მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა: უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო“ - რას წერს მაია ბუწაშვილი პომიდორზე და მის თვისებებზე
“ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა: უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო“ - რას წერს მაია ბუწაშვილი პომიდორზე და მის თვისებებზე

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და პა­სუ­ხობს ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვას სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის, მათ შო­რის პო­მი­დო­რის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

“ადრე ვწერ­დი ხოლ­მე უსა­ფუძ­ვლოდ "ეჭ­ვმი­ტა­ნილ" პრო­დუქ­ტებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ღო­რის ხორ­ცზე, რომ­ლის აკ­რძალ­ვას პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არა­ვი­თა­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია (სა­ნამ მე­ჩხუ­ბე­ბით, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ყუ­რა­დღე­ბა ზო­გა­დად ჭარ­ბი ცხი­მის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე უნდა იყოს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი და არა მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთ რო­მე­ლი­მე პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად სხვა სა­ხე­ო­ბის ხორ­ცზე მავ­ნე სუ­ლაც არ არის).

ახლა კი­დევ ერთ პრო­დუქტზე მინ­და ვთქვა, რო­მელ­მაც, ვერ გა­ვი­გე, ასე­თი რა და­ა­შა­ვა, რომ უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი მის­ვამს კი­თხვას, შე­იძ­ლე­ბა თუ არაო.

ეს არის პო­მი­დო­რი.

ზოგი არც მე­კი­თხე­ბა და თა­ვი­სით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ აიკ­რძა­ლოს და მერე სი­ა­მა­ყით მამ­ცნო­ბენ ხოლ­მე, რომ თურ­მე დიდი ხა­ნია პო­მი­დორს არ ჭა­მენ (ღვიძ­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს).

  • რა­ტომ? სა­ი­დან მო­დის ეს ზღა­პა­რი და ამ სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ და მე­ტიც, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს რა­ტომ "გა­უ­ტყდა სა­ხე­ლი" ასე საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ?

საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც დი­დად ჯან­სა­ღად არ იკ­ვე­ბე­ბა ხალ­ხი და ზო­გის­თვის ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა მხო­ლოდ პო­მი­დო­რის და კიტ­რის მი­ღე­ბამ­დე და­დის და ამის აკ­რძალ­ვა ნიშ­ნავს, რომ ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­დის.

პო­მი­დო­რის მი­მართ ეს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ მის შვი­ლო­ბილ ტო­მატ­ზე, რო­მელ­საც ასე­ვე ერი­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად. ტო­მა­ტის სიმ­ჟა­ვე შე­იძ­ლე­ბა კუ­ჭის წყლუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლად უღი­ზი­ა­ნებ­დეს ლორ­წო­ვანს და რა­ღაც ლო­გი­კა ამა­ში იყოს, მაგ­რამ ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­თან სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია? ეს ისე­თი­ვე მო­გო­ნი­ლია, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ჭარ­ხა­ლი რომ "ღვიძ­ლის­თვის კარ­გია". კი ბა­ტო­ნო, ჭარ­ხა­ლიც მი­ირ­თვით და პა­მი­დო­რიც, მაგ­რამ ის, რომ ჭარ­ხა­ლი ღვიძ­ლის ჯა­დოს­ნურ აღ­დგე­ნას ჩა­ა­ტა­რებს, ამის არ და­ი­ჯე­როთ.

არ ჯო­ბია, ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ცენ­ტრირ­დნენ მარ­თლა მათ­თვის მავ­ნე ჩვე­ვე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ზე (მა­გა­ლი­თად, ალ­კოჰო­ლი და თამ­ბა­ქო) და ამ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ აკ­რძალ­ვებ­ზე არ გა­და­ი­ტა­ნონ ყუ­რა­დღე­ბა? სა­ი­დან მო­დის ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მი­თე­ბი?“ - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა: უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო“ - რას წერს მაია ბუწაშვილი პომიდორზე და მის თვისებებზე

“ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა: უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო“ - რას წერს მაია ბუწაშვილი პომიდორზე და მის თვისებებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს და პასუხობს ხშირად დასმულ შეკითხვას სხვადასხვა საკვები პროდუქტის, მათ შორის პომიდორის აკრძალვასთან დაკავშირებით:

“ადრე ვწერდი ხოლმე უსაფუძვლოდ "ეჭვმიტანილ" პროდუქტებზე, მაგალითად, ღორის ხორცზე, რომლის აკრძალვას პაციენტებისთვის არავითარი რაციონალური საფუძველი არ გააჩნია (სანამ მეჩხუბებით, გავიმეორებ, რომ ყურადღება ზოგადად ჭარბი ცხიმის მავნებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა მაინცდამაინც ერთ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც თავისთავად სხვა სახეობის ხორცზე მავნე სულაც არ არის).

ახლა კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა, რომელმაც, ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა, რომ უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო.

ეს არის პომიდორი.

ზოგი არც მეკითხება და თავისით იღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს და მერე სიამაყით მამცნობენ ხოლმე, რომ თურმე დიდი ხანია პომიდორს არ ჭამენ (ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების დროს).

  • რატომ? საიდან მოდის ეს ზღაპარი და ამ სრულიად უვნებელ და მეტიც, ძალიან სასარგებლო პროდუქტს რატომ "გაუტყდა სახელი" ასე საშვილიშვილოდ?

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ისედაც დიდად ჯანსაღად არ იკვებება ხალხი და ზოგისთვის ბოსტნეულის მიღება მხოლოდ პომიდორის და კიტრის მიღებამდე დადის და ამის აკრძალვა ნიშნავს, რომ ბოსტნეულის მიღება მინიმუმამდე დადის.

პომიდორის მიმართ ეს დაუმსახურებელი დამოკიდებულება ასევე ვრცელდება შემდეგ მის შვილობილ ტომატზე, რომელსაც ასევე ერიდებიან ადამიანები, სრულიად დაუმსახურებლად. ტომატის სიმჟავე შეიძლება კუჭის წყლულის მქონე ადამიანს გარკვეულად უღიზიანებდეს ლორწოვანს და რაღაც ლოგიკა ამაში იყოს, მაგრამ ღვიძლის დაავადებებთან საერთოდ რა შუაშია? ეს ისეთივე მოგონილია, როგორც, მაგალითად, ჭარხალი რომ "ღვიძლისთვის კარგია". კი ბატონო, ჭარხალიც მიირთვით და პამიდორიც, მაგრამ ის, რომ ჭარხალი ღვიძლის ჯადოსნურ აღდგენას ჩაატარებს, ამის არ დაიჯეროთ.

არ ჯობია, ადამიანები კონცენტრირდნენ მართლა მათთვის მავნე ჩვევების მოცილებაზე (მაგალითად, ალკოჰოლი და თამბაქო) და ამ სრულიად გაუგებარ აკრძალვებზე არ გადაიტანონ ყურადღება? საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითები?“ - წერს ინფექციონისტი.