სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“ - ოლაფ შოლცი
“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“ - ოლაფ შოლცი

“სა­ქარ­თვე­ლომ ახ­ლა­ხან ანტი-LGBTQI კა­ნო­ნი მი­ი­ღო, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას შორ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ოლაფ შოლცმა ბერ­ლინ­ში, “სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის მიერ ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვი­სუფ­ლად, ში­შის გა­რე­შე და უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და სი­ძულ­ვი­ლის, ძა­ლა­დო­ბის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა­გან და­ცუ­ლი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ოლაფ შოლცმა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

“სა­ქარ­თვე­ლომ, მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან ანტი-LGBTQI კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლია და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს არ­ღვევს. გარ­კვე­ვით ვი­ტყვი: ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას შორ­დე­ბა. კარ­გია, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევთ და სო­ლი­და­რო­ბას ავ­ლენთ“, - აღ­ნიშ­ნა ოლაფ შოლცმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“ - ოლაფ შოლცი

“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“ - ოლაფ შოლცი

“საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გერმანიაში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრება და სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მოგზაურობისას არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულარულად ხვდება და სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ საუბრობს.

“საქართველომ, მაგალითად, ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, რომელიც დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. გარკვევით ვიტყვი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება. კარგია, რომ ასეთ შემთხვევებს ყურადღებას აქცევთ და სოლიდარობას ავლენთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.