ავტორი:

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - რა მოხდა იაფაში და რა კადრები ვრცელდება მედიაში?

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - რა მოხდა იაფაში და რა კადრები ვრცელდება მედიაში?

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

  • ისრაელში, იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, ორი ტერორისტი ტრამვაიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. ისინი უშიშროების ძალებმა რამდენიმე წუთში გაანადგურეს. ტერაქტი ირანიდან სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

"ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა თითქმის არ შეწყვეტილა“, - იხსენებს მოტი, ტერორისტული თავდასხმის ადგილის მახლობლად მდებარე ჯიხურის მფლობელი. მისი თქმით, სროლა უცბად დაიწყო და ატყდა პანიკა. ‘’ეს ძალიან რთული სანახაობა იყო’’- ჰყვება იგი.

როგორც ირკვევა, ტერორისტებმა თავდაპირველად ხალხი ტრამვაიში დახვრიტეს, შემდეგ კი გაჩერებაზე ჩამოვიდნენ და სადგურზე მდგარ ადამიანებს დაუწყეს სროლა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

“ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. საელჩო გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: