მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას - “ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ“
როგორ ეხმაურებიან ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას - “ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ“

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის კუ­თხით საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლებს - რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი, რაც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქვა, ტყუ­ი­ლია“, - ამის შე­სა­ხებ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს არ აქვს არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ მი­სი­ებს აუხ­სნას, რა­ტომ შე­უც­ვა­ლეს მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სტა­ტუ­სი და რა­ტომ აუკ­რძა­ლეს არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

“რა თქმა უნდა, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის კუ­თხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ვაკ­ვირ­დე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის დღეს უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ქოლ­გის ქვეშ, თუმ­ცა ასე­ვე, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია “ჩემი ხმის“ წევ­რი ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ არ­ჩევ­ნებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად. გა­ვაგ­რძე­ლებთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ისე, რო­გორც ამას ვა­კე­თებ­დით რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს. ჩვენ ამ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნებს და­ვაკ­ვირ­დით. გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ცხა­დია, ისი­ნი შე­ეც­დე­ბოდ­ნენ, რომ გარ­კვე­უ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მო­ე­ძებ­ნათ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რაც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქვა, ტყუ­ი­ლია. მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი, რათა აუხ­სნან სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ მი­სი­ებს, რა­ტომ შეგ­ვიც­ვა­ლეს სტა­ტუ­სი და რა­ტომ აგ­ვიკ­რძა­ლეს არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. ამი­ტომ, ეს არის ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის და ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ ბრძო­ლას აქვს აზრი, ამი­ტომ კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, და­რე­გის­ტრირ­დნენ ჩვენს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში და ყვე­ლა გა­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე, რად­გან ეს არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

  • ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­უქ­მე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფა­სებს “აირ­ჩიე ევ­რო­პის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, რო­მელ­საც პრო­ცე­სი უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წია სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბა.

“თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გვთქვათ, რომ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ და ჩვე­ნი სა­ხით გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ ბრი­ფინგზე.

“მო­გე­სალ­მე­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის სა­ხე­ლით. ჩვენ, “აირ­ჩიე ევ­რო­პა“ ვი­ყა­ვით სა­ხელ­მწი­ფო რეპ­რე­სი­ე­ბის პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე. 6 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო ეს რეპ­რე­სი­ე­ბი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ და დღეს თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია გვთქვათ, რომ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ და ჩვე­ნი სა­ხით გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს გა­მარ­ჯვე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გამო. პირ­ველ­ყოვ­ლი­სა იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წია ჩვე­ნი სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბა. მე­ო­რეს მხრივ, იმი­ტომ რომ ჩვენ ამით ვიხ­სე­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რის­გან და რაც მთა­ვა­რია, ეს არის “აირ­ჩეს ევ­რო­პას“ მიერ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მძლავ­რი ნა­ბი­ჯი და აგუ­რი 26 ოქ­ტომ­ბრის სა­ერ­თო სა­ხალ­ხო გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ დღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს“, მის დი­რექ­ტორს ეკა გი­გა­ურს, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია “აირ­ჩიე ევ­რო­პას“, მის დამ­ფუძ­ნე­ბელს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე­სა და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლებს “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის“ სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მა.

მა­ნამ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­უ­წო­და. კერ­ძოდ, პრე­მი­ერ­მა გუ­შინ, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს მი­მარ­თა, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა" და “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რე­ბულ სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას - “ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ“

როგორ ეხმაურებიან ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას - “ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებზე დაკვირვების კუთხით საქმიანობას გააგრძელებს - რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია“, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს აუხსნას, რატომ შეუცვალეს მის ორგანიზაციას სტატუსი და რატომ აუკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება.

“რა თქმა უნდა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გააგრძელებს თავის საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით არჩევნების დღეს უშუალოდ ჩვენი ქოლგის ქვეშ, თუმცა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წევრი ვართ, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს დავაკვირდებით ჩვენი კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ისე, როგორც ამას ვაკეთებდით რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა არჩევნებს დავაკვირდით. გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, რომ გარკვეული არგუმენტები მოეძებნათ, თუმცა ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია. მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რათა აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო სამართლებრივ მისიებს, რატომ შეგვიცვალეს სტატუსი და რატომ აგვიკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება. ამიტომ, ეს არის ჩვენი კოალიციის და ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, დარეგისტრირდნენ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაში და ყველა გავიდეს არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაუქმებულ გადაწყვეტილებას აფასებს “აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც პროცესი უშუალოდ შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწია სიმართლის აღიარება.

“თამამად შეგვიძლია გვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ ბრიფინგზე.

“მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით. ჩვენ, “აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია გვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის “აირჩეს ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა.

მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. კერძოდ, პრემიერმა გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, “საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

იხილეთ ასევე: