ავტორი:

"მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით. აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი" - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

"მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით. აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი" - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

"ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, ის არის დე ფაქტო სანქცირებული - მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი, ამის დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ და აღნიშნავს, რომ "ქვეყნის ინტერესები არ ითმობა“.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ქვეყნის საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება.

"ძალიან მარტივია. ეს თანხები არის მისი საკუთრება. ადამიანმა მოიგო სასამართლო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს? რატომ არ უბრუნებს ადამიანს? ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო სანქცირებული, იმიტომ, რომ მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით. აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, არ ითმობა ქვეყნის ინტერესები. ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, მშვიდობას. არანაირი სანქციები, არანაირი პირადი კეთილდღეობა. ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ კარგად. მერწმუნეთ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ქვეყნის საწინააღმდეგო. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს.

კაცმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. უჩერებენ თანხებს. მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა ვისაუბრო სხვადასხვა დეტალებზე, თუმცა ამის დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიტყვით და გამოვიტანთ სააშკარაოზე,“ - განაცხადა კალაძემ.