საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?
"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

ის­რა­ელ­ში, თელ-ავი­ვის რა­ი­ონ­ში, კერ­ძოდ, ია­ფა­ში 1-ლ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და. ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­შავ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ნამ­დე რვა და­ღუ­პულ­ზე სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს რი­ცხვი და­ზუს­ტდა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს რამ­დე­ნი­მე უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე.

ორი ტე­რო­რის­ტი, რო­მელ­თა­გან ერთი თო­ფით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მე­ო­რე კი - და­ნით, თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას თელ-ავი­ვის ტრამ­ვა­ი­ში, შემ­დეგ კი გა­ვიდ­ნენ გა­ჩე­რე­ბა­ზე და ეს­როდ­ნენ და ჩეხ­დენ ხალ­ხს ქა­ლა­ქის იე­რუ­სა­ლი­მის ქუ­ჩა­ზე.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცერ­მა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­მა ეს­რო­ლეს და გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს ტე­რო­რის­ტე­ბი.

ორი­ვე ტე­რო­რის­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ერთი არის მეჰ­მედ ხა­ლაფ სა­ჰერ რა­ჯა­ბი და მე­ო­რე - ჰა­სან მუ­ჰა­მედ ჰა­სან ტა­მი­მი, ორი­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლია ჰებ­რო­ნის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან. გვი­ან ღა­მით ცა­ჰალ­მა მათ სახ­ლებ­ში რე­ი­დე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, 8 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ისი­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს ვოლფ­სო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ჰო­ლონ­ში და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თელ-ავივ­ში. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ციც, რო­მელ­საც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტმა და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ის ვე­ღარ გა­და­არ­ჩი­ნეს და იხი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერთ, ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი.

ტე­რაქტს შე­ეს­წრო ქარ­თვე­ლი ანუშ­კა ბორჩხა­ძე, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ზე გვიყ­ვე­ბა:

"ცხოვ­რე­ბა­ში ასე არას­დროს შემ­ში­ნე­ბია. მო­ლო­დინ­შიც ვი­ყა­ვით თავ­დას­ხმის, შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დუ­ლად ნი­უ­სებს თვალს ვავ­ლებ­დი სიფრ­თხი­ლის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მეტრში ვი­ყა­ვი მეტ­როს სად­გუ­რი­დან, სა­დაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მოხ­და, ყურ­სას­მე­ნი მე­კე­თა და თა­ვი­დან ხმა ვერ გა­ვი­გე, თუმ­ცა ხალ­ხის რე­აქ­ცი­ებ­ზე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და, და­ი­წყეს მა­ღა­ზი­ებ­ში შიგ­ნი­დან ჩა­კეტ­ვა და "პი­გუ­ას" (ტე­რო­რი­ტუ­ლი თავ­დას­ხმა) ძა­ხი­ლი, მეც სას­წრა­ფოდ მოვ­ბრუნ­დი, სხვა ქუ­ჩის­კენ გა­ვი­ქე­ცი, რომ სად­მე დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი, მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ბევ­რი სას­წრა­ფო მან­ქა­ნა, გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბით და ბევ­რი პო­ლი­ცია, მივ­ხვდი, რომ დიდ ტე­რაქტთან გვქონ­და საქ­მე. გა­ვი­ქე­ცი, რომ გავ­ცლო­დი ტე­რი­ტო­რი­ას (ვერც ტაქსს ვი­ძა­ხებ­დი და ვერც ვრე­კავ­დი ვერ­სად) სას­წა­რა­ფოდ პირ­ვე­ლი­ვე მო­სულ ავ­ტო­ბუს­ში შევ­ვარ­დით, ჩემ­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო’’, - გვი­ამ­ბობს ანუშ­კა.

პა­ნი­კი­სა და ში­შის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნამ გზა ავ­ტო­ბუ­სით გა­ნაგ­რძო, თუმ­ცა მა­ლე­ვე სა­რა­კე­ტო გან­გა­შის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­უ­ვი­და, ირა­ნი ის­რა­ელ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შებს იწყებ­და, მძღოლ­მაც მგზავ­რებს ტრან­სპორ­ტი­დან ჩას­ვლა უბ­რძა­ნა, რათა უსაფრ­თხო ად­გი­ლას ან თავ­შე­საფ­რებ­ში და­მა­ლუ­ლიყ­ვნენ.

’’ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლი­დან 5 წუთ­ში ტე­ლე­ფონ­ზე გან­გა­შის SOS შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, მსგავ­სი ადრე არა­სო­დეს მო­სუ­ლა, ში­შის­გან მე­გო­ნა, რომ სრო­ლებ­ში მოვ­ყე­ვით და ავ­ტო­ბუს­ში, სკა­მებს შო­რის ჩა­ვი­მა­ლე, მძღოლ­მა გვი­თხრა, რომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და გვე­პო­ვა უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რი, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 წუთ­ში ჩა­ირ­თო უკვე გან­გა­შის სიგ­ნა­ლი, 7 ოქ­ტომ­ბრის ამ­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და და არ მინ­დო­და, სა­ჯა­რო თავ­შე­სა­ფარ­ში ჩას­ვლა, ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში, რად­გან შარ­შან ტე­რო­რის­ტებ­მაც ზუს­ტად ასე­თი თავ­შე­საფ­რე­ბი აა­ფეთ­ქეს. გა­დავ­წყვი­ტე, რომ გზა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ფე­ხით, თან მე­გობ­რებს მი­სა­მართს ვუგ­ზავ­ნი­დი, სად ვი­ყა­ვი, ყვე­ლას გვი­ჭირ­და ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სამ­ჯერ ჩა­ირ­თო გან­გა­შის ზარი, ჩემს თავ­ზე რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, ყვე­ლა მხრი­დან ვხე­დავ­დი. გზად კი­დევ ერთ მომ­ხდარ ტე­რაქტს შე­ვეს­წა­რი, ისევ მეტ­რო სად­გურ­ზე, და­ნით დაჭ­რა გამ­ვლე­ლი ტე­რო­რის­ტმა! ის­რა­ე­ლის ეს მო­ნაკ­ვე­თი, იაფა ძი­რი­თა­დად არა­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ეს მო­ნაკ­ვე­თი სავ­სე იყო პო­ლი­ცი­ით, სპეც­რაზ­მით, მა­ინც ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ეს იყო 1-სა­ა­თი­ა­ნი ჯო­ჯო­ხე­თი, თავი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმში მე­გო­ნა", - იხ­სე­ნებს ბორჩხა­ძე.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიში არის, თუმ­ცა არის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­ციპ­ლი­ნა და გან­ცდა იმი­სა, რომ შენი სა­ხელ­მწი­ფო და­გი­ცავს და საფრ­თხეს აგა­რი­დებს:

’’ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბამ სა­მო­ქა­ლა­ქო დის­ციპ­ლი­ნა მას­წავ­ლა, წლე­ბია, თავს მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მა­ინც და­ცუ­ლად და უსაფრ­თხოდ ვგრძნობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს თავ­ზე ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, მა­ინც გზას ვაგ­რძე­ლებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, მჯე­რო­და, რომ ყვე­ლას აა­ფეთ­ქებ­დნენ ცა­ში­ვე! დღე­საც პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქემ შეძ­ლო, ეს ქვე­ყა­ნა სავ­სეა მსგავ­სი სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბე­ბით! სა­ბო­ლო­ოდ, ისევ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრას­პორ­ტით გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ავ­ტო­ბუს­ში რომ ავე­დი, ნამ­ტი­რა­ლე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლი სახე მქონ­და, რო­გორც ჩანს, ეს და­ი­ნა­ხეს და ერ­თმა კაც­მა ტიკ-ტაკი მო­მა­წო­და ეგ­რე­ვე, მე­ო­რემ - წყა­ლი, მე­სა­მემ მზრუნ­ვე­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და და ხელი ჩამ­კი­და, აქ მარ­თლა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუ­ნავს, აი, ასე­თი ჩუმი გმი­რე­ბი­თაა სავ­სე ის­რა­ე­ლი. ახ­ლაც, ამ ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მი­სას, ჩემი სახ­ლის ეზო­დან მეს­მის ნაგ­ვის ურ­ნე­ბის დაც­ლის ხმა, თით­ქოს­და 2 სა­ა­თის წინ 180 - ზე მეტი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა ამ ქვეყ­ნის­თვის არა­ვის უს­ვრია და 1 წე­ლია ორ დიდ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ ეო­მე­ბო­დეს. ჩემ­გან 64 კი­ლო­მეტრში ღა­ზის სექ­ტო­რი, 115 კი­ლო­მეტრში კი - "ჰეზ­ბო­ლას" ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ორი­ვე­გან ომია, ჩვენ კი ხვა­ლის­თვის ახა­ლი წლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ამი­ტო­მაც "ამ ის­რა­ელ ხაი!"- სი­ა­მა­ყით აცხა­დებს ქარ­თვე­ლი.

გუ­შინ­დე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმად და­სა­ხელ­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რა. ეს მოხ­და იმ და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას" ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ის­რა­ე­ლის სა­ზღვრე­ბი­დან გან­დევ­ნის მიზ­ნით და ირა­ნის ის­რა­ელ­ზე მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე.

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

სირენები რო ჩაირთვება მაგ დროს თავშესაფარში უნდა ჩავიდნენ მოქალაქეები მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება ეს.

Ქეთი
6

ლომჯარიას ბომბების წვიმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

"ყურსასმენი მეკეთა, თავიდან ხმა ვერ გავიგე... ტერაქტს შევესწარი, ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ" - რას გვიყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

ისრაელში, თელ-ავივის რაიონში, კერძოდ, იაფაში 1-ლ ოქტომბერს, საღამოს ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ისრაელის მედიის ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ხელისუფლება მანამდე რვა დაღუპულზე საუბრობდა, მაგრამ მოგვიანებით, ეს რიცხვი დაზუსტდა. დანაშაულის ადგილიდან ვიდეო კადრებში ჩანს რამდენიმე უსიცოცხლო სხეული ავტობუსის გაჩერებაზე.

ორი ტერორისტი, რომელთაგან ერთი თოფით იყო შეიარაღებული, მეორე კი - დანით, თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას თელ-ავივის ტრამვაიში, შემდეგ კი გავიდნენ გაჩერებაზე და ესროდნენ და ჩეხდენ ხალხს ქალაქის იერუსალიმის ქუჩაზე.

პოლიციის ინფორმაციით, მუნიციპალური უშიშროების ოფიცერმა და შეიარაღებულმა სამოქალაქო პირებმა ესროლეს და გაანეიტრალეს ტერორისტები.

ორივე ტერორისტი იდენტიფიცირებულია, ერთი არის მეჰმედ ხალაფ საჰერ რაჯაბი და მეორე - ჰასან მუჰამედ ჰასან ტამიმი, ორივე პალესტინელია ჰებრონის დასავლეთ სანაპიროდან. გვიან ღამით ცაჰალმა მათ სახლებში რეიდები ჩაატარა.

რაც შეეხება დაშავებულებს, 8 ადამიანი დაშავდა. ისინი გადაიყვანეს ვოლფსონის სამედიცინო ცენტრში ჰოლონში და იხილოვის საავადმყოფოში თელ-ავივში. დაშავებულთა შორის იყო ქართველი მამაკაციც, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, ტერორისტმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქართველმა ექიმებმა ის ვეღარ გადაარჩინეს და იხილოვის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ქართველი მამაკაცი, რომლის სახელსა და გვარსაც შეგნებულად არ ვწერთ, ისრაელში სამუშაოდ იყო წასული.

ტერაქტს შეესწრო ქართველი ანუშკა ბორჩხაძე, რომელიც მომხდარზე გვიყვება:

"ცხოვრებაში ასე არასდროს შემშინებია. მოლოდინშიც ვიყავით თავდასხმის, შესაბამისად, პერიოდულად ნიუსებს თვალს ვავლებდი სიფრთხილისთვის, დაახლოებით 200-300 მეტრში ვიყავი მეტროს სადგურიდან, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა, ყურსასმენი მეკეთა და თავიდან ხმა ვერ გავიგე, თუმცა ხალხის რეაქციებზე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, დაიწყეს მაღაზიებში შიგნიდან ჩაკეტვა და "პიგუას" (ტერორიტული თავდასხმა) ძახილი, მეც სასწრაფოდ მოვბრუნდი, სხვა ქუჩისკენ გავიქეცი, რომ სადმე დავმალულიყავი, მალევე გამოჩნდა ბევრი სასწრაფო მანქანა, გამაყრუებელი სირენებით და ბევრი პოლიცია, მივხვდი, რომ დიდ ტერაქტთან გვქონდა საქმე. გავიქეცი, რომ გავცლოდი ტერიტორიას (ვერც ტაქსს ვიძახებდი და ვერც ვრეკავდი ვერსად) სასწარაფოდ პირველივე მოსულ ავტობუსში შევვარდით, ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო’’, - გვიამბობს ანუშკა.

პანიკისა და შიშის მიუხედავად, გოგონამ გზა ავტობუსით განაგრძო, თუმცა მალევე სარაკეტო განგაშის შეტყობინებები მიუვიდა, ირანი ისრაელზე სარაკეტო იერიშებს იწყებდა, მძღოლმაც მგზავრებს ტრანსპორტიდან ჩასვლა უბრძანა, რათა უსაფრთხო ადგილას ან თავშესაფრებში დამალულიყვნენ.

’’ავტობუსში ასვლიდან 5 წუთში ტელეფონზე განგაშის SOS შეტყობინება მომივიდა, მსგავსი ადრე არასოდეს მოსულა, შიშისგან მეგონა, რომ სროლებში მოვყევით და ავტობუსში, სკამებს შორის ჩავიმალე, მძღოლმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავით და გვეპოვა უსაფრთხო თავშესაფარი, აქედან დაახლოებით 4 წუთში ჩაირთო უკვე განგაშის სიგნალი, 7 ოქტომბრის ამბებიდან გამომდინარე, ძალიან შემეშინდა და არ მინდოდა, საჯარო თავშესაფარში ჩასვლა, ხალხმრავლობაში, რადგან შარშან ტერორისტებმაც ზუსტად ასეთი თავშესაფრები ააფეთქეს. გადავწყვიტე, რომ გზა გამეგრძელებინა ფეხით, თან მეგობრებს მისამართს ვუგზავნიდი, სად ვიყავი, ყველას გვიჭირდა ერთმანეთთან დაკავშირება. ამ პერიოდში სამჯერ ჩაირთო განგაშის ზარი, ჩემს თავზე რაკეტები დაფრინავდნენ, ყველა მხრიდან ვხედავდი. გზად კიდევ ერთ მომხდარ ტერაქტს შევესწარი, ისევ მეტრო სადგურზე, დანით დაჭრა გამვლელი ტერორისტმა! ისრაელის ეს მონაკვეთი, იაფა ძირითადად არაბული მოსახლეობითაა დასახლებული, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს მონაკვეთი სავსე იყო პოლიციით, სპეცრაზმით, მაინც ძალიან შემეშინდა, ეს იყო 1-საათიანი ჯოჯოხეთი, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა", - იხსენებს ბორჩხაძე.

მისი თქმით, საზოგადოებაში შიში არის, თუმცა არის სამოქალაქო დისციპლინა და განცდა იმისა, რომ შენი სახელმწიფო დაგიცავს და საფრთხეს აგარიდებს:

’’ისრაელში ცხოვრებამ სამოქალაქო დისციპლინა მასწავლა, წლებია, თავს მიუხედავად მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავზე ბალისტიკური რაკეტები დაფრინავდნენ, მაინც გზას ვაგრძელებდი. მიუხედავად შიშისა, მჯეროდა, რომ ყველას ააფეთქებდნენ ცაშივე! დღესაც პირველი ტერორისტის განეიტრალება მოქალაქემ შეძლო, ეს ქვეყანა სავსეა მსგავსი სამოქალაქო გმირობებით! საბოლოოდ, ისევ საზოგადოებრივი ტრასპორტით გამოგვიყვანეს ტერიტორიიდან. ავტობუსში რომ ავედი, ნამტირალები და შეშინებული სახე მქონდა, როგორც ჩანს, ეს დაინახეს და ერთმა კაცმა ტიკ-ტაკი მომაწოდა ეგრევე, მეორემ - წყალი, მესამემ მზრუნველი თვალებით შემომხედა და ხელი ჩამკიდა, აქ მართლა ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, აი, ასეთი ჩუმი გმირებითაა სავსე ისრაელი. ახლაც, ამ ინტერვიუს მოცემისას, ჩემი სახლის ეზოდან მესმის ნაგვის ურნების დაცლის ხმა, თითქოსდა 2 საათის წინ 180 - ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ამ ქვეყნისთვის არავის უსვრია და 1 წელია ორ დიდ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ეომებოდეს. ჩემგან 64 კილომეტრში ღაზის სექტორი, 115 კილომეტრში კი - "ჰეზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციაა განლაგებული. ორივეგან ომია, ჩვენ კი ხვალისთვის ახალი წლისთვის ვემზადებით, ამიტომაც "ამ ისრაელ ხაი!"- სიამაყით აცხადებს ქართველი.

გუშინდელი ტერორისტული თავდასხმა ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო თავდასხმად დასახელდა, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა. ეს მოხდა იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს სახმელეთო შეჭრა ლიბანში "ჰეზბოლას" ტერორისტული ჯგუფის ისრაელის საზღვრებიდან განდევნის მიზნით და ირანის ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე წუთით ადრე.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

იხილეთ ასევე: