ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მან ირანი სახელით ვერ მოიხსენია და ირანის აგრესია კატეგორიულად ვერ დაგმო. ის, ვინც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ირანის საშინელ თავდასხმას ვერ გმობს, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუტერეში ამბობს, რომ გასული კვირიდან მოვლენები “ცუდიდან გაცილებით, გაცილებით ცუდისკენ წავიდა”.
გუტერეშმა ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ისრაელის ავიადარტყმები როგორც “დაუნდობელი” აღწერა და განაცხადა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის წინადადება არსებობდა, რომელიც, მისი თქმით, ისრაელმა უარყო და თავისი ავიადარტყმების რაოდენობა “გაზარდა”.