ავტორი:

"კვარა" და დამიანე ნეაპოლში - რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია?

"კვარა" და დამიანე ნეაპოლში - რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია?

"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 21 აგვისტოს მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე დაარქვეს.

დამიანეს დაბადებიდან რამდენიმე საათში ხვიჩამ სოციალურ ქსელში შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

"ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, - წერდა ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. ნიცამ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.

პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ "კვარა" სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა და პირველ მატჩში, ბოლონიის წინააღმდეგ გაიბრწყინა. ხვიჩამ შვილის დაბადება მოედანზე გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.

ამჟამად ხვიჩა და ნიცა ნეაპოლში არიან. "კვარა" ახალდაბადებულ ვაჟთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს: