ავტორი:

ყოფილი უვადო მოსამართლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილებით და ულამაზესი მეუღლით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი?

ყოფილი უვადო მოსამართლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილებით და ულამაზესი მეუღლით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი?

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.

აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა. მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს, მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

  • რა არის ცნობილი ახალ მინისტრზე?

ალექსანდრე წულაძე 1984 წელს, ბათუმში დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა თბილისის #58-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 2006 წელს დაასრულა.

"2009/2010 წლებში ვსწავლობდი ქ. რომში “ლა საპიენცას” უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრატურაზე. ხოლო, 2011 წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის დოქტორანტურაზე. 2016 წელს მომენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Summa Cum Laude შეფასებით. 2005/2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად ვიყავი სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების დეპარტამენტში. 2007/2009 წლებში ვმუშაობდი კერძო იურიდიულ კომპანიებში. ხოლო, სამაგისტრო პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ 2011/2012 წლებში კონკურსის გზით დავინიშნე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველის თანამდებობაზე. 2012/2014 წლებში გავხდი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2014/2015 წლებში იმავე დეპარტამენტის უფროსი. 2015/2017 წლებში ვმუშაობდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლიდან დღემდე ვიყავი იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი. ამავდროულად ვეწევი აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტებში. 2013 წელს მოვიპოვე მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებით სამართლის კვლევითი ცენტრის გრანტი და ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარის სტატუსი. მომდევნო წელს გავხდი JAMS Foudation-ის პირველი ქართველი სტიპენდიანტი. ამასთანავე, გამოქვეყნებული მაქვს კომერციული სამართლის მიმართულებით ორი სახელმძღვანელო და რამდენიმე სტატია. გარდა მშობლიური ქართული ენისა, ვფლობ ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს", - ვკითხულობთ მის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწერილ ავტობიოგრაფიაში.

აკადემიური საქმიანობის გარდა, საკმაოდ შთამბეჭდავია მისი სამუშაო გამოცდილებაც:

2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;

2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;

2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;

2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;

2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;

2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;

2010 – 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;

2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;

2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

  • ოჯახური მდგომარეობა

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჰყავს მეუღლე ეკატერინე ჯანაშია.

ისიც პროფესიით იურისტია, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომსა და თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს საკორპორაციო სამართლის (საგადასახადო სამართლის კონცენტრაციით) მიმართულებით. 2019 წლიდან ეკატერინეს გავლილი აქვს ედვარდსის მედიაციის აკადემიისა (EMA) და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (GAM) ერთობლივი პროგრამა.

ამჟამად მუშაობს საგადასახადო კონსულტანტად კომპანია Andersen Global-ში.

წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს - 2023 წელს დაბადებული კონსტანტინე.

  • ქონებრივი დეკლარაცია

"ბიზნესპრესნუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ალექსანდრე წულაძე.

მის მიერ წელს, ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, განათლების ახალი მინისტრის სახელზეა: 2 ბინა თბილისში, 2 ავტოფარეხი, სარდაფი, 2 მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.

ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ასევე თბილისში. წაიკითხეთ სრულად