშვენივრად იყო... ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და რომ გამოჰყავთ, ანუ სერიოზული პრობლემები აქვთ" - ჯაფარიძე

ბი­ძი­ნას წე­რი­ლი და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვი­ლის უკან და­ხე­ვა იმას ანიშ­ნებს, რომ შიგ­ნით რა­ღაც ხდე­ბა. მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცებ­მა კი­თხვე­ბის დას­მა და­ი­წყეს, ან წუ­ხი­ლე­ბი გა­მოთ­ქვეს, ან აბუნტდნენ, - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ (გირ­ჩი) ჯა­ფა­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიდა და­ძა­ბუ­ლო­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბას, მისი თქმით, "შიგ­ნით აქვთ რა­ღაც პრობ­ლე­მა".

  • მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წევ­რე­ბის ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს, რო­მელ­საც აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ამ­ზა­დებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს, რომ­ლებ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­რან­ტი­ებს აძ­ლევ­და, რომ სან­ქცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბო­და, ახლა უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ სან­ქცი­ე­ბი ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია. ყვე­ლა­ზე მე­ტად რი­სიც ეში­ნი­ათ, ეს არის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის სან­ქცია არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, ხა­ზი­ნა თუ გა­დებს სან­ქცი­ას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან გან­დევ­ნი­ლი ხარ. ვერ­ცერთ ბან­კში ვერ წა­ი­ღე­ბენ ფულს.

ბი­ძი­ნას წე­რი­ლი და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვი­ლის უკან და­ხე­ვა იმას ანიშ­ნებს, რომ შიგ­ნით რა­ღაც ხდე­ბა. მგო­ნია, რომ ვი­ღა­ცებ­მა კი­თხვე­ბის დას­მა და­ი­წყეს, ან წუ­ხი­ლე­ბი გა­მოთ­ქვეს, ან აბუნტდნენ. სხვა ახ­სნა არ მაქვს ამ უკან და­ხე­ვებ­ზე. აშ­კა­რად რა­ღაც ხდე­ბა, პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია უნდა ჰქო­ნო­დათ და გა­და­დეს, კო­რო­ნა აქ­ვსო [ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე], დღეს გა­მო­ვი­და და მშვე­ნივ­რად იყო. სხვა რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა შიგ­ნით, რის გა­მოც რა­ღა­ცებს ვერ ალა­გე­ბენ. აქამ­დე ასე­თი არე­უ­ლე­ბი არ ჩან­დნენ.

ბი­ძი­ნა, რომ გა­მოჰ­ყავთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ბი­ძი­ნა სა­ჯა­როდ გა­მო­დის მა­შინ, რო­დე­საც ძა­ლი­ან უჭირთ. ბი­ძი­ნას­თვის ყვე­ლა­ზე სა­ზი­ზღა­რი საქ­მეა სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლა და სუფ­ლი­ორ­ზე კი­თხვა, რად­გან კი­თხვის და ლა­პა­რა­კის პრობ­ლე­მა აქვს. სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში პირ­ველ ნომ­რად რომ ჩა­წე­რეს, ესეც მა­გის სინ­დი­კა­ტო­რია. მათ­თვის თი­თო­ე­უ­ლი ხმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის, რომ არ­ჩევ­ნებს აგე­ბენ, გა­სა­გე­ბია, ამის გარ­და შიგ­ნით აქვთ რა­ღაც პრობ­ლე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, ჯა­ფა­რი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას არ შექ­მნის.

„ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის­გან ან პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­გან „ოც­ნე­ბას­თან“ რა­ი­მე ტი­პის თა­მა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ი­ცი­დი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ რო­მე­ლი­მემ გა­ბე­დოს მსგავ­სი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა.

„ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ის ნაკ­ლებ მან­და­ტებს იღებს, უმ­რავ­ლე­სო­ბას კი ოპო­ზი­ცია აკომ­პლექ­ტებს“, - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ თა­ვის ხმებს ბო­ლომ­დე და­ი­ცავს.

„ივა­ნიშ­ვილს უნდა ეს­მო­დეს, რომ ჩვენ ვა­პი­რებთ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე! თუ ის ეც­დე­ბა თა­ვი­სი ხე­ლით და­წე­როს რა­ღა­ცე­ბი, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შერ­ჩე­ბა. ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის გან­წყო­ბა არის ეს, მათ შო­რის, იმ ხალ­ხის, ვინც ჩვენ მოგ­ვყვე­ბა, მათი გან­წყო­ბაც არის მსგავ­სი. რა რი­ცხვე­ბიც გვექ­ნე­ბა, იმ რი­ცხვებს ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ! თუ ამა­ზე წავ­ლენ, ჩვენც ყვე­ლა­ფერ­ზე ვართ წამ­სვლე­ლე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა მან.

კი­თხვა­ზე, რა იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, ჯა­ფა­რი­ძე ასე პა­სუ­ხობს: „ნე­ბის­მი­ე­რი რამ. ჩვენ ვა­პი­რებთ ბო­ლომ­დე და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ლე­გი­ტი­მა­ცია“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"პრეზენტაცია გადადეს, კორონა აქვსო კობახიძესო, არადა მშვენივრად იყო... ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და რომ გამოჰყავთ, ანუ სერიოზული პრობლემები აქვთ" - ჯაფარიძე

"პრეზენტაცია გადადეს, კორონა აქვსო კობახიძესო, არადა მშვენივრად იყო... ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და რომ გამოჰყავთ, ანუ სერიოზული პრობლემები აქვთ" - ჯაფარიძე

ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნების" შიდა დაძაბულობა არ უკავშირდება არჩევნების წაგებას, მისი თქმით, "შიგნით აქვთ რაღაც პრობლემა".

  • მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების ფინანსურ სანქციებს, რომელსაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამზადებს.

"ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი გარანტიებს აძლევდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ სანქციები ძალიან რეალურია. ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის ფინანსური სანქციები. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცია არის ყველაზე რთული, ხაზინა თუ გადებს სანქციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყაროსგან განდევნილი ხარ. ვერცერთ ბანკში ვერ წაიღებენ ფულს.

ბიძინას წერილი და რაჟდენ კუპრაშვილის უკან დახევა იმას ანიშნებს, რომ შიგნით რაღაც ხდება. მგონია, რომ ვიღაცებმა კითხვების დასმა დაიწყეს, ან წუხილები გამოთქვეს, ან აბუნტდნენ. სხვა ახსნა არ მაქვს ამ უკან დახევებზე. აშკარად რაღაც ხდება, პროგრამის პრეზენტაცია უნდა ჰქონოდათ და გადადეს, კორონა აქვსო [ირაკლი კობახიძე], დღეს გამოვიდა და მშვენივრად იყო. სხვა რაღაცები ხდება შიგნით, რის გამოც რაღაცებს ვერ ალაგებენ. აქამდე ასეთი არეულები არ ჩანდნენ.

ბიძინა, რომ გამოჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. ბიძინა საჯაროდ გამოდის მაშინ, როდესაც ძალიან უჭირთ. ბიძინასთვის ყველაზე საზიზღარი საქმეა საჯაროდ გამოსვლა და სუფლიორზე კითხვა, რადგან კითხვის და ლაპარაკის პრობლემა აქვს. საარჩევნო სიაში პირველ ნომრად რომ ჩაწერეს, ესეც მაგის სინდიკატორია. მათთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ის, რომ არჩევნებს აგებენ, გასაგებია, ამის გარდა შიგნით აქვთ რაღაც პრობლემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, არცერთი პოლიტიკური პარტია “ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნის.

„ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ან პოლიტიკური გუნდისგან „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თამაში, პოლიტიკური სუიციდი იქნება. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რომელიმემ გაბედოს მსგავსი რაღაცის გაკეთება.

„ოცნების“ დამარცხება ნიშნავს იმას, რომ ის ნაკლებ მანდატებს იღებს, უმრავლესობას კი ოპოზიცია აკომპლექტებს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს.

„ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე! თუ ის ეცდება თავისი ხელით დაწეროს რაღაცები, არცერთ შემთხვევაში არ შერჩება. ჩვენი კოალიციის განწყობა არის ეს, მათ შორის, იმ ხალხის, ვინც ჩვენ მოგვყვება, მათი განწყობაც არის მსგავსი. რა რიცხვებიც გვექნება, იმ რიცხვებს ბოლომდე დავიცავთ! თუ ამაზე წავლენ, ჩვენც ყველაფერზე ვართ წამსვლელები“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა იგულისხმება ყველაფერში, ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ნებისმიერი რამ. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმაცია“.